რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის ახალარჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შორის პირველი სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.
“მოლაპარაკებების დროს ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეფასებები დაემთხვა არა მხოლოდ რუსულ-ამერიკული ურთიერთობების უკიდურესად არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობასთან დაკავშირბეით, არამედ მათ ურთიერობების ნორმალიზებისთვის აქტიური ერთობლივი სამუშაოს ჩატარებას დაუჭირეს მხარი”, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში.
რუსეთის პრეზიდენტმა თანაწსორობის, პატივისცემისა და ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებზე დაფუძნებული დიალოგის გამართვის მზადყოფნა გამოთქვა. ამას გარდა, პუტინმა და ტრამპმა საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ძალისხმევის გაერთიანების აუციებლობაზე ისაუბრეს.
ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი ტელეფონით კონტაქტების გაგრძელებასა და მომავალში პირადი შეხვედრის ორგანიზებაზე შეთანხმდნენ.





