• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, November 18, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“მოვაჭრეებს ძალიან მომგებიან პირობებს ვთავაზობთ” – „თბილისის ზღვის პლაზას“ წარმომადგენელი თათია სიორიძე

10 years ago
კატეგორია: ეკონომიკა, ექსკლუზივი
A A
“მოვაჭრეებს ძალიან მომგებიან პირობებს ვთავაზობთ” – „თბილისის ზღვის პლაზას“ წარმომადგენელი თათია სიორიძე
7
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

თბილისში კიდევ ერთი სავაჭრო ცენტრი „თბილისის ზღვის პლაზა“ იხსნება.

გახსნის თარიღი უკვე ახლოვდება და კომპანიაც მზადების აქტიურ ფაზაში გადადის. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, სავაჭრო ცენტრს კონკურენტი არ ჰყავს, ის დედაქალქში  ყველასგან განსხვავებულ კონცეფციას გვთავაზობს და ერთ სივრცეში აერთიანებს მრავალფეროვან მომსახურებას.

„თბილისის ზღვის პლაზა“ იქნება, როგორც საცალო,ისე საბითუმო ცენტრი, გასართობი ცენტრებით პატარებისთვის და უფროსებისთვის, სარემონტო და სამშენებლო მასალების ფართო არჩევანით, საბაჟო საწყობებით, ლოგისტიკური თანამედროვე სისტემით, კეთილმოწყობილი ლიფტებითა და პავილიონებით.   

ჰუალინგი

„თბილისი თაიმსს“ „ჰუალინგ ჯგუფის“ წარმომადგენელი თათია სიორიძე კომერციულ ფართებზე ფასებისა და იმ ბრენდების შესახებ ესაუბრა, რომლებიც პოზიციონირებას ახალ სავაჭრო ცენტრში დაიწყებენ. 

როდიდან დაიწყებს ფუნქციონირებას თბილისის ზღვაზე (ვარკეთილსა და ვაზისუბანს შორის) მდებარე სავაჭრო კომპლექსი და რას მოიცავს აღნიშნული ტერიტორია?

– „თბილისის ზღვის პლაზა“ მალე გაიხსნება და იქნება ყველაზე დიდი სავაჭრო კომპლექსი, სრულყოფილი ინფრასტრუქტურით, რომელიც მოსახერხებელი იქნება, როგორც მოვაჭრეებისთვის, ასევე მყიდველებისთვის. ტერიტორიაზე განთავსებულია ცენტრალური 5 სართულიანი შენობა, რომლის სიგრძე ნახევარი კილომეტრია. ამ შენობის უკან კი ერთსართულიანი ე.წ. პავილიონებია.

როგორ შეაფასებთ ბაზარზე არსებულ კონკურენციას, მოგეხსენებათ, რომ დედაქალაქში, რამდენიმე სავაჭრო ცენტრია, მათ შორის თქვენს სიახლოვეს „ისთ ფოინთია“ …

– ჩვენი სავაჭრო კომპლექსი განსხვავებულ მიზნობრივ ჯგუფებზეა ორიენტირებული, აქედან გამომდინარე აღნიშნულ სავაჭრო ცენტრებს ჩვენს კონკურენტებად არ მივიჩნევთ. „თბილისის ზღვის პლაზა“  იქნება როგორც საცალო, ასევე საბითუმო ვაჭრობის კომპლექსური ცენტრი, ამიტომ ჩვენი აზრით, ჩვენ კონკურენტები კი არ ვიქნებით, არამედ ერთმანეთს შევავსებთ.

რა უპირატესობები აქვს სავაჭრო ცენტრს და როგორია ფასები კომერციულ ფართებზე, რა ცნობილი ბრენდები დაიწყებენ პოზიციონირებას სავაჭრო ცენტრში?

– „თბილისის ზღვის პლაზაში“ სავაჭრო ფართების ქირის ფასი 5.5$-დან იწყება, მინიმალური ფართი კი 15 კვ. მეტრია. მოვაჭრეებს ძალიან მომგებიან პირობებს ვთავაზობთ, ასევე მოქმედებს ფასდაკლებების აქციები.

მნიშვნელოვანია, რომ სხვა სავაჭრო ცენტრებისაგან განსხვავებით, ჩვენ არ გვაქვს დამატებითი მომსახურების გადასახადები ჩვენი მოიჯარეებისათვის, უფრო მეტიც, იჯარის ფასი მოიცავს გათბობა-კონდიცირების ხარჯებს. ამასთან, დღეს შეთანხმებული პირობები და ფასები 3 წელი გარანტირებულად არ იცვლება.

ამჟამად, გაფორმებულია კონტრაქტები სხვადასხვა ბრენდთან, როგორც საქართველოში, ასევე იმ კომპანიებთან, რომლებიც მხოლოდ ახლა შემოვლენ ქართულ ბაზარზე. ამ ეტაპზე შეგვიძლია დავასახელოთ „ისი პარი”, “ტაშირ პიცა”, “კუპერსბერგი”, “ოპტიმისტი”, X brand.

ნათია კეკენაძე

ნათია

 

Share3Tweet2

ახალი ამბები

გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს
ახალი ამბები

კარგი სიახლე პენსიონერებისთვის – მთავრობის გადაწყვეტილებით, პენსიები კიდევ იზრდება

10/12/2026
ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს
ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს

09/14/2026
კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
ახალი ამბები

კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

09/14/2026
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025

საინტერესო

დონეცკის ოლქში სეპარატისტებმა ე.წ. რეფერენდუმის შედეგები გამოაქვეყნეს

13 years ago
ნარჩენების კონტეინერებისთვის გამოყოფილი ტერიტორიის დაპროექტება სავალდებულო ხდება

ნარჩენების კონტეინერებისთვის გამოყოფილი ტერიტორიის დაპროექტება სავალდებულო ხდება

7 years ago
შსს-ს ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შსს-ს ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

12 years ago

ვლადიმერ პუტინი: “ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში, 15 თებერვალს, 00:00 საათზე შევა”

12 years ago

ახალი ამბები

„ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

„ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს

11/17/2026

ვეკუას სკოლა მეტროში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. „42-ე საჯარო სკოლა უდიდეს მწუხარებას და გულისტკივილს გამოთქვამს წარმატებული კურსდამთავრებულის, ღირსეული,...

მეტის ნახვაDetails
სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება

სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება

11/17/2026
„მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა

„მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა

11/17/2026
„რა ვუყო ჩემ ცხოვრებას… რა გავაკეთო, რომ ვგრძნობ ძალა მეცლება…“ – ნათია დიაკვნიშვილის ემოციური პოსტი

„რა ვუყო ჩემ ცხოვრებას… რა გავაკეთო, რომ ვგრძნობ ძალა მეცლება…“ – ნათია დიაკვნიშვილის ემოციური პოსტი

11/17/2026

კალენდარი

November 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« Oct    

სიახლეები

  • „ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს 11/17/2026
  • სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება 11/17/2026
  • „მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა 11/17/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • საინტერესო
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by