• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, October 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„სამკაულის დიზაინი უშუალოდ მზადების პროცესში იკვეთება“ – ნინო ჯანიძე

10 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
„სამკაულის დიზაინი უშუალოდ მზადების პროცესში იკვეთება“ – ნინო ჯანიძე
12
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

„არ მინდოდა საზოგადოების წინაშე წარვმდგარიყავი ისეთი პროდუქციით, რომელიც გამოიწვევდა სხვასთან გაიგივებას, ბაზარზე უკვე არსებული პროდუქციის გამეორებას. მინდოდა რაიმე განსხვავებული ტექნიკით, შედარებით ახლის შექმნა.“ – ამბობს ჩვენთან საუბრისას დიზაინერი ნინო ჯანიძე.

ნინო ხელნაკეთი სამკაულების ბრენდის „ჯანინის“ შემქმნელია. „ორიგინალური და რაც მთავარია ინდივიდუალური „- ასე შეაფასეს „თბილისი მოლში“ გამართულ შოუ-რუმზე „ჯანინის“ კოლექცია.

ნინო ჯანიძე პროფესიით ჟურნალისტია, ამ ეტაპზე  დაცვის პოლიციის დეპარტამენტში ინსპექტორის თანამდებობაზე მუშაობს, ხელნაკეთი ნივთების შექმნა კი ღრმა ბავშვობიდან დაიწყო.

აქსესუარების შექმნის პროცესზე, ფასებსა და სხვა საინტერესო დეტალებზე „თბილისი თაიმსის“  მკითხველს დიზაინერი, ნინო ჯანიძე მოუყვება.

15139608_1025416724252891_1686524299_nრატომ გადაწყვიტეთ ბრენდი „ჯანინის“ შექმნა, რამ განაპირობა თქვენი ინტერესი ამ სფეროთი, რამდენი ხანია დაკავებული ხართ მსგავსი ნივთების შექმნით?

– “JANINI” ფართო საზოგადოების წინაშე სულ რამოდენიმე თვის წინ წარსდგა, თუმცა ვფიქრობ მის შექმნას საფუძველი ჩემს ღრმა ბავშვობაში ჩაეყარა. საკმაოდ პატარა ასაკიდან ვქარგავ, ვქსოვ. იყო დრო როდესაც ბისერებით ვაწყობდი ქამრებს, თიხისგან ვამზადებდი სხვადასხვა აქსესუარს. ამიტომ ხელნაკეთი ნივთების შექმნა ჩემთვის არ არის ახალი და არ დაწყებულა დღეს.

მიუხედავად იმისა, რომ სრულიად განსხვავებული პროფესია მაქვს, რადიკალურად სხვა საქმეს ვემსახურები და არანაირი განათლება არ მიმიღია დიზაინის განხრით, ქვეცნობიერი მაინც ყოველთვის მკარნახობდა, რომ აუცილებლად ვიქნებოდი ამ სფეროში და ადრე თუ გვიან საზოგადოებას გავაცნობდი ჩემს ნაკეთობებს.

ბრენდის შექმნის პირველ ეტაპს,როგორ გაიხსენებთ, რა სირთულეები შეგხვდათ?

– მოგეხსენებათ დღეს ხელნაკეთი აქსესუარები საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. განსაკუთრებით მოდურია მასიური საყურეები და არჩევანიც საკმაოდ დიდია. აქედან გამომდინარე არ მინდოდა საზოგადოების წინაშე წარვმსდგარიყავი ისეთი პროდუქციით, რომელიც გამოიწვევდა სხვასთან გაიგივებას, ბაზარზე უკვე არსებული პროდუქციის გამეორებას. მინდოდა რაიმე განსხვავებული ტექნიკით, შედარებით ახლის შექმნა, რომელიც ჩვენი მომხმარებლის ინდივიდუალიზმს გაუსვამდა ხაზს და ამასთანავე ღირსეულ კონკურენციას გაუწევდა კონკურენტებს. 

15151504_1025311420930088_1169548023_n

სწორედ ამ ძიების პროცესში დავიწყე მუშაობა სუტაჟის თასმაზე. თავდაპირველად ჩემთვის შევქმენი რამდენიმე გულსაბნევი, რომელმაც გამოჩენისთანავე  დიდი მოწონება  დაიმსახურა და მოჰყვა მეგობრების დაჟინებული თხოვნა, რომ აუცილებლად გაეცნო  ფართო საზოგადოებას.

რა თქმა უნდა, ბევრს ვფიქრობდი თუ როგორ მიიღებდა  მომხმარებელი რადიკალურად განსხვავებული ტექნიკით დამზადებულ სამკაულებს.  როცა კონკურენცია დიდია, ცხადია არ არის მარტივი სახელის მოხვეჭა და ღირსეული ადგილის დაკავება. თუმცა ასეთ პირობებში გაცილებით საინტერესოა მუშაობა და ისევ და ისევ განსხვავებულობით და ინდივიდუალური დიზაინით შევძელით  საზოგადოების დიდი მოწონების დამსახურება.

აქსესუარების შექმნის პროცესზე რომ მოგვიყვეთ, როგორ იწყება ყველაფერი…

– ყოველთვის აღვნიშნავ, რომ ჩემ მიერ შექმნილი თითოეული სამკაული “ცოცხალია”, რადგან მე მასში მთელ ჩემს ენერგიას და დადებით ემოციებს ვაქსოვ.

წინასწარ არასოდეს ვქმნი ესკიზს, სამკაულის დიზაინი უშუალოდ მზადების პროცესში იკვეთება. მაშინაც კი როცა უკვე არსებული მოდელის სხვა ფერებში დამზადება მომინდომებია,  ფანტაზიას მაინც სხვაგან მივყავარ და საბოლოოდ სრულიად სხვა დიზაინს ვიღებ.

15209255_1363010257063580_1360156570_n

იმდენად მეჩქარება ბევრი განსხვავებული მოდელის შექმნა, რომ თუ რომელიმე კონკრეტულ სამკაულზე არ მაქვს შეკვეთა,  საკუთარი სურვილით უკვე არსებულ მოდელს არასოდეს ვამეორებ.

ვფიქრობ, რაც უფრო რთულია სამკაულის დიზაინი მით მეტი შინაარსის და ემოციის მატარებელია ის.

როგორია ფასები, რა შემადგენლობისაა ნივთები?

– ამ ეტაპზე “JANINI” მომხმარებელს საყურეებისა და გულსაბნევების ფართო არჩევანს სთავაზობს, თუმცა დიდია მოთხოვნა სამაჯურებზეც, ყელსაბამებზე. ამიტომ არ გამოვრიცხავ მომავალში ასორტიმენტის გაფართოებას. რაც შეეხება ფასებს 80 ლარიდან 120 ლარამდე მერყეობს.

თბილისი მოლში თქვენი ახალი კოლექცია იყო გამოფენილი,როგორ შეაფასებთ ამ დღეს, გამოხმაურებებს ?

– დიახ, თბილისი მოლი ორი კვირის მანძილზე მასპინძლობდა თბილისის მოდის კვირეულის ოფიციალურ შოურიმს, სადაც ქართველ და უცხოელ დიზაინერებთან ერთად წარმოდგენილი იყო “JANINI”-ს სამკაულები. ეს იყო ჩვენი პირველი სერიოზული ნაბიჯი. ასე მოკლე დროში და ამხელა კონკურენციის ფონზე, რა თქმა უნდა, არ არის მარტივი აქ მოხვედრა. ამიტომ მიხარია, რომ ამ ყველაფერს წარმატებით გავართით თავი. თუმცა ვფიქრობ, რომ  ნამდვილ წარმატებამდე   ჯერ კიდევ დიდი, საინტერესო და სიურპრიზებით სავსე გზაა გასავლელი.

ნათია კეკენაძე

ნათია

 

Share5Tweet3

ახალი ამბები

გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს
ახალი ამბები

კარგი სიახლე პენსიონერებისთვის – მთავრობის გადაწყვეტილებით, პენსიები კიდევ იზრდება

10/12/2026
ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს
ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს

09/14/2026
კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
ახალი ამბები

კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

09/14/2026
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025

საინტერესო

“მინდა, საგანგებო განცხადებით მივმართო პოლიტიკურ ძალებს”

10 years ago
საქართველოს ნაკრებმა აბუ-დაბიში გამართულ მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებაზე 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

საქართველოს ნაკრებმა აბუ-დაბიში გამართულ მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებაზე 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

8 years ago
საბავშვო ბაღებში ახალი რეგულაციები ცნობილია

საბავშვო ბაღებში ახალი რეგულაციები ცნობილია

6 years ago
პრემიერს ევროპიდან კულტურაზე მიუთითეს

პრემიერს ევროპიდან კულტურაზე მიუთითეს

13 years ago

ახალი ამბები

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ
ახალი ამბები

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის, ალექსანდრე მიქელაძის დედას ეძებენ. „ვეძებთ ნათია დიაკვნიშვილს (დაკარგული ალექსანდრე მიქელაძის დედას) თუ...

მეტის ნახვაDetails
„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026
„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

10/13/2026
ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ 10/14/2026
  • „3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა 10/14/2026
  • „ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი 10/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by