• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, May 12, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორის ანგარიში მოისმინა

9 years ago
in პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

იუსტიციაიუსტიციის სამინისტროში საპროკურორო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საბჭოს თავმჯდომარე − იუსტიციის მინისტრი, ხელმძღვანელობდა. სხდომას ესწრებოდნენ საპროკურორო საბჭოს წევრები; საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების, აგრეთვე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. საპროკურორო საბჭოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ერთი წლის ანგარიში წარუდგინა, რომელიც, ძირითადად, საქართველოს პროკურატურაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს, აგრეთვე, განვითარების სტრატეგიას შეეხებოდა.

მთავარმა პროკურორმა საპროკურორო საბჭოს წევრებს ინფორმაცია მიაწოდა პროკურატურის განვითარების ექვსწლიან სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე; ისაუბრა უწყების სტრატეგიულ მიმართულებებზე − პროკურორთა დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაზარალებულთა ინტერესების დაცვაზე. ირაკლი შოთაძემ საქართველოს პროკურატურის იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზეც გაამახვილა ყურადღება, როგორიცაა: ლიბერალური სისხლის სამართლის პოლიტიკა; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება; ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ  ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა; სქესობრივი კავშირი 16 წლის ასაკს მიუღწეველთან;  რელიგიური, დისკრიმინაციული და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის, ტრეფიკინგისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვა და ამ მიმართულებებით გატარებული ღონისძიებები. ამასთან, ანგარიშის წარდგენისას საპროკურორო საბჭოს წევრებმა მთავარი პროკურორისგან მოისმინეს  პროკურატურის, როგორც საგამოძიებო უფლებამოსილების განმახორციელებელი ორგანოს, შედეგები.

მთავარმა პროკურორმა საბჭოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია მთავარი პროკურატურის მიერ უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნებისა და დაზარალებულთა აღდგენილ უფლებებზე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე სისხლის სამართლის დევნის დაწყებისა და განაჩენების მაჩვენებლებზე, გენერალური ინსპექციის მუშაობის შედეგებსა და დანაშაულის პრევენციის კუთხით გატარებულ ღონისძიებებზე; ისაუბრა პროკურორთა პროფესიული განვითარებისა და კვალიფიციური კადრების მოზიდვის აუცილებლობაზე.

ანგარიშის დასრულების შემდეგ ირაკლი შოთაძემ საბჭოს წევრების კითხვებს უპასუხა.

მთავარი პროკურორის ანგარიშს საპროკურორო საბჭო 6 თვეში ერთხელ ისმენს.

საპროკურორო საბჭო გასული წლის შემოდგომაზე პროკურატურის რეფორმის ფარგლებში შეიქმნა. რეფორმის ავტორი იუსტიციის სამინისტროა. პროკურატურის რეფორმის მიზანი უწყების დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა.

საპროკურორო საბჭოს ძირითადი უფლებამოსილებებია: მთავარი პროკურორის კანდიდატურის დამტკიცება; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დანიშვნა; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დასკვნის დამტკიცება, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა, და საქართველოს პარლამენტისათვის მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შესახებ წარდგინებით მიმართვა; მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილეების მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელება; პროკურატურის ორგანოთა საქმიანობის შესახებ მთავარი პროკურორის/მთავარი პროკურორის მოადგილის ანგარიშის მოსმენა; მთავარი პროკურორისათვის რეკომენდაციების წარდგენა სისხლის სამართლის პოლიტიკის შესახებ, აგრეთვე, პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებულ ისეთ სამართლებრივ საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

მოქმედი საპროკურორო საბჭო 14 წევრისაგან შედგება და მას საქართველოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს.

 

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

ანაკლიის გზის და რკინიგზის პროექტირებაზე გამარჯვებული გამოვლინდა

ანაკლიის გზის და რკინიგზის პროექტირებაზე გამარჯვებული გამოვლინდა

7 years ago

მარინა მიზანდარი: “შუალედურმა დასკვნამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საყდრისი არის უმნიშვნელოვანესი ძეგლი”

12 years ago
ჩვენ ახლა ე.წ ოქროს შუალედით, ანუ დანის პირზე მივდივართ – გამყრელიძე

„ფაიზერის“ ჩამოსვლის თარიღი ვიცით – ამირან გამყრელიძე

5 years ago
ტრეფიკინგში ბრალდებულ თურქეთის  მოქალაქეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

10 years ago

ახალი ამბები

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია
ახალი ამბები

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

05/12/2026

მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ ქართულ რაგბიში მომხდარ დოპინგ-სკანდალზე საქართველოს ნაკრების მორაგბეებს საბოლოო სასჯელი გამოუტანა. World Rugby-სა და World Anti-Doping Agency-ის ერთობლივი...

Read moreDetails
თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი  დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

05/10/2026
გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

05/10/2026
ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია 05/12/2026
  • თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი” 05/10/2026
  • გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი 05/09/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by