• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, October 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ანდრია გვიდიანი: “პრემიერმა დედოლარიზაციის მიმართულებით ქმედითი სტრატეგია წარმოადგინა”

10 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
ანდრია გვიდიანი: “პრემიერმა დედოლარიზაციის მიმართულებით ქმედითი სტრატეგია წარმოადგინა”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

unnamed „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი ეხმაურება პრემიერ-მინისტრის ახალ ინიციატივებს, რომელიც დოლარში გაცემული სესხების ლარში კონვერტაციას ეხება და, ზოგადად, იმ ინიციატივებს, რომლებიც დედოლარიზაციისკენ არის მიმართული.

აფბას ანალიტიკოსის განცხადებით, მთავრობის ახალი ინიციატივები მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს იმ ტვირთს, რომელიც ბოლო პერიოდში ლარის გაუფასურების გამო,  მოსახლეობას დააწვა.

„ბოლო დროს, ლარის გაუფასურების ფონზე, მნიშვნელოვნად გაუარესდა იმ მოქალაქეების ფინანსური მდგომარეობა, რომლებსაც ფინანსური ვალდებულებები უცხოურ ვალუტაში ჰქონდათ აღებული. ლარის დევალვაციამ საგრძნობლად შეამცირა მათი განკარგვადი შემოსავალი და, შესაბამისად, დედოლარიზაციის საკითხი დღესდღეობით, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა აღმოჩნდა. პრემიერ-მინისტრის ახალი ინიციატივა, რომელიც 2015 წლამდე დოლარში აღებული კრედიტების ლარში დენომინირებას გულისხმობს, ერთმნიშვნელოვნად, შეამსუბუქებს მოსახლეობისთვის ფინანსური ვალდებულებების მომსახურებას. რა თქმა უნდა, აღნიშნული ინიციატივა შეიძლება დადებითად  შეფასდეს იმდენად, რამდენადაც მთავრობამ თავის თავზე აიღო ის „დარტყმა“, რომელიც მოქალაქეებზე მოდიოდა. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული ინიციატივა შეამცირებს დოლარზე მოთხოვნას, რაც ლარის დასტაბილურების კუთხით, მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება“, – განაცხადა ანდრია გვიდიანმა.

ანალიტიკოსმა, ასევე, გაამახვილა ყურადღება იმ ინიციატივებზე, რომელიც დედოლარიზაციის მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებს ეხება. გვიდიანის აზრით, პრემიერის მიერ, ამ კუთხით გაჟღერებული ინიციატივები, არსებითი შედეგების მომტანი იქნება.

„ზოგადად, დოლარიზებული ქვეყნის მთავარ ნაკლოვანებად დამოუკიდებელი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გატარების შესაძლებლობის არქონა ითვლება. გარდა ამისა, დოლარიზაციის მაღალმა მაჩვენებელმა აჩვენა, რომ მოსახლეობამ საკმაოდ მტკივნეულად მიიღო ვალუტის კურსის რყევები. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ დღეს დოლარიზაციის საკითხი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ბოლო პერიოდში დედოლარიზაციის კუთხით, ეროვნულმა ბანკმა გარკვეული ნაბიჯები გადადგა. მაგალითად, ისეთი, როგორიცაა დოლარში დენომინირებულ დეპოზიტებზე დარეზერვების კოეფიციენტის გაზრდა და ლარში განთავსებულ დეპოზიტებზე ამავე კოეფიციენტი კლება, თუმცა მიუხედავად ამისა, დავინახეთ, რომ ასეთი ინსტრუმენტებით მანიპულირებამ შედეგი ვერ გამოიღო.

რა თქმა უნდა, არსებულმა ვითარებამ ცხადყო, რომ დოლარიზაციის პრობლემის აღმოსაფხვრელად, გაცილებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა გახდა საჭირო. შესაბამისად, ვთვლი, რომ პრემიერის ინიციატივა, რომელიც უცხოურ ვალუტაში გასაცემ კრედიტებზე ლიმიტების დაწესებას ითვალისწინებს, აუცილებლად გამოიღებს შედეგს და, ეტაპობრივად, მოხდება დოლარიზაციის კოეფიციენტის კლება. კონკრეტულად, აღნიშნული მიდგომა მკვეთრად შეამცირებს დოლარზე მოთხოვნას და ხელს შეუწყობს ლარიზაციის შეუქცევადი პროცესის განვითარებას. აღსანიშნავია, რომ საცალო დაკრედიტებაში 100.000 ლარიანი ლიმიტის დაწესება, პირველ რიგში დაიცავს ყველაზე მოწყვლად სექტორს, რომლებზეც ნეგატიურად მოქმედებდა დოლარიზაციით გამოწვეული სავალუტო რისკები. აქვე აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ აღნიშნული ინიციატივების კრიტიკოსების აზრით, ასეთი ლიმიტის დაწესება ყველაზე ნეგატიურად მცირე და საშუალო ბიზნესს შეეხება, თუმცა ამ მოსაზრებას არ ვიზიარებ, იმდენად, რამდენადაც უნდა გავაცნობიეროთ, რომ დედოლარიზაცია არ ნიშნავს ბაზრიდან დოლარის გაქრობას და, შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ლიმიტის დაწესება ვერ გახდება ბიზნესის შევიწროების მიზეზი“, – განაცხადა გვიდიანმა.

 

 

ShareTweet

ახალი ამბები

გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს
ახალი ამბები

კარგი სიახლე პენსიონერებისთვის – მთავრობის გადაწყვეტილებით, პენსიები კიდევ იზრდება

10/12/2026
ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს
ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს

09/14/2026
კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
ახალი ამბები

კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

09/14/2026
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025

საინტერესო

შსს–მ ბათუმში ავტომანქანის დაწვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

12 years ago

ბიძინა ივანიშვილი: “ვულოცავ წმინდა რამაზანის თვის დადგომას ჩვენს მუსლიმან თანამოქალაქეებს!“

13 years ago
მუსლიმი ქალი ჩადრით – სურვილი  თუ რელიგიური ვალდებულება?!

მუსლიმი ქალი ჩადრით – სურვილი თუ რელიგიური ვალდებულება?!

10 years ago
საკრებულოს უმრავლესობა თბილისის მთავრობას უნდობლობას უცხადებს

საკრებულოს უმრავლესობა თბილისის მთავრობას უნდობლობას უცხადებს

13 years ago

ახალი ამბები

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა
ახალი ამბები

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩაილურში 22 წლის სალომე ნანუაშვილს გლოვობენ. ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი დილით, საწოლიდან წამოდგომის დროს მოულოდნელად გარდაიცვალა....

მეტის ნახვაDetails
„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

10/13/2026
ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026
შიო მესამე: მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს

შიო მესამე: როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს ეს მთავარი ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები

10/12/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა 10/14/2026
  • „ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი 10/13/2026
  • ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს 10/12/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by