• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, December 5, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ღვინის ექსპორტი იზრდება – ქვეყნები სადაც ქართულ ღვინოებზეა მოთხოვნა

9 years ago
კატეგორია: ეკონომიკა, ექსკლუზივი
A A
რუსეთში ერთ-ერთი კომპანიის ონლაინ-გაყიდვებიდან იმიტირებული  ღვინოები იქნა ამოღებული
5
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ბოლო პერიოდში საკმაოდ გაიზარდა ქართული ღვინის ექსპორტი, როგორც ევროკავშირის ქვეყნების, ისე აშშ-ს და სხვა ტრადიციული ბაზრების მიმართუებით.

ქართული ღვინის ექსპორტის ზრდას და მის წარმატებას ადასტურებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები, რომლის მიხედვით, ღვინის ექსპორტის  გაზრდილი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 104 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 17%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე .2016 წლის იანვარ-ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 45 628 091 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 40%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს.

ექსპორტის ზრდის ტენდენცია წლის დასაწყისში დაფიქსირდა და თვეების მიხედვით, ექსპორტირებულმა ღვინომ ნოემბერში მაქსიმუმს მიაღწია: იანვარი – 1 521 802 ბოთლი, თებერვალი – 3 009 754, მარტი – 2 877 640, აპრილი – 3 862 589, მაისი -3 220 323, ივნისი – 4 327 983, ივლისი -3 766 752, აგვისტო – 3 793 843, სექტემბერი -4 049 034, ოქტომბერი – 5 264 684 და ნოემბერი – 6 665 311 ბოთლი.

ღვინის სააგენტო„თბილისი თაიმსი“ დაუკავშირდა ღვინის ეროვნული სააგნტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს. მათი თქმით, ღვინის ექსპორტის ზრდის ტენდენცია წლის დასაწყისში დაფიქსირდა და წლის ბოლომდე შენარჩუნდა, რაც მიღწეული იყო ბაზრების დივერსიფიკაციის ხარჯზე და სააგენტოს მიერ, კერძო სექტორთან შეთანხმებით შემუშავებული სწორი მარკეტინგული სტრატეგიის საფუძველზე.

„ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ძირითად მიმართულებას ქართული ღვინის პოპულარიზაცია და საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობა წარმოადგენს. ექსპორტის მატება აღსანიშნავია როგორც ევროკავშირის ქვეყნების, ისე აშშ-ს და სხვა ტრადიციული ბაზრების მიმართულებით: ჩინეთში ზრდამ შეადგინა- 128% (4 886 145 ბოთლი),  უკრაინა – 73% (5 179 454), ბელარუსი – 62% (1 060 806), რუსეთი –  48% (24 914 877), პოლონეთი – 47% (2  123 500), ესტონეთი – 37% (588 450), კანადა 30% (198 456), აშშ – 27% (294 382), დიდი ბრიტანეთი -25% (87 428), ლატვია 15% (1 139 706),  იაპონია – 14% (144 126), ყირგიზეთი – 9% (202 666), გერმანია – 4% (270 176) და სხვა“-განაცხადეს დეპარტამენტში.

რამდენიმე დღის წინ  პოლონეთის ქალაქ კრაკოვში, მე-14 საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვა „EnoExpo 2016” გაიმართა, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ქართული ღვინის მწარმოებელი 13 კომპანია მონაწილეობდა.

როგორც ღვინის ეროვნული სააგენტო იუწყება, გამოფენაზე მონაწილეობა მიიღეს შემდეგმა კომპანიებმა: „ვაზიანი“, „მეღვინეობა ხარება“, „ასკანელი ძმები“, „თელავის ღვინის მარანი“, „კახური“, „ბესინის ღვინის მარანი“, „ვაინმენი“, „კორპორაცია ქართული ღვინო“, „შილდა“, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, „მარანული“, „ნაღდი მარანი“ და „ქიმერიონი“.

სადეგუსტაციო კონკურსზე ორი ქართული კომპანიის ოთხმა ღვინომ ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები დაიმსახურა – კომპანია „გოცას ღვინოები“, „თავკვერი 2014“ – ბრინჯაო; კომპანია „თელავის ღვინის მარანი“: „Reserve 2007 – ვერცხლი”; „კონდოლის ვენახები სამი“ – 2012 – ვერცხლი; „სატრაპეზო 10 ქვევრი 2013“ – ვერცხლი.

აღსანიშნავია ის, რომ პოლონეთი ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტო წლის განმავლობაში სხვადასხვა მარკეტინგულ აქტივობებს ახორციელებს. აღნიშნული ქვეყანა წლებია სტაბილურად ინარჩუნებს ადგილს ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში.

ღვინის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული ბაზრის განვითარებისთვის.

„როგორც პოლონეთში გამართული გამოფენაზე, ისევე მთელი წლის მანძილზე სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებსა თუ გამოფენებზე ქართული ღვინოები მუდმივად იღებენ უმაღლეს შეფასებებსა და ჯილდოებს. ეს არის ქართულის ღვინის აღიარება როგორც ღვინის მოყვარულებისა და დამფასებლების, ისე პროფესიონალების მხრიდან და პირდაპირკავშირშია ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდასა და პოპულარიზაციასთან, და შესაბამისად, შემდგომში დადებით გავლენას იქონიებს ექსპორტის ზრდაზე.“-აცხადენებენ ღვინის ეროვნული სააგნტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში.

2016 წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოდან პოლონეთში ექსპორტირებულია 1,81 მლნ ბოთლზე მეტი ღვინო, რაც 44%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს

როგორც ექსპერტები განმარტავენ, მსგავს გამოფენებზე ქართული ღვინის წარდგენა ხელს უწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და ცნობადობის ამაღლებას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ბაზარებზე.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავებული მარკეტინგული სტრატეგიის მიხედვით, ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრის დივერსიფიკაციის  პროცესში ჩინეთს ერთ-ერთი წამყვანი როლი ეკისრება. ზოგადად, ჩინეთი მსოფლიოში ღვინის ყველაზე მზარდი ბაზარია. როგორც ჩანს აღნიშნული მარკეტინგული სტრატეგია და ხედვა საკაოდ კარგად მუშაობს და ეს ყველაფერი წარმატების მომტანია ქართული ღვინის კომპანიებისთვის. აღსანიშნავია ის,რომ უახლოეს მომავალში „ბადაგონი” ჩინეთში ექსპორტზე 5 მილიონ ბოთლ ღვინოს გაიტანს. ქართული ღვინის ისტორიაში პირველად, ჩინეთის ბაზარზე “ბადაგონის“ 5 მილიონი ბოთლი ღვინის რეალიზაცია განხორციელდება , – შესაბამისი მემორანდუმი, კომპანიასა და ჩინურ კორპორაციას – Wenzhou Bydoway Import & Export Co-ს შორის დღეს, სოფელ ხოდაშენში, “ბადაგონის” ღვინის ქარხანაში გაფორმდა.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, მთავარი, რაც კომპანიას, ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო დანადგარებსა და ტექნიკურ დონესთან ერთად გამოარჩევს, არის ის, რომ “ბადაგონში” ყველაზე კარგად არის შერწყმული ქართული მეღვინეობის, ქართული ღვინის წარმოების საუკეთესო ტრადიციები და თანამედროვე ტექნოლოგიები.

“სწორედ ამ სინერგიის ხარჯზეა შესაძლებელი ქართული ღვინის წარმატება და იმ ნიშაში დამკვიდრება, რომელიც ჩვენს ღვინოს ნამდვილად სამართლიანად ეკუთვნის და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პრემიუმ ნიშა. ქართული ღვინო არ არის მხოლოდ ფართო მოხმარების საგანი და ის აუცილებლად უნდა იყოს პრემიუმ ნიშაში, იქიდან გამომდინარეც, რომ საქართველო არის მეღვინეობის აკვანი, ასეა ცნობილი და ესეც ნამდვილად სამართლიანია. ქართული ქვევრი გახლავთ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნიმუში და ეს აღიარებულია “იუნესკოს” მიერ, რაც ძალიან დიდი მიღწევაა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სამინისტროს ინფორმაციით, ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი (24 914 877), უკრაინა (5 179 454), ჩინეთი (4 886 145ბოთლი), ყაზახეთი (3 227 639) და პოლონეთი (2 123 500).

რაც შეეხება ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის  გაზრდილ  მაჩვენებელს, ამ ფაქტს ღვინის ეროვნული სააგენტო დადებითად აფასებს და ამბობს, რომ  ჩინეთის ბაზარი, ისევე როგორც მთლიანად აზიის ბაზარი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ექსპორტისთვის. ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტის ასეთი მატება განაპირობა სააგენტოს მიერ განხორციელებულმა აქტიურმა ღონისძიებებმა. კერძოდ, 2015 წელს პეკინში გაიხსნა ქართული ღვინის პოპულარიზაციის ცენტრი, რომლის ორგანიზებითაც ტარდება საგანმანათლებლო სემინარები ქართული ღვინის კულტურის შესახებ, ეწყობა დეგუსტაციები და სხვა მნიშვნელოვანი აქტივობები.

„ჩინეთი შერჩეულია როგორც ქართული ღვინის საექსპორტო სტრატეგიული ბაზარი.  მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებულია 4 886 145 ბოთლი,  რაც  128%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ქართული ღვინო წარმოდგენილი იყო ჩინეთში გამართულ ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენაზე, ჩინელი ღვინის პროფესიონალების, მედიისა და მოყვარულებისთვის საქართველოში ეწყობა ღვინის ტურები, ჩინურ მედიაში იბეჭდება ქართული ღვინის შესახებ საპრომოციო სტატიები, მზადდება სპეციალური სიუჟეტები, ქართული ღვინის აქტიური რეკლამირება ხდება ადგილობრივი სოციალური ქსელების მეშვეობითაც.ღვინის ეროვნული სააგენტო გააგრძელებს მომავალშიც მარკეტინგულ ღონისძიებებს ჩინეთში, რაც იძლევა იმის წინაპირობას, რომ ამ ქვეყანაში ქართული ღვინის გაყიდვები კიდევ უფრო გაიზრდება.“- განმარტავენ ღვინის ეროვნული სააგნტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში.

მათივე თქმით, ეს ფაქტი დადებითდ აისახება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. ნებისმიერი ქართული პროდუქციის ექსპორტის, მათ შორის, ღვინის ექსპორტის ზრდა, პირდაპირ უკავშირდება მეღვინეობა-მევენახეობის ინდუსტრიის განვითარებას და დარგის გაძლიერებას, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის, ქართული სოფლის განვითარებისა და ადამიანების დასაქმებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს რუსეთი კვალვ რჩება ნომერ პირველ ექსპორტიორ ქვეყნად, მისი ალტერნატივაც არსებობს სხვადასხვა ქვეყნების სახით. ქართულ ღვინოს ადეკვატური მარკეტინგული ღონისძიებების პირობებში კარგი შანსები აქვს, როგორც ჩინეთში ისე სხვადასხვა ქვეყანაში შეძლოს მსოფლიო ბაზრის ათვისება და ქართული ღვინის პოპულარიზაცია.

მარიამ ლეკიაშვილი

 

fb-share-icon
Tweet
Share2Tweet1

ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025
“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები

“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე

11/01/2025
2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025
EBRD-ის მონაცემებით, საქართველომ წელს დაახლოებით 7%-იანი ეკონომიკური ზრდა დააფიქსირა – ვაკო თურნავა
ანალიტიკა

EBRD-ის მონაცემებით, საქართველომ წელს დაახლოებით 7%-იანი ეკონომიკური ზრდა დააფიქსირა – ვაკო თურნავა

09/29/2025
ქორწინების ბეჭედი 33%-ით, საავადმყოფოს მომსახურება კი 22%-ით გაძვირდა | 3%-ით გაიაფდა მიცვალებულის სასახლის დამზადება
ანალიტიკა

ქორწინების ბეჭედი 33%-ით, საავადმყოფოს მომსახურება კი 22%-ით გაძვირდა | 3%-ით გაიაფდა მიცვალებულის სასახლის დამზადება

03/19/2025
პოლიტიკოსების პასუხისმგებლობა ძალიან დიდია, სამწუხაროა, რომ ისინი სწირავენ ადამიანებს, მათ შორის ახალგაზრდებს ძალიან მძიმე სასჯელისთვის, ყველას მინდა შევახსენო, რა პასუხისმგებლობა შეიძლება იყოს დაკავშირებული კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობასთან – კობახიძე
ახალი ამბები

კობახიძე ლარზე: მოკლევადიანი რყევები ნორმალურია, ეს არის დროებითი მოვლენა

12/03/2024

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025
  • „ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა 12/02/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In