• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, December 5, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

როგორ განვასხვაოთ სათაურით პასუხისმგებლიანი მედია ბულვარული პრესისგან?! – ნატა ძველიშვილი

9 years ago
კატეგორია: ექსკლუზივი, საზოგადოება
A A
როგორ განვასხვაოთ სათაურით პასუხისმგებლიანი მედია ბულვარული პრესისგან?! –  ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი ნატა ძველიშვილი
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ჟურნალისტს, რომელიც მედიაპროდუქტს ამზადებს, კარგად ესმის რამდენად მნიშვნელოვანია სათაურის სწორად შერჩევა. პასუხისმგებლიანი მედია ცდილობს, რომ მის მიერ შერჩეული სათაური შესაბამისობაში იყოს მთლიან ტექსტთან. მედიაბაზარზე  განსხვავებული მიდგომაც გვხდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ონლაინმედიასა და ბულვარულ პრესას, ისინი სენსაციური სათაურების შერჩევის ტენდენციით გამოირჩევიან.  კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც ეთიკური სტანდარტების დარღვევას უკავშირდება, არის დისკრიმინაციის წამახალისებელი ფრაზების სათაურად გამოტანა. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე–7 პრინციპის თანახმად,  „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად.“ შესაბამისად, მედია, რომელიც ამგვარი ტიპის გადაცდომებით ხასიათდება, არღვევს ეთიკის სტანდარტებს. როგორი უნდა იყოს მედიასათაური და რა უნდა გაითვალისწინოს პასუხისმგებლიანმა მედიამ მათი არჩევის დროს, „თბილისი თაიმსთან“ ინტერვიუში დეტალურად ისაუბრებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი ნატა ძველიშვილი.

უპირველესყოვლისა, მინდა ვისაუბრო მედიასათაურებზე. რა ფუნქცია აქვს მას და თუ არსებობს ზოგადი რეკომენდაციები რა უნდა გავითვალისწინონ ჟურნალისტებმა სათაურების შერჩევის პროცესში?

– თანამედროვე სამყაროში ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების სისწრაფე დაჩქარებულია და სათაურმაც განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. ბოლო დროს შეიმჩნევა ტენდენცია, რომ მომხმარებლები მხოლოდ სათაურს კითხულობენ,არის შემთხვევები, როდესაც ინფორმაციას აზრიარებენ, ისე, რომ მთლიან ტექსტს არ ეცნობიან, შესაბამისად მკითხველს ზოგჯერ დასკვნები მხოლოდ სათაურიდან გამომდინარე გამოაქვს.ინფორმაციის მიმღები მედიას სთხოვს, შეარჩიოს ისეთი სათაურები, რომლებიც ერთი მხრივ დააინტერესებს(გადაიყვანს სოციალური ქსელიდან, ან რომელიმე პლატფორმიდან მედიის ვებ–საიტზე) ხოლო მეორე მხრივ – აქვს მოლოდინი, რომ ის იქნება ადეკვატური და სტატიის მთლიან შინაარსის შესაბამისი. პასუხისმგებლიანი მედია მუდმივად ზრუნავს, რომ ადრესატი არ დატოვოს იმედგაცრუებული. ეთიკურ სტანდარტებზე საუბრისას სათაური ისევე მოიაზრება ტექსტის ნაწილად, როგორც სხვა კომპონენტები და რედაქციას პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ინფორმაციაზე, რომელიც სათაურშია მითითებული.

მაინტერესებს არსებობს თუ არა კვლევა მედიასათაურების წარმოებასთან დაკავშირებით, როგორი ტენდენცია ვლინდება ზოგადად სათაურების შერჩევისას და ვის ეკისრება ვალდებულება მათს სწორად შერჩევაში?

– სამწუხაროდ, არ მსმენია, მსგავსი კვლევის შესახებ. სავარაუდოდ, ჩვენს ქვეყანაში სათაურების წარმოებასთან დაკავშირებული კვლევა არც ჩატარებულა. როდესაც ეთიკის ქარტია ატარებს მედიამონიტორინგს ერთად განვიხილავთ ტექსტსა და სათაურს, მხოლოდ სათაურებზე მონიტორინგი არ ჩატარებულა.

ყვითელი სათაურების მოძიება სხვადასხვა პორტალზე ძალიან მარტივია. როგორ ფიქრობთ, მსგავსი სათაურები არის თუ არა მანიშნებელი, რომ სააგენტო ცდილობს სკანდალით შეინარჩუნოს რეიტინგი და როგორ აღიქვამს საზოგადოება ამ ტიპის სათაურებს?

– მკითხველის მისაზიდად ონლაინ მედიამ სენსაციებისა და ყვითელი მასალების გავრცელების მარტივი გზა იპოვა, სათაურებად იყენებს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სხვადასხვა პირთა სტატუსებს. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ხერხს სხვა ეთიკურ დილემებთან მივყავართ, მაგალითად: საზოგადოების მიმართ პატივისცემის გამოჩენა და ინფორმაციის გადამოწმების აუცილებლობა, საინფორმაციო ღირებულების მნიშვნელობა და ა.შ. სტატუსების გამოყენების დროს კიდევ ერთი პრობლემა იკვეთება ისინი სათაურებში კონტექსტიდან ამოგლეჯილია და არსებითად ცვლის შინაარსს. შესაბამისად, ისინი  უკვე აღარ ემთხვევა ერთმანეთს.

„გადადით ლინკზე და შოკში ჩავარდებით“– ამ ტიპის ტენდენციაზე ბევრს საუბრობენ. ამგვარი სათაური სწორედ გათვლილია, რომ მკითხველი საკუთარ ვებ–გვერდზე გადაიყვანოს და „ვიზიტორების“ რაოდენობა გაზარდოს. ჩემთვის გაუგებარია წინასწარ რატომ განიმსაზღვრავს მედია როგორი განცდა დამეუფლება კონკრეტული ინფორმაციის მიღების შედეგად. ცხადია, ამ ტიპის მედიას თავად არ აქვს პრეტენზია სოლიდურობასა და ეთიკურ სტანდარტებზე.

გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოების განწყობა არ შემისწავლია, გამიჭირდება, გიპასუხოთ როგორ აღიქვამს აუდიტორია ამგვარ სათაურებს.

მაშინ, როდესაც „კიჩურ“ სათაურებზე საზოგადოება ბევრს ხალისობს, თითქოს, შეუმჩნეველი რჩება, რამდენად მწვავე პრობლემას წარმოადგენს ზოგადად სათაურები მედიაში. ხშირად ისინი არის სუიციდის მაპროვოცირებელი ან ჰომოფობიის წამახალისებელია, რა პასუხისმგებლობა ეკისრება მედიის წარმომადგენელს საზოგადოებაში არსებული სტიგმისა და დისკრიმინაციის ხელშეწყობაში?

– მნიშვნელობა არ აქვს ეთიკური ნორმები როგორ ირღვევა, ტექსტით, სათაურით თუ დართული ფოტოთი. ქარტიას აქვს სტანდარტი, რომელიც გულისხმობს, რომ რედაქციის მიერ ნებისმიერი ფორმით გავრცელებულ ინფორმაციაზე თანაბრად

ვრცელდება ეთიკური პრინციპების დაცვის ვალდებულება. როდესაც მედიის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ვრცედდება რომელიმე ადამიანის ან ჯგუფის მიმართ დისკრიმინაციის შემცველი ინფორმაცია, შეიძლება იქნეს განხილული, როგორც ჟურნალისტური პროდუქტი და მედია ამაზე პასუხისმგებლობას იღებს.

სათაური არის ტექსტის განუყოფელი ნაწილია. მაგალითად თუ პარლამენტის რომელიმე წევრი თავის განცხადებაში  ქსენოფობიურ გამონათქვამს იყენებს, შემდეგ მედია სათაურში ამ ფრაზას გამოიტანს და არ იტყვის, რომ ეს არის ქსენოფობია, ხელს შეუწყობს მის ტირაჟირებას. შესაძლოა  სათაური იმდენად გაზიარდეს, რომ არავინ წაიკითხოს ტექსტი, რომელშიც მედია ემიჯნება ამ მოსაზრებას. შესაბამისად, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის რეკომენდაციაა,  სათაურშივე აღნიშნო, რომ ეს არის ქსენოფობიური გამონათქვამი.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში განიხილება მედიაში არსებული დარღვევები, თუ შეგიძლიათ მითხრათ, რამდენად ხშირად შემოდის ქარტიის ოფისში საჩივარი მედიასათაურებთან დაკავშირებით? რა მექანიზმით ხდება შემდგომ საჩივრის დაკმაყოფილება?

– თუ სათაურშია გატანილი, რომ კონკრეტულ პირს ლამაზი შუბა აცვია და მიგვაჩნია, რომ ეს ხარისხიანი მედიაპროდუქტისთვის შეუფერებელია, არ ნიშნავს იმას, რომ ეთიკურ სტანდარტებს არღვევს, მაგრამ თუ მედია დისკრიმინაცის წახალისებას ან არაზუსტ ინფორმაციას ავრცელებს, მაშინ დარღვევა დადგინდება. ცალკე სათაურის გამო კი არ დადასტურდება დარღვევა, არამედ ტექსტიც ამგვარი იქნება, ვინაიდან ეს ორი ერთმანეთთან დაკავშირებულია. სათაური ტექსტის ნაწილია, თუმცა თუ ძირითად ტექსტში შინაარსი არადისკრიმინაციულია და ეთიკურ სტანდარტებთან წინააღმდეგობაშია მხოლოდ სათაური, მაინც დადგინდება დარღვევა. რაც შეეხება, საჩივარს, ეთიკის ქარტიაში მხოლოდ სათაურთან დაკავშირებული შემთხვევა  ჯერ არ შემოსულა.

ნანუკა მაღლაკელიძე

fb-share-icon
Tweet
ShareTweet

ახალი ამბები

BBC – საქართველოში მომიტინგეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს
ახალი ამბები

BBC – საქართველოში მომიტინგეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს

12/02/2025
სურსათის ეროვნული სააგენტო თევზის საწარმოებს ამოწმებს – რა დარღვევებია გამოვლენილი
ახალი ამბები

სურსათის ეროვნული სააგენტო თევზის საწარმოებს ამოწმებს – რა დარღვევებია გამოვლენილი

11/21/2025
“ნუ მაქცევთ მკვლელად, თქვენ ხედავთ 35-37კგ, ძაძებით შემოსილ ქალს, რომელიც უსუსურის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ ცდებით” – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

“ნუ მაქცევთ მკვლელად, თქვენ ხედავთ 35-37კგ, ძაძებით შემოსილ ქალს, რომელიც უსუსურის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ ცდებით” – მოკლული მასწავლებლის დედა

11/18/2025
ზურაბ ზვიადაურს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების საქმეზე საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – მკვლელობის საქმეზე კი მის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ
ახალი ამბები

ზურაბ ზვიადაურს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების საქმეზე საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – მკვლელობის საქმეზე კი მის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ

11/16/2025
„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გივი წულეისკირი დააკავეს
ახალი ამბები

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გივი წულეისკირი დააკავეს

11/10/2025
საქმეში პოლიცია ჩაერთო – გართობა თუ დანაშაული?! ვინ არის კაცი, რომლის საჯარო ვიდეოებში მშობლის თანხმობის გარეშე ასობით ბავშვი მოხვდა
ახალი ამბები

საქმეში პოლიცია ჩაერთო – გართობა თუ დანაშაული?! ვინ არის კაცი, რომლის საჯარო ვიდეოებში მშობლის თანხმობის გარეშე ასობით ბავშვი მოხვდა

11/01/2025

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025
  • „ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა 12/02/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In