ბორჯომში პოლიციელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
არსებული ინფორმაციით, 35 წლამდე მამაკაცი, ზ.ლ-მ პოლიციაში წლების განმავლობაში მუშაობდა.
დაუზუსტებელი ცნობით, მან თავი საკუთარი ცეცხლსასროლი იარაღით მოიკლა.
აღნიშნული ფაქტი შსს-ში დაადასტურეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.