• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 1, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რა პერსპექტივები აქვს ქართულ თაფლს ევროპის ბაზარზე?!

10 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
თაფლის ლაბორატორიული კვლევა  ევროპული სტანდარტების მიხედვით მიმდინარეობს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ევროკავშირმა დაასრულა ყველა ფორმალური პროცედურა და საქართველო შეიყვანა მესამე ქვეყნების ჩამონათვალში, საიდანაც ევროკავშირის ტერიტორიაზე თაფლის იმპორტი დაშვებულია.

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

„თბილისი თაიმსი“ დაინტერესდა რამდენად მნიშვნელოვანია ქართული თაფლი და რეალურად რა პერსპექტივები აქვს ევროკავშირის ბაზარზე.

ქართული თაფლის მნშვნელობასა და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებზე დღეს არავინ დაობს. ქართული თაფლი შეიცავს უამრავ ისეთ ვიტამინს, რომლებიც კარგია ადამინის ორგანიზმისთვის.  იგი შეიცავს სამასამდე სასარგებლო ნივთიერებას მათ შორის: შაქრებს, ვიტამინებს, მინერალებს, ფერმენტებს, ორგანულ მჟავებს, აზოტოვან ნაერთებსა და ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს. თაფლს სამკურნალო თვისებებიც აქვს: სპობს მავნე ბაქტერიებს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, აჩქარებს ქსოვილთა რეგენერაციას და ამავე დროს ანთების საწინააღმდეგო და მატონიზებელი მოქმედებითაც გამოირჩევა. ოფიციალური ინფორმაციით, ევროკავშირის ბაზარზე ყოველწლიურად თაფლზე მოთხოვნა 6%-ით იზრდება. ევროპელი მომხმარებელი თაფლს ძირითადად ბუნებრივ დამატკბობელად ხმარობს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად საქართველო წელიწადში დაახლოებით 4000 ტონა თაფლს აწარმოებს. ბოლო 4 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი – 17 ტონა თაფლი (116 700 აშშ დოლარის ღირებულების) ექსპორტზე 2013 წელს გავიდა. გასულ წელს მეფუტკრეებმა ქვეყნის ფარგლებს გარეთ 5,4 ტონა ( 54 200 აშშ დოლარის ღირებულების) თაფლი გაიტანეს. ქართული თფლის გატანა ხდება ესტონეთში, შუა აზიის ქვეყნებში, აზერბაიჯანში.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, ბიზნესოპერატორი ვალდებულია, ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული სტანდარტებით თაფლი აწარმოოს და ბაზარზეც დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად განათავსოს. შესაბამისად, თაფლის მწარმოებლებს საშუალება აქვთ შესაბამისი სტანდარეტების დაცვის შემთხვევაში საკუთარი პროდუქცია ევროპის ბაზარზე განათავსონ.

„თბილისი თაიმსი“  სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ესაუბრა იმ ფაქტორებისა და მოთხოვნების შესახებ, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველო. მათი განმარტებით, თაფლის მწარმოებლებმა უნდა დააკმაყოფილონ პირველადი მოთხოვნები. უნდა დაიცვან ჰიგიენური ნორმები: შენობები და ტერიტორია უნდა შეარჩიონ ცხოველთა სადგომების, ნაგავსაყრელების, გუბურებისა და სხვა დაბინძურებული ადგილებისგან მოშორებით;  სკა, ჭურჭელი, ყუთი, სადისტრიბუციო და სხვა გადასაზიდი საშუალებები და მოწყობილობები შეინახონ სუფთად;  გამოიყენონ სასმელი წყალი, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;  საწარმო ნარჩენები გაიტანონ რეგულარულად; გააკონტროლონ ფუტკრის დაავადებები, გამოყენებული ვეტერინარული პრეპარატები, დაიცვან ლოდინის დაყოვნების პერიოდი.

მათი თქმით, მეფუტკრე ფერმერი ვალდებულია დარეგისტრირდეს ბიზნესოპერატორად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეეტრში; და აწარმოოს და ბაზარზე განათავსოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ეტიკეტირებული ნატურალური თაფლი.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირისგან ნებართვა მიიღო საქართველომ, განახორციელოს თაფლის ექსპორტი, მეორე საკითხია რამდენად მზადაა ჩვენი ქვეყანა  მაღალი ხარისხის თაფლის საწარმოებლად და რამდენად გვაქვს ამისთვის საკმარისი რესურსი.

„თბილისი თაიმსი“ ესაუბრა მეფუტკრეთა გილდიის თავმჯდომარე გიორგი კეპაშვილს. მისი თქმით, საქართველო არ არის მზად გაიტანოს თაფლი ევროკავშირის ბაზარზე. რადგან  დღეს მოუწესრიგებელი რჩება, პირველადი წარმოების კონტროლი, რომელიც უზრუნველყოფს ნედლეულის წარმოებას ევროსტანდარტების შესაბამისად.

„იმისათვის, რომ ქართულმა თაფლმა გადალახოს საზღვარი და დააკმაყოფილოს მოთხოვნები საჭიროა სოფლის მეურნეობასთან არსებულმა ლაბორატორიამ, შეასრულოს სრულყოფილი, კვალიფიციური კვლევები და ამის  საფუძველზე გასცეს სერტიფიკატი. არის კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ეხება პროდუქტის გადამუშავებას და სასაქონლო სახის მიცემას. ამისთვის სპეციალური საწარმოებია საჭირო,  რომლის საშუალებაც არაა საქართველოში“ – აცხადებს კეპაშვილი.

გილდიის თავმჯდომარე საუბრობს იმ მნიშვნელოვან კომპონენტებზე, რომლებიც აუცილებელია მაღალი ხარისხის თფლის საწარმოებლად.

„ვფიქრობ, ყველა ჩვენგანისთვის ეს ფაქტი მნიშვნელოვანია. თუმცა, მეორეა რამდენად მზადაა ქართული მეფუტკრეობა აწარმოოს მაღალი სტანდარტის თაფლი. აქ საჭიროა ისეთი კომპანიები, რომლებსაც აქვთ ტექნიკური; ინტელექტუალური და  ფინანსური საშუალება, რომ განახორციელონ თაფლის გარკვეული რაოდენობის გადამუშავება და  ექსპორტის განხორციელება.  ბრენდის სახით, რომ მოხდეს ქართული თფლის გატანა საჭიროა ძალიან დიდი შრომა. მე ვფიქრობ, რომ საქართველოში არ არის ისეთი მეფუტკრე, რომელიც შეძლებს ამ ყველაფრის დაკმაყოფილებას. ამიტომ ექსპორტის განხორციელება დღეს  შორეულ პერსპექტივად მიმაჩნია, “- აცხადებს გიორგი კეპაშვილი.

იგი სახელმწიფოს მხირდან მეტ ჩართულობასა და მხარდაჭერაზეც საუბრობს. იმისათვის რომ ქართველმა მეფუტკრეებმა შეძლონ ევროკავშირის სტანდარტების  მოთხოვნის შესაბამისი თაფლის წარმოება, აუცილებელია  მეფუტკრეობის კიდევ უფრო განვითრება და განათლების დონის ამაღლება.

ექსპერტთა ნაწილი თფლის ექსპორტის ხელისშემშლელ ფაქტორებად მის მაღლ ფასაც ასახელებენ და ასევე მიანიშნებენ  თაფლის გატანის ერთ-ერთ აუცილებელი პირობაზე- თფლის ერთგვაროვნებაზე. აღნიშნავენ, რომ ყველაზე მინიმალური გასატანი რაოდენობა უნდა იყოს ოცი ტონა.

მართალია, ევროკავშირმა  შეისწავლა გარემო და მიიჩნია, რომ დასაშვებია  ქართული თაფლის ექსპორტის განხორციელება მათ ბაზარზე. თუმცა, გაურკვეველია ქართველი მეფუტკრეები შეძლებენ თუ არა დააკმაყოფილონ ყველა ის ძირითდი მოთხოვნა და აწარმოონ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული სტანდარტებით თაფლი. ნებართვა გაცემულია და ისღა დაგვრჩნია,  დაველოდოთ შეძლებენ თუ არა მეფუტკრეები, საკუთარი პროდუქცია ევროპის ბაზარზე განათავსონ.

მარიამ ლეკიაშვილი

 

ShareTweet

ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს
ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს

09/14/2026
კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
ახალი ამბები

კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

09/14/2026
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025

საინტერესო

ცესკო: საქართველოში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 537 249-ს შეადგენს

13 years ago

“ნათია მეზვრიშვილს ე.წ. ნარუშილოვკა არც თანამდებობაზე ყოფნისას და არც მანამდე არ ჰქონია”

11 years ago
“მსოფლიოს რომ სათანადო პასუხი გაეცა ყირიმის ანექსიაზე, დღეს ამ მდგომარეობაში არ ვიქნებოდით” – ჩავუშოღლუ  

“მსოფლიოს რომ სათანადო პასუხი გაეცა ყირიმის ანექსიაზე, დღეს ამ მდგომარეობაში არ ვიქნებოდით” – ჩავუშოღლუ  

5 years ago

მიმდინარე წლის 1 იანრვის მდგომარეობით საქართველოში 4 483.8 ათასი ადამიანი ცხოვრობს

13 years ago

ახალი ამბები

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე: “აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი, ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ოკუპირებულ რეგიონებში მოაწესრიგებს – შეხვედრა იმედს ტოვებს.“
ახალი ამბები

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე: “აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი, ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ოკუპირებულ რეგიონებში მოაწესრიგებს – შეხვედრა იმედს ტოვებს.“

10/01/2026

საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია. სტუმრები უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა...

მეტის ნახვაDetails
საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია

საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია

09/30/2026
როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე: “აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი, ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ოკუპირებულ რეგიონებში მოაწესრიგებს – შეხვედრა იმედს ტოვებს.“ 10/01/2026
  • საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია 09/30/2026
  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by