• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, May 16, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„ვეტერინარის მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი ცხოველი ბავშვისთვის არ არის საშიში“ – ვახტანგ მამალაძე

9 years ago
in რჩევები, საზოგადოება
A A
„ვეტერინარის მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი ცხოველი ბავშვისთვის არ  არის საშიში“ – ვახტანგ მამალაძე
21
SHARES
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

 

შინაურ ცხოველებთან დაკავშირებით უამრავ კვლევებს გადააწყდებით. მაგალითად, ვისაც შინაური ცხოველი ჰყავს, უფრო ბედნიერი და ჯანმრთელია ან ცხოველებს აქვთ შესაძლებლობა თქვენს ჯანმრთელობაზე გავლენა მოახდინონ.  ასევე – სიყვარული და სითბო, რომელსაც გასცემ ოთხფეხა მეგობრის მიმართ, ორმაგად გიბრუნდება უკან, ეს კი ამცირებს სტრესს, დეპრესიასა და ბრაზს… არ აქვს მნიშვნელობა თქვენ რატომ გადაწყვიტეთ (ან გსურთ) შინაური ცხოველის სახლში მოყვანა, ნებისმიერ შემთხვევაში მათი მოვლა ნამდვილად საპასუხისმგებლოა.

პასუხისმგებლობასთან ერთად კიდევ ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი. ოთხფეხა მეგობართან ერთად ცხოვრებას თან ახლავს გარკვეული სირთულეები.

რა უნდა ვიცოდეთ, თუ შინაური ცხოველის სახლში მოყვანა გადავწყვიტეთ, როგორ უნდა მოვუაროთ შინაურ ცხოველს, რა სიფრთხილე გვმართებს მათთან კონტაქტისას? ამ და სხვა საკითხებზე „თბილისი თაიმსს“ ვეტერინარი და სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოების თავმჯდომარე ვახტანგ მამალაძე ესაუბრა.

რა უნდა ვიცოდეთ, თუ შინაური ცხოველის სახლში მოყვანა გადავწყვიტეთ?

– ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა ცხოველის სახლში მოყვანა, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა,  ყველა ოჯახის წევრებმა თანხმობა უნდა თქვას. ასევე უნდა ვიცოდეთ ვინმე ხომ არ არის ალერგიული ან ცხოველის შიში ხომ არ აქვს.

რამდენად უსაფრთხოა ოჯახში შინაური ცხოველი? რამდენად უსაფრთხოა შინაური ცხოველის ბეწვი ბავშვისთვის?

– იმისათვის, რომ ცხოველი ვიყოლიოთ ოჯახში, საჭიროა ვეტერინარი ექიმის კონსულტაცია, პროფილაქტიკური ღონისძიება დეჰელმინტიზაცია ( ჭიაზე დამუშავება), ვაქცინაცია, ცოფის საწინააღმდეგო აცრები, ასევე კომპლექსური ვაქცინაცია. სწორედ ვაქცინირებული და დეჰელმინტიზირებული  ცხოველი ( და ცხოველის ბეწვი) არ  წარმოადგენს საფრთხეს. ვეტერინარის მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი ცხოველი ბავშვისთვის არ  არის საშიში.

რამდენად მიზანშეწონილია შინაური ცხოველისა და ადამიანის ერთ საწოლში ძილი?

– დიახ, ეს საკმაოდ  ხშირი პრობლემაა. მოგეხსენებათ ჰიგიენური თვალსაზრისით ეს არ არის მიზანშეწონილი, მითუმეტეს – ბავშვებისთვის. ამიტომ, უკეთესი იქნება ჩვენს ოთხფეხა მეგობარს შევუქმნათ სათანადო პირობები – რბილი საწოლი, რომ თავი კომფორტულად იგრძნოს და არ ჩაგიწვეთ ლოგინში.

როგორია შინაური ცხოველის იმუნიტეტი ცივი ზამთრის დროს? რა იწვევს ცხოველებში ვირუსს ან იმუნური სისტემის დაქვეითებას?

-სწორი კვება და კარგი მოვლა ჯანმრთელობის საწინდარია. თუ ცხოველს ვაწვდით სრულყოფილ და ხარისხიან რაციონს, მისი იმუნური სისტემა ჯანმრთელი იქნება.  ბუნებრივია – ვიტამინები, სეირნობა და სუფთა ჰაერი. ასევე საჭიროა დროული აცრები.  მინდა შეგახსენოთ, რომ სტრესი ცხოველებში აქვეითებს იმუნურ სისტემას და რეზისტენტობა ორგანიზმის ქვეითდება. ამიტომ, შევეცადოთ ცხოველს არ მივაყენოთ სტრესი და გავუფრთხილდეთ მის ჯანმრთელობას.

როდესაც ჩვენი შინაური ცხოველი ავად ხდება, მას წამლებს უნიშნავენ. როგორ ვაიძულოთ ჩვენი ოთხფეხა მეგობარი, რომ  გადაყლაპოს  წამალი?

– დიახ, ამ შეკითხვას ხშირად გვისვამენ პაციენტის პატრონები. ჩვენს პაციენტებს არ მოსწონთ აბების გადაყლაპვა. ამიტომ, პატრონმა პირის ღრუში ღრმად უნდა ჩაუდოს აბები და შემდეგ კისერზე გარედან მასირებით გავაყოლოთ ხელი, რომ ჩაყლაპოს ის.

რა დაავადებები შეიძლება გადასდოს ადამიანს შინაურმა ცხოველმა და რა სიფრთხილე გვმართებს მათთან კონტაქტისას?

– ალბათ, თქვენ კომპანიონ ცხოველს გულისხმობთ, ძაღლს და კატას. მოგეხსენებათ, თუ ვეტერინარის გარეშე მოიყვანთ სახლში, ეს დიდი რისკია, რადგან დაავადებული ცხოველი მრავალი დაავადების გადამტანია. მათ შორის, ყველაზე საშიშ დაავადებად მაინც გამოვყოფ  ცოფს. ცოფი ანთროპოზოონოზური დაავადებაა, რომელიც ვრცელდება დაკბენით ან დადორბვლით. ცოფის აღმძვრელი არის ნეიროტროპული ვირუსი, რომელიც ადამიანში ლეტალურ დასასრულს იწვევს (ადამიანისთვის სასიკვდილოა). სწორედ ამიტომ, მსგავსი შემთხვევის დროს, თუ ადგილი ჰქონდა დაკბენას ან დადორვბლას, ჭრილობის არსებობის შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმ – რაბიოლოგს, რომ მოხდეს დროული პრევენცია, ვაქცინაცია და ა. შ. ცხოველი კი ვეტერინარის მეთვალყურების ქვეშ უნდა იყოს საკარანტინო იზოლატორში.

ასევე მინდა შეგახსენოთ, ვაქცინირებული  ცხოველი ჯანმრთელია და მისი დაავადების ალბათობა მინიმალურია.

როგორ უნდა მოვუაროთ შინაურ ცხოველს, თქვენი რეკომენდაცია…

– ოთხფეხა მეგობარი ოჯახში  დიდი სიხარულია. მას დადებით ენერგეტიკა შემოაქვს და თქვენ წარმოიდგინეთ ოჯახის წევრებიც  პოზიტიურად იქცევიან. ოჯახის ახალ წევრს  სჭირდება თბილი და ალერსიანი მოპყრობა , სწორი კვება , ჰიგიენა – თბილ პერიოდში თვეში ერთხელ დაბანა , ცივში – სამთვეში ერთხელ,  დავარცხნა დღეში ერთხელ. ასევე : დროული პროფილაქტიკური ვიზიტი ვეტერინართან, პროფილაქტიკური ღონისძიება,  ვიტამინები, სეირნობა დღეში მინიმუმ ორი საათი და ა. შ.

ასევე მინდა გითხრათ, თუ ცხოველის ყოლას გადაწყვეტთ, გირჩევთ აიყვანოთ თავშესაფრიდან ან ქუჩიდან. ბუნებრივია, ვეტერინარული კონტროლის შემდეგ.  დამერწმუნეთ, თქვენ საკმაოდ კეთილშობილურ ნაბიჯს გადადგამთ, გააბედნიერებთ კიდევ ერთ სულიერ არსებას, რომელიც მთელი ცხოვრება ერთგულებასა და სიყვარულში შემოგწირავთ თავს.

ნინო მაზიაშვილი

 

Share8Tweet5

ახალი ამბები

ტელევიზორი სახლის კინოთეატრის მოსაწყობად
ახალი ამბები

ტელევიზორი სახლის კინოთეატრის მოსაწყობად

05/05/2026
5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
მწვადის ეს ნაწილი არასდროს მიირთვათ და სხვასაც აუკრძალეთ – გიორგი ღოღობერიძის სასარგებლო რჩევა
ახალი ამბები

მწვადის ეს ნაწილი არასდროს მიირთვათ და სხვასაც აუკრძალეთ – გიორგი ღოღობერიძის სასარგებლო რჩევა

03/06/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026

საინტერესო

მიხეილ სააკაშვილის ზვიად გამსახურდიასთან შედარება იგივეა, რომ პაციფისტის საფლავზე ტანკის ძეგლი დადგა  – გიორგი გამსახურდია

მიხეილ სააკაშვილის ზვიად გამსახურდიასთან შედარება იგივეა, რომ პაციფისტის საფლავზე ტანკის ძეგლი დადგა – გიორგი გამსახურდია

5 years ago

წყნეთი-ბეთანიის გზაზე ავტომობილების გადაადგილება შეზღუდულია

11 years ago
ევროკავშირის განცხადება ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის წინ

ევროკავშირის განცხადება ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის წინ

12 years ago
მაისში საქართველოს საფრანგეთის პრეზიდენტი ეწვევა

მაისში საქართველოს საფრანგეთის პრეზიდენტი ეწვევა

12 years ago

ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა
ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

05/14/2026

რუსთავი-გარდაბნის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. პაციენტს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნება და მზადდება რეანიმაციულ განყოფილებაში გადასაყვანად....

Read moreDetails
“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

05/14/2026
“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026
“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა 05/14/2026
  • “ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები 05/14/2026
  • “ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა 05/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by