დონალდ ტრამპის არჩევნებში გამარჯვებიდან ორი თვე გავიდა და ამ ორი თვის განმავლობაში, ანალიტიკოსებისა და ექსპერტების მიერ, აშშ-ს საშინაო და საგარეო პოლიტიკის მომავლის შესახებ ბევრი დაიწერა. გამოთქმულ მოსაზრებებს შორის ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს პროგნოზები რუსეთისა და აშშ-ს სამომავლო ურთიერთობებზე. ცნობილი გამოცემა „სიენენი“ აღნიშნულ თემას კიდევ ერთხელ ეხება.
ახალი წლის ღამეს ვლადიმერ პუტიმა საჯაროდ რუსეთის მოქალაქეებს და საერთაშორისო საზოგადოებას დღესასწაული მიულოცა.
„ამ ღამეს თითოეულ ჩვენგანი შეიძლება გახდეს სასწაულის თანამონაწილე, ამისთვის ჩვენ ,როგორც მშობლებმა უნდ ვემადლიერებოდეთ, ვზრუნავდეთ ჩვენს შვილებსა და ოჯახებზე, პატივს ვცემდეთ ჩვენს კოლეგებს, ვაძლიერებდეთ მეგობრულ დამოკიდებულებებს, ვიცავდეთ სიმართლეს და სამართლიანობას, ვიყოთ გულმოწყალენი,მათ მიმართ , ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება. სწორედ ეს არის მთელი საიდუმლო.“ – თქვა პრეზიდენტმა.
„მსოფლიო კეთილი და ჯენტლმენი პუტინის თვითმხილველი გახდა“ – ასე შეაფასა საერთაშორისო საზოგადოებამ პრეზიდენტის საახალწლო მილოცვა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მილოცვის ის ნაწილი,როდესაც პუტინი ხაზს უსვამს იმ ფაქტს,რომ რუსეთი არ არის მოწოდებული იმისკენ,რომ ჰყავდეს მტრები, – „ჩვენ გვჭირდება მეგობრები“, – ამბობს პრეზიდენტი.
დასავლეთში ფიქრობენ და უფრო იმედოვნებენ,რომ პუტინის ეს სიტყვები გულწრფელია და იგი აშშ-ს მომავალ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს პოტენციურ პარტნიორად თვლის.
სხვების აზრით, პუტინი აგრძელებს „ასიმეტრიულ დიპლომატიას“ და ოპონენტებს მსგავსი განცხადებებით მოდუნებისკენ უბიძგებს. ამის მაგალითია, გასული კვირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა. ბარაკ ობამამ რუსეთი არჩევნების პერიოდში კიბერთავდასხმაში დაადანაშაულა. ობამა რუსეთის მიმართ სანქციებს და სამომავლო თავდასხმების პრევენციას ითხოვს.
ყველა ფიქრობდა, რომ ამ განცხადების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი მკაცრ კომენტარს გააკეთებდა, თუმცა ყველაფერი სხვაგვარად განვითარდა. მან ამერიკელი დიპლომატების ოჯახები კრემლში დაპატიჟა დღესასწაულის აღსანიშნავად.
ჩანს, რომ პუტინი ობამას ფარულად ებრძვის, ის ცდილობს საერთაშორისო საზოგადოებისთვის პუტინი გამოჩნდეს, როგორც მეგობრული ურთიერთობის მხარდამჭერი, ობამა და მისი ადმინისტრაცია კი აგრესიული რუსეთის მიმართ.
2015 წლის სექტემბერში რუსეთმა გაგზავნა თავისი სამხედრო ნაწილები სირიში, რუსული პოლიტიკური ელიტის თქმით, ეს ქმედება სირიის დაცვით იყო განპირობებული, თუმცა მალე მსოფლიომ შეიტყო, რომ რუსეთი სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ ასადის მხარდამჭერი აღმოჩდა.
მიუხედავად ობამას გაფრთხილებებისა და სხვა დიპლომატიური შეხვედრებისა, ქალაქ ალეპოში განვითარებულ მოვლენებში დიდი წვლილი რუსეთსაც მიუძღვის. აშშ რუსეთს ადანაშაულებს ალეპოს ტრაგედიაში.
ამ დაპირისპირებების შემდგომ, ძალიან მალე აშშ-ში არჩევნები ტარდება, იმარჯვებს ტრამპი, რომელიც პირველივე განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ აშშ-ს ნომერ პირველი მტერი ტერორიზმია და მასთან ბრძოლას პუტინთან ერთად აპირებს. ტრამპი ყურადღებას არ ამახვილებს ოპოზიციასა და ასადს შორის დაპირისპირებაზე და ამბობს, რომ სირია ISIS-ის ებრძვის და აშშ-მაც რუსეთთან ერთად მხარი უნდა დაუჭიროს მას.
პუტინის პოლიტიკა რუსეთში უკვე კვალიფიცირდა ანტი-ამერიკანიზმიდან ანტი-ობამაიზმამდე. აშკარაა, რომ პუტინს ტრამპის ადმინისტრაციასთან მეგობრული ურთიერთობების დამყარება სურს, იგივე სიგნალები მოდის აშშ-დანაც. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვმა ობამას საგარეო პოლიტიკას უჭკუო უწოდა.
„ამერიკელ ხალხს ამცირებს არა საერთაშორისო ტერორიზმი, არა მტრის ჯარები, არამედ საკუთარი პრეზიდენტი, რომელიც უკიდურესად გადამწყვეტ სიტუაციებს კიდევ უფრო ართულებს და ხელს უშლის მათ მოგვარებას“ – თქვა ზახაროვმა.
30 დეკემბერს, ლონდონში რუსეთის საელჩოს ტვიტერის გვერდზე დაიწერა, რომ ობამას მიერ 35 რუსი დიპლომატის გარიცხვა ადმინისტრაციის უკანასკნელი, ბოლო „გაბრძოლება“ იყო, რისი ხილვაც, ყველასთვის, ამერიკელი ხალხის ჩათვლით სასიხარული უნდა იყოს.
საინტერესოა, ტერორიზმის გარდა, კიდევ რა საკითხების ირგვლივ გაერთიანდებიან ტრამპი და პუტინი?
ნათია კეკენაძე








