„21–დან 16 საქმეზე სრულყოფილი, სწრაფი და ობიექტური გამოძიება არ წარმართულა. ძირითადი პრობლემა ეხება გამოძიებების გაჭიანურებას. ეს ბადებს კითხვებს, რომ შესაძლოა სახელმწიფოს არ აქვს ინტერესი და ნება, რომ გამოიძოს სამართალდამცველთა დანაშაული“. საერთაშორისო ორგანიზაცია „ჰუმენ ვრაით ვოჩის“ ანგარიშის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის კოორდინატორმა ეკა ციმაკურიძემ „რუსთავი 2“–ზე, გადაცემა „კურიერის“ ეთერში ისაუბრა.
„გასულ წელს გავაანალიზეთ და შევაჯამეთ 21 საქმე, რომელიც შეეხება როგორც თბილისში, ისე სხვა რეგიონებში სამართალდამცველების მხრიდან სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებს. ეს ეხება გამოძიების პროცესზე, მოწმეებზე ზემოქმედების მოხდენას, სასურველი ჩვენების იძულებითი წესით მიღებას. ამ საქმეებიდან არც ერთ შემთხევვაში გამოძიება ეფექტიანად არ შეგვიფასებია. ეს მიუთითებს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ბევრს შემთხვევაზე.
ეს ანგარიში სახელმწიფოსთვის და ხელისუფლებისთვის ყურადსაღები უნდა იყოს. ის ეყრდნობა საიას, სახალხო დამცველის და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან გამოქვეყნებულ ინფორმაციებს. როგორც ჩანს ჩვენი ინფორმაცია და სიგნალები არ იყო საკმარისი და აქამდე არ გამხდარა სწრაფი და ეფექტური გამოძიების საფუძველი. ახლა მაინც, მას შემდეგ რაც ეს საკითხები ავტორიტეტული ორგანიზაციის ანგარიშში მოხვდა, სახელმწიფომ ეს გარემოებები აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს. ჩვენი ეროკავშირთან ინტეგრაციის საკითხს არ წაადგება, რომ ეს ანგარიში სახელმწიფოს ყურადღების მიღმა დარჩეს,“–განაცხადა ეკა ციმაკურიძემ.
მანანა ღოღობერიძე













