
საიტზე ,,manifest.ge” ახალი პეტიცია გაჩნდა – ,,დაბრუნდეს ავტომობილების განბაჟების ძველი ტარიფი!”
მოქალაქეთა ნაწილი ასეთ ტექსტს აქვეყნებს:
,,დააბრუნდეს ავტომობილების განბაჟების ძველი ტარიფი! ჯერ მოსახლეობის შემოსავალი გაუტოლდეს ევროსტანდარტებს, მხოლოდ ამის შემდეგ – განბაჟების ტარიფი და ავტომობილის კრიტერიუმები.მიეცეს ხალხს უფლება შეიძინონ იმ წლებისა და კონდიციის ავტომობილი, რომელიც შეესაბამება მათ შემოსავალს!”
მიმართვის ადრესატი საქართველოს მთავრობა და ფინანსთა სამინისტროა.






