• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, October 23, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

გიორგი კვირიკაშვილი: საქართველო არის ევროპული ქვეყანა, რომელიც ყოველწლიურად 6,4 მილიონ სტუმარს მასპინძლობს

10 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში, 2017 წლის „ტურიზმის მდგრადი განვითარების საერთაშორისო წლად” გამოცხადებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.

როგორც პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველო არის ევროპული ქვეყანა, რომლის მოსახლეობაც 3.5 მილიონი ადამიანია და ყოველწლიურად 6,4 მილიონ სტუმარს მასპინძლობს. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში ტურიზმის ზრდის მაჩვენებელი წელიწადში 20%-ს შეადგენს.

”ამდენად, ჩვენმა სახელმწიფომ გადაწყვიტა, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოზიციაზე დაესახელებინა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასა და ესპანეთში საქართველოს ელჩის, ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა. დარწმუნებული ვარ, არჩევის შემთხვევაში, ელჩი ზურაბ პოლოლიკაშვილი ნამდვილად ღირსეული მემკვიდრე იქნება და შეძლებს ამ პასუხისმგებლობის თავის თავზე აღებას, – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ ზურაბ პოლოლიკაშვილი მხარს დაუჭერს თითოეულ სახელმწიფოს და გლობალურ დონეზე შეუწყობს ხელს საერთო მიზნების მიღწევას.

პრემიერმა, გამოსვლისას, ასევე ხაზგასმით აღნიშნა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ამჟამინდელი გენერალური მდივნის უდიდესი წვლილი ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებაში და ტალებ რიფაის მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

მისი შეფასებით, 2016 წელი, ბევრი მიმართულებით, გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა, თუმცა, იყო წარმატებებიც.

“გამოწვევებს შორისაა ტერორიზმის საფრთხე, ტრაგიკული სტიქიური უბედურებები. ამ წლის მანძილზე სხვადასხვა სახელმწიფოს ხელისუფლებებს უამრავი ბარიერის გადალახვა მოუხდათ. თუმცა, 2016 ასევე წარმატების წელიც იყო – ეს გახლდათ წელი, როდესაც მთელი სამყარო გაერთიანდა თავისუფალი, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი მოგზაურობის, როგორც ყველა ადამიანის უფლების მხარდასაჭერად. დღეს ჩვენ ახალ ეტაპს მივაღწიეთ. „ტურიზმის მდგრადი განვითარების საერთაშორისო წელი“ ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ყველა ერს საერთო გლობალურ გამოწვევებთან გამკლავება უხდება. მათი გადაჭრა მხოლოდ ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავებითაა შესაძლებელი. ამ ინიციატივის წამოჭრით, ჩვენ ხაზი გავუსვით, რომ მდგრადი განვითარების მიზნები სამომავლო განვითარების ამოსავალი წერტილია და ჩვენ განვაგრძობთ გრძელვადიანი აქტივების შექმნას და შესაბამისი რისკების თავიდან აცილებას”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა გენერალურ მდივან რიფაის, 2017 წლის ტურიზმის მდგრადი განვითარების საერთაშორისო წლად“ გამოცხადების ინიციატივისა და 8-წლიანი საქმიანობისას, მსოფლიოში ტურიზმის ინდუსტრიის გასაძლიერებლად გაწეული დაუღალავი შრომის გამო, მადლობა გადაუხადა.

“თქვენ ნამდვილად სამაგალითო ლიდერი ბრძანდებით და ტურიზმის სექტორი, ისევე, როგორც მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია წარმატებისა და კეთილდღეობის ახალ ეტაპზე გადაიყვანეთ. თითოეული თქვენგანი და ინდუსტრიაში ჩართული ყოველი პირი დამეთანხმება – თქვენ ყველა ჩვენგანის საუკეთესო მეგობარი ხართ. თქვენ მაღალი სტანდარტი დააწესეთ ყოველი მომდევნო გენერალური მდივნისთვის, რომლებიც გამოჰყვებიან თქვენს ნაბიჯებს”, – მიმართა პრემიერმა ტალებ რიფაის.

გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა იმ პირებს, ვისი დაუღალავი შრომის წყალობითაც 2017 წელი „ტურიზმის მდგრადი განვითარების საერთაშორისო წლად“ გამოცხადდა და აღნიშნა, რომ საქართველო, სხვა სახელმწიფოებთან ერთად, ძალ-ღონეს არ დაიშურებს, რათა უზრუნველყოს ღირებულებებისა და პრინციპების დაცვა და მდგრადი განვითარება.

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

მამუკა ბახტაძე – სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის გამოყოფილი თანხა გაორმაგდება და სოფელში მცხოვრებლებისსაჭიროებებზე 40 მილიონი ლარი დაიხარჯება

საქართველოს ყველა დასახლებულ პუნქტში ქართულ ფოლკლორსა და საგალობლებს შეასწავლიან

8 years ago
სარფში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

სარფში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

8 years ago
იუსტიციის სამინისტრო პროკურატურის კანონში ცვლილებების საბოლოო რედაქციას აქვეყნებს

არასრულწლოვანთა პროსტიტუციაში ჩაბმის თავიდან აცილების მიზნით მთავრობამ საკანონმდებლო ცვლილებები დაამტკიცა

9 years ago
დიდ ბრიტანეთში სამი ადამიანის დნმ-ის მატარებელი ბავშვი დაიბადა

დიდ ბრიტანეთში სამი ადამიანის დნმ-ის მატარებელი ბავშვი დაიბადა

3 years ago

ახალი ამბები

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან

10/22/2026

19 ოქტომბერს, გლდანში ტრაგედია დატრიალდა. ხელბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, რატი მსხვილიძე მოულოდნელად გარდაიცვალა. რატი მსხვილიძეს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული...

მეტის ნახვაDetails
„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან

„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან

10/22/2026
„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს

„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს

10/22/2026
ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

10/20/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან 10/22/2026
  • „ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან 10/22/2026
  • „მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს 10/22/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by