• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, October 19, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ლევან დავითაშვილმა ევროპელ კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა

10 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
ლევან დავითაშვილმა ევროპელ კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სამუშაო ვიზიტით ბერლინში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრი სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის საერთაშორისო გამოფენის „მწვანე კვირეული 2017″ (Gruene Woche 2017) გახსნის ღონისძიებას დაესწრო და ევროპელ კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა.

როგორც საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა  გერმანიის სოფლის მეურნეობის მინისტრთან, კრისტოფერ შმიდტთან გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით  (DCFTA) აღებული ვალდებულებების შესრულების, ასევე სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გამოცდილების გაზიარება და მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. შეხვედრაზე აღნიშნა, რომ 2017 წელი გერმანია-საქართველოს მეგობრობის წლად არის გამოცხადებული, რაც ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. ამასთან, 2017 წლის ზაფხულში დაგეგმილია საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ესტონეთის სოფლის საქმეთა მინისტრთან, ტარმო ტამისთან შეხვდრაზე ესტონეთი-საქართველოს პარტნიორულ ურთიერთობებზე და ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის კუთხით მჭიდრო თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება.

,,საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ესტონეთის გამოცდილების გაზიარება, როგორც საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის, ასევე, კონკრეტული აგრარული დარგების და მიმართულებების განვითარებისა და  სოფლის განვითარების კუთხით“, – აღნიშნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

შეხვედრაზე მხარეებმა მეცხოველეობისა და დაავადებათა კონტროლის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის, სურსათის უვნებლობის, წარმოებაში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის და გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

საერთაშორისო გამოფენის Gruene Woche 2017-ის ფარგლებში გაიმართა ლევან დავითაშვილის ლატვიის  სოფლის მეურნეობის მინისტრთან, იანის დუკლავსთან  შეხვედრაც.

შეხვედრაზე  ყურადღება გამახვილდა სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებისა და დანერგვის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ხელშეწყობის, სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით თანამშრომლობის, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის და სოფლის განვითარების საკითხებზე.

გამოფენის ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ქართულ სტენდზე უმასპინძლა სლოვენიის რესპუბლიკის  სოფლის მეურნეობის, მეტყევეობისა და სურსათის  მინისტრს,  დეჟან ზიდანს. შეხვედრაზე მხარეებმა  სოფლის განვითარებისა  და ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების საკითხები განიხილეს. სლოვენიის სოფლის მეურნეობაში  ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება  მეფუტკრეობა და თაფლის წარმოებაა.  შეხვედრაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა,  რომ საქართველოსთვის  მეფუტკრეობის განვითარების კუთხით სლოვენიის გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია. მან  ხაზი გაუსვა ევროკავშირის მიერ  საქართველოს მესამე ქვეყნების ჩამონათვალში შეყვანის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ  ეს საქართველოში მეფუტკრეობისა და თაფლის წარმოების განვითარებისთვის დიდი სტიმულია.

გამოფენის ფარგლებში, ლევან დავითაშვილმა შეხვედრა გამართა ლიტვის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ბრონუს მარკაუსკასთან.  შეხვედრაზე მხარეებმა სოფლის მეურნეობის სექტორში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის, მეცხოველეობის, სურსათის უვნებლობის და ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკისა და კვლევის  კუთხით გამოცდილების გაზიარების საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის საკითხებსაც.

 

 

Share1Tweet1

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

“პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა” – აქციის დაშლის დროს დაშავებული მოქალაქე

“პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა” – აქციის დაშლის დროს დაშავებული მოქალაქე

3 years ago
სოფელ დაბიდან ერთი ოჯახი ევაკუირებულია

სოფელ დაბიდან ერთი ოჯახი ევაკუირებულია

9 years ago
გურიაში, სოფელ ჯუმათში ნაპოვნია ბავშვის ცხედარი – შსს

გურიაში, სოფელ ჯუმათში ნაპოვნია ბავშვის ცხედარი – შსს

3 years ago

ჯგუფი “დიფ ფარფლ” დღეს თბილისში ჩამოდის

13 years ago

ახალი ამბები

„გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

„გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

10/17/2026

ბერი ანდრიას ფონდი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „გამიფრინდა ჩემი ნესტიკი წაიღო ჩემი გულის ნაწილი სოხუმში... ვიცი მამა ანდრია ჩაგიხუტებს...

მეტის ნახვაDetails
“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

10/15/2026
„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

10/15/2026
ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს 10/17/2026
  • “ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს 10/15/2026
  • „ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან 10/15/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by