• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 25, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

გარეჯის ქართულ მონასტრებს შორის წითელ ზოლად დარჩენილი საბჭოთა სიმახინჯე

10 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
გარეჯის ქართულ მონასტრებს შორის წითელ ზოლად დარჩენილი საბჭოთა სიმახინჯე
13
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

დავით გარეჯი კლდეში ნაკვეთი ძეგლია, რომელსაც მე-6 საუკუნეში ასურელმა ბერმა ჩაუყარა საფუძველი. გადმოცემის თანახმად, იბერიაში ცამეტ ასურელ მამასთან ერთად შემოსული დავითი თავდაპირველად თბილისში ქადაგებდა. შემდეგ დატოვა დედაქალაქი და გარეჯის უდაბნოს მიაშურა. ბერების რაოდენობა თანდათან ისე გაიზარდა, რომ „ვერღარა იტევდნენ უდაბნონი ესე”. ცნობილია დავით გარეჯელის მოწაფეები: ლუკიანე და დოდო, რომელთა აქ დასახლებისა და მოღვაწეობის შესახებ გარეჯის მრავალმთის ფრესკებიც მეტყველებენ. მიუხედავად მტერთა ხშირი თავდასხმებისა, შენდებოდა და მშვენდებოდა ახალი სენაკები და ეკლესიები, ვითარდებოდა კედლის მხატვრობა. 1616-17 წლებში შაჰ-აბასის შემოსევებს დავით გარეჯში უამრავი ბერი შეეწირა. დღეს მთლიანად ბერთუბანი და ჩიჩხიტურისა და უდაბნოს მონასტრების გარკვეული მონაკვეთები აზერბაიჯანის იურისდიქციაშია მოქცეული.

გარეჯის მონასტრებში დღეს არსებულ ვითარებაზე „თბილისი თაიმსს“ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურის უფროსი – გიორგი გაგოშიძე ესაუბრა.

მოგეხსენებათ, 2012 წელს დავით–გარეჯში, უდაბნოს მონასტერში აზერბაიჯანელი მესაზღვრეები არ უშვებდნენ ვიზიტორებს, რასაც ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. დღეს რა მდგომარეობაა? თუ არის პროგრესი საზღვრის დემარკაციასთან დაკავშირებით?

– მე როგორც ვიცი, არ არის ახლა ასეთი ვითარება. ვიზიტორებს თავისუფლად შეუძლიათ მისვლა. საზღვარი უდაბნოს თხემზე, ზედ აღდგომის ტაძარზე გადის. 30-იან წლებში გავლებული საზღვრის მიღმა, სულ რამდენიმე მეტრით იქეთ, აზერბაიჯუნულ მხარეს ხვდება უდაბნოს მონასტრის ქვაბულები. რამდენიმე წელია, არ ვყოფილვარ, თუმცა 2013 წელს იქ მისვლა ყოველგვარი პრობლემის გარეშე შევძელით. მესაზღვრეები დადიან, მაგრამ დაბრკოლებას არ უქმნიან ტურისტებს. მე ხელოვნებათამცოდნე ვარ, დემარკაციის საკითხი, ალბათ უფრო საგარეო საქმეთა სამინისტროს კომპეტენციაა. მაგრამ, როგორც ვიცი, მოლაპარაკებები ჩიხშია შესული და გაჩერებულია.

არის შემთხვევები, როცა სადაო მთის გარკვეულ მონაკვეთზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ხვდებიან ტურისტებს და კითხვებს უსვამენ. როგორ უნდა მივიღოთ ეს ფაქტი?

 – შეუძლიათ დასვან ასეთი შეკითხვები. თუ თავის ქვეყანას აკონტროლებენ, ლეგიტიმური კითხვაა. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის არ უკითხავთ, მაგრამ რადგან პატრულირებენ, ალბათ ასეთი ინფორმაციით კიდევაც დაინტერესდებიან.

ფიქრობთ, რომ აზერბაიჯანს ამ მაღლობის დათმობა სტრატეგიული მნიშვნელობის გამო არ სურს?

 – იმ ავადსახსენებელი და გაურკვეველი სახელმწიფოს დროს საზღვარი გაატარეს იმ ადგილას, სადაც არ უნდა გაეტარებინათ. როგორც წესი, საზღვრებს ატარებენ ან მდინარის კალაპოტზე ან მთის თხემებზე. ამ შემთხვევაში, ეს არის სტრატეგიული მნიშვნელობის სიმაღლე. რასაკვირველია, ორ მეგობრულ ქვეყანას შორის  მწვავედ არ უნდა დგებოდეს ასეთი საკითხები. არც ეს არის ჩემი კომპეტენციის სფერო, მაგრამ გამოცდილებით გეტყვით, რომ შესაძლებელია გარკვეული ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ, მივიღოთ რაღაც, მაგრამ ეს მაინც სახელმწიფოთაშორისი საკითხებია. მეორე სახელმწიფოსაც უნდა უღირდეს ის, რომლის მიღების შემდეგაც დაგვითმობს ამ  ნაწილს.

თუ არის ცნობილი, რა მდგომარეობაა სხვა სადაო მონასტრებში, ჩიჩხიტურსა და ბერთუბანში?

 – ბერთუბნის მონასტერი მდებარეობს გაურკვეველი სასაზღვრო ხაზიდან შვიდ კილომეტრში. ამ მონასტრის სიახლოვეს აზერბაიჯანის  სასაზღვრო ბაზაა და ფაქტიურად შეუძლებელია იქ მოხვედრა. ამ დროს ბერთუბანი არის ის მონასტერი, სადაც თამარის და ლაშა-გიორგის პორტრეტები იყო. მოგეხსენებათ, თამარის სულ რამდენიმე პორტრეტი ვიცით: ბერთუბანში, ვარძიაში, ყინწვისში, ბეთანიასა და ნათლისმცემელში. ბერთუბნის ღვთისმშობლის მთავარი ეკლესია და მისი სატრაპეზო შემკულია მე-13 საუკუნის ფრესკებით. ეს არის მწვერვალი შუასაუკუნეების ქართული კედლის მხატვრობისა. იქ რომ ქართველ მეცნიერს ან თუნდაც უცხოელ ტურისტს შეეძლოს მოხვედრა, ძალიან კარგი იქნებოდა.

ჩიჩხიტურის მონასტერიც სწორედ იმ თხემზეა, რომელზეც უდაბნოს მონასტერი მდებარეობს და მის წვერზე მდგარ კოშკთან ერთად, ზუსტად შუაზეა გაყოფილი. ჩიჩხიტურის ქართულ ნაწილში მონასტრის ერთი ფრაგმენტია შემორჩენილი და ასე ვთქვათ, აზერბაიჯანულ ნაწილშიც გვაქვს ერთი პატარა მოხატული ეკლესია. ბოლო ხანებში ჩიჩხიტურში რა ვითარებაა, არ ვიცით. საერთოდ, გარეჯის მხარეში მძიმე მდგომარეობაა. ეს ქანები ძალიან მარტივად იშლება. ეს არის ქვიშაქვის კლდე, რომელიც ფაქტიურად თვალსა და ხელს შუა ინგრევა.

აზერბაიჯანული მხარე აცხადებდა, რომ მიუხედავად დავისა, მზად არის მონაწილეობა მიიღოს ძეგლის რეაბილიტაციის ერთობლივ პროექტებში. არის თუ არა კონკრეტული შემოთავაზებები?

 – არ ვიცი, ამ ძეგლთან დაკავშირებით რამე შემოთავაზება არ მახსოვს. შემოთავაზება იყო წითელ ხიდთან დაკავშირებით. ჩვენ აზომვითი სამუშაოები ჩავატარეთ. აზერბაიჯანელმა კოლეგებმა კონსტრუქციული პროექტი შეადგინეს, მაგრამ ქართულმა მხარემ დაიწუნა. ახალა ეს პროექტიც ჯერჯერობით შეჩერებულია. დავით გარეჯის შესახებ, ნამდვილად არ მახსოვს, აზერბაიჯანს რამე შემოეთავაზებინოს.

ჩვენი მხრიდან იყო სურვილი გამოთქმული, რომ შევსულიყავით და გვემუშავა. უდაბნოს მონასტერში რამდენიმე წლის წინ სატრაპეზოს წინა შუბლი ჩამოიქცა და იყო სამუშაოების ჩატარებაზე საუბარი, ხარჯთაღრიცხვაც შედგა, მაგრამ საზღვართან დაკავშირებული გაურკვეველი ვითარების გამო ვერ განხორციელდა. ყველაფერი ძირითადად პოლიტიკურ საკითხთან არის დაკავშირებული და ამიტომ ჩერდება ეს საქმე, თორემ ამაზე ძვირფასი რა გვაქვს?

 არაერთხელ გაჟღერდა აზრი, თითქოს დავით გარეჯი ალბანური კულტურის ნაწილია, აზერბაიჯანელები კი თავს კავკასიელი ალბანელების მემკვიდრეებად მიიჩნევენ. მსგავსი რამ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხალაფ ხალაფოვმა განაცხადა 2007 წელს. თუ არის ცნობილი რა არგუმენტებით ადასტურებენ დავით გარეჯის კავშირს ალბანურ კულტურასთან?

– იმის თქმა, ვითომ ეს მონასტრები არის არაქართული ან ალბანური წარმოშობისა, რა თქმა უნდა, წმინდა სახის სპეკულაციაა. სამეცნიერო წრეში არ შეიძლება იყოს ასეთი არგუმენტი. კავკასიის ალბანეთი იბერიის მოსაზღვრე ქრისტიანული სახელმწიფო იყო, რომელიც ახალი წელთაღრიცხვის მე-7 საუკუნეში ფაქტობრივად აღარ არსებობს. მოხდა ნაწილი ტერიტორიების არმენიზაცია, ნაწილი მოსახლეობისა გაქართველდა, ნაწილმა ისლამი მიიღო. ის ფაქტი, რომ ეს ადგილი ალბანელებისა იყო, არსად ფიგურირებს. იმ ხანაში, როცა არსდება დავით გარეჯის მონასტერი, ეს ნამდვილად ქართული მონასტრებია. აქ გვხვდება სხვადასხვა ეპოქის ქართული ძეგლები და წარწერები, რაც უკვე ნიშანია იმისა, რომ ალბანურ კუთვნილებაზე ლაპარაკი ზედმეტია.

ხელოვნების ნიმუშები არის პოლიტიკური თამაშების ერთ-ერთი ბერკეტი. აზერბაიჯანთან ყველაზე რბილად გვაქვს სიტუაცია, სხვაგან – უფრო მწვავედ. ეს პოლიტიკური ბერკეტებია და რას იზამთ? ქართველების მიერ შექმნილი კულტურული მემკვიდრეობა ცდება საქართველოს ახლანდელ საზღვრებს. უამრავი  ძეგლი გვაქვს თურქეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, აზერბაიჯანის მხარეში, კახში და ზაქათალაში. ამრიგად, ჩვენ უნდა ავაწყოთ კარგი ურთიერთობები და კი ბატონო, ერთად დავიცვათ ეს ძეგლები.

დავით გარეჯი იუნესკოს საცდელ სიაშია შეტანილი. საბუთები იუნესკოს 2007 წლის 24 ოქტომბერს წარედგინა. ამავე წლის დეკემბერში უდაბნოს მონასტრის სადაო ტერიტორია, რასაც აზერბაიჯანული მხარე „ქეშიშ დაგ“-ის სახელით მოიხსენიებს, ყოფილმა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის ნაკრძალად გამოაცხადა. (საქართველოს კულტურის სამინისტროს დოკუმენტებში დავით გარეჯი მუზეუმ-ნაკრძალის სტატუსითაა მოხსენებული. თუმცა, ჩემს გასაკვირად, სააგენტოს ვებ-გვერდზე,  www.heritagesites.ge/geo/museum_reserves, ძეგლებისა და მუზეუმ-ნაკრძალების ჩამონათვალში დავით გარეჯი არ აღმოჩნდა).

 კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს იუნესკოსა და საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსს მანანა ვარძელაშვილს ტელეფონით დავუკავშირდით. როგორც მან გვითხრა, ძეგლის საცდელ სიაში შეტანა ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო იუნესკოს ძირითად სიაში მოხვედრისთვისაც გააგრძელებს კონკრეტული სამუშაოების ჩატარებას.

 – საცდელ სიაში ყოფნა ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო აპირებს ძეგლის ნომინაციაში წარდგენას. მანამდე ხანგრძლივი სამუშაოები და კვლევები უნდა ჩატარდეს. ეს კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს. დოსიეს მომზადებას მინიმუმ სამი წელი დასჭირდება. ბოლო დროს  სააგენტო მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად სიაში მცხეთის დაბრუნების საკითხით იყო დაკავებული. მოგეხსენებათ, ათ წელში ერთხელ ძეგლების მდგომარეობის შეფასება და იუნესკოს სიის განახლება ხდება. მსოფლიოში არსებული საინტერესო ძეგლების სიმრავლის გამო, სიაში მოხვედრა არც ისე მარტივია. შეიძლება დავით გარეჯის შიომღვიმესთან ან სხვა კლდის ქალაქებთან გაერთიანება ნომინაციაში წარსადგენად. რაც შეეხება იმას, თუ გარეჯის რომელი მონასტრები შეიძლება წარვადგინოთ, ჩვენ სხვის იურისდიქციაში ვერ გადავალთ. მიმდინარე პროექტი უდაბნოს და ჩიჩხიტურის სადაო ტერიტორიებს არ მოიცავს, – გვიპასუხა ქალბატონმა მანანა ვარძელაშვილმა.

 ნომინაციაში წარდგენის სხვა ვარიანტებზე გვესაუბრა ბატონი გიორგიც:

 – იუნესკოსთან შეიძლება სამუშაო ფორმატის გამოძებნა, რომ ერთობლივად მოხდეს წარდგენა იმ ძეგლებისა, რომლებიც ნამდვილად მსოფლიო მნიშვნელობისაა. როდესაც ორი სახელმწიფო ერთობლივად წარადგენს, გამარჯვების დიდი შანსია. შეიძლება მისვლისა და მონახულებისთვის სხვა რეჟიმები დაწესდეს. ვფიქრობ, ამ რეჟიმში ბერთუბანიც უნდა მოექცეს. ამ შემთხვევაში, ნამდვილად მოიპოვებს მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსს. საკითხის ასეთი გადაწყვეტა კი ძალიან ესადაგება ორი სახელმწიფოს კეთილმეზობლურ ურთიერთობებს.

ბატონო გიორგი, კულტურის ყოფილმა მინისტრმა, ნიკა რურუამ განაცხადა, რომ არსებობს დაზიანების ლიმიტირების ტექნოლოგია, რომელსაც მიმართავდა წინა ხელისუფლება. რა სამუშაოები ჩატარდა დღემდე და თუ იგეგმება დავით გარეჯის მუზეუმ-ნაკრძალში სარესტავრაციო ან საკონსერვაციო სამუშაოები?

 – მახსოვს, ნამდვილად იგეგმებოდა გარკვეული სამუშაოების ჩატარება, მაგრამ ძალიან ძნელია კლდის გამაგრება. ეს არ არის ნაშენები ძეგლი, რომელიც შეიძლება აღადგინო მარტივი მეთოდებით. აქ ბუნებას ეხები, რომელიც ინგრევა თავისთავად და ამის შენარჩუნება ძალიან დიდ თანხებთან და ძალიან კარგ სპეციალისტებთან არის დაკავშირებული. მოგეხსენებათ, ვარძიაში იტალიელებთან თანამშრომლობით მიმდინარეობს ვარძიის კლდის შესწავლა და გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება. ასეთი სამუშაოები შეიძლება უდაბნოს მონასტერშიც ჩატარდეს. რასაკვირველია, მუდმივი დაბერების პროცესი მიმდინარეობს და რთულია ამას წინ აღვუდგეთ, მაგრამ ჩვენი მოვალეობაც სწორედ ესაა. დავით გარეჯში წლების განმავლობაში მუშაობდნენ ქართველი რესტავრატორები, ქვაბულები დანომრილია, ქიმები გამაგრებულია. საქმე იმაშია, რომ სარესტავრაციო საქმე მუდმივად უნდა გრძელდებოდეს. ძეგლის კონსერვაცია რომ მოხდება, გარკვეული წლების მერე იქ ისევ უნდა მივიდეს რესტავრატორი, მაგრამ ახლა ეს პროცესი შეწყვეტილია.

უდაბნოს მონასტრის სტუმრობისას, უცხოელები ხშირად იღებენ ამგვარ სატელეფონო შეტყობინებას “Welcome to Azerbaijan”, რის გამოც უამრავ კითხვას სვამენ სასაზღვრო ხაზთან დაკავშირებით. როგორ უნდა აუხსნან გამყოლებმა მათ აღნიშნული ფაქტი?

 – ეს შეტყობინებები იმაზე მეტყველებს, რომ აზერბაიჯანელებს უფრო ძლიერი სატელეფონო სადგური აქვთ. მახსოვს, რამდენჯერაც ვყოფილვარ გარეჯში, იმდენჯერ გამჭირვებია ტელეფონით დაკავშირება. ეს ალბათ უფრო ქართული მცონარობის საკითხია. უნდა იდგეს იქ ისეთი ანძა, რომლითაც დაფარავ ტერიტორიას. რაც შეეხება იმას, თუ უცხოელებს რა ფორმით უნდა ავუხსნათ ეს შემთხვევა, მე ვეტყოდი, რომ 70 წელი საბჭოთა სიმახინჯეში მოგვიხდა ცხოვრება და იმ სიმახინჯის ბრალია, საქართველოს ტერიტორიის ნაწილი აზერბაიჯანის საზღვრებში რომ აღმოჩნდა. ტურისტებთან ოპტიმისტურად რომ დავასრულოთ ლაპარაკი, შეგვიძლია ვუთხრათ, რომ აზერბაიჯანთან კარგი ურთიერთობა გვაქვს და მომავალში ალბათ გადაწყდება ამ ძეგლების მოვლა-პატრონობის საკითხი.

ნიადაგის ეროზიის გამო სახიფათოა უდაბნოს მონასტერში მიმავალი ბილიკის გარკვეული მონაკვეთები.ზოგიერთი ფრესკებით დამშვენებული გამოქვაბული ძალიან რთულად მისადგომია. ვიზიტორები ხშირად გამოთქვამენ უკმაყოფილებას ინფრასტრუქტურის არქონის გამო. ასევე, ნებისმიერ ვიზიტორს შეუძლია ძეგლის კიდევ უფრო მეტად დაზიანება. ამ მხრივ თუ იგეგმება ცვლილებები?

 – იქ ნამდვილად არის სახიფათო ადგილები, ჩიჩხიტურშიც არის სახიფათო ადგილები. მახსოვს, იქ რომ რესტავრაცია მიმდინარეობდა, ერთ-ერთი ქართველი რესტავრატორი გადავარდა ჩიჩხიტურის კლდეზე და ღმერთმა გადაარჩინა სიკვდილს. რომ შევხედოთ ამ ძეგლს, როგორც ტურისტულ ობიექტს, სადაც ვიზიტორები ხშირად დადიან, რასაკვირველია, უნდა იყოს გაკეთებული მოაჯირები, დამცავი საშუალებები, მაგალითად, როგორც ვარძიაშია.

ამ დამცავი საშუალებების არქონა ისევ ქართველი ერის თუ საქართველოს მთავრობის მცონარობას ხომ არ უნდა მივაწეროთ?

– არა, სხვა ტერიტორიაზე, სადაც თოფიანი კაცი დადის, როგორ მიხვალ და დაიწყებ სამუშაოს? ძნელია, ამიტომ მე მიმაჩნია გულწრფელად, რომ ეს ორი სახელმწიფო ერთმანეთს უნდა დაელაპარაკოს ამ საკითხებზე, რაც ორივე მხარისთვის გამოსადეგი იქნება.

დიდი პოლემიკაა ასურელი მამების წარმოშობასთან დაკავშირებით, სადაურები იყვნენ ისინი?

 – მე მიმაჩნია, რომ ისინი ნამდვილად ასურელები იყვნენ, ის მთავარი ჯგუფი მაინც რომელიც  იოანე ზედაზნელის მეთაურობით წამოვიდა. სინას მთის აღმოჩენებმა, ის საკითხი, რომ ისინი წარმოშობით ასურელები იყვნენ, კიდევ უფრო გაამყარეს. სინას მთაზე, წმინდა ეკატერინეს მონასტერში აღმოჩენილ ხელნაწერში, რომელიც „მოქცევაი ქართლისა“-ის ერთ-ერთ ადრეულ ვერსიას და ასურელ მამათა ცხოვრების ძალიან ძველ რედაქციებს შეიცავს, საუბარია ისიდორე სამთავნელსა და თევდოსიოს მრეხელზე. ასევე პირდაპირ არის მითითებული, რომ ასურელები იყვნენ.

რას გვეტყვით დავით გარეჯის ეპიგრაფიკაზე?

 – წარწერები გარეჯის მრავალმთის თითქმის ყველა გამოქვაბულში გვხვდება, სადაც ფრესკები ან ფრესკების ფრაგმენტებია შემორჩენილი. დავით გარეჯის წარწერებში ქართული დამწერლობის სამივე ვარიანტია წარმოდგენილი.  გარდა ოფიციალური წარწერებისა, გვხვდება მომლოცველთა მინაწერებიც ბერძნულ, არაბულ, სპარსულ, სომხურ ენებზე. მინაწერების დიდი ნაწილი იმ პერიოდშია გაკეთებული, როცა მონასტერი მიტოვებული იყო.

ცოტა ხნის წინ დოდორქის მონასტერში ახალი სამლოცველო აღმოაჩინეს. როგორ გამოიყურება მისი კედლების მოხატულობა?

 – დიახ, დოდორქის მთავარი ტაძრის აღმოსავლეთით გამოვლინდა სრულიად უცნობი პატარა ეკლესია, მთლიანად მოხატული მე-13 საუკუნის მხატვრობით, შესანიშნავად შემორჩენილი ცოცხალი ფერებით. ქრისტოლოგიურ ციკლთან ერთად, აქ წარმოდგენილია წმინდა დემეტრე თესალონიკელის ცხოვრების სცენები, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეს პატარა სამლოცველო წმინდა დემეტრეს სახელობისა ყოფილა. მერწმუნეთ, დრო გავა და ასეთი აღმოჩენები გამრავლდება დავით გარეჯში.

მარიამ ქალებაშვილი

Share5Tweet3

ახალი ამბები

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია
ახალი ამბები

„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

08/17/2026
მეუფე გერასიმე ლანა ლატარიას პანაშვიდზე ოჯახში მივიდა
ახალი ამბები

მეუფე გერასიმე ლანა ლატარიას პანაშვიდზე ოჯახში მივიდა

08/06/2026
რომ არა ეს სასულიერო პირები, ლომისის ტაძარში ვერავინ ავიდოდით–კლავიატურაზე წერა და ინტერნეტმორალისტობა ნუ გეგონება საოკუპაციო ხაზს იქით ქართული კერის შენარჩუნება.”  – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
ახალი ამბები

რომ არა ეს სასულიერო პირები, ლომისის ტაძარში ვერავინ ავიდოდით–კლავიატურაზე წერა და ინტერნეტმორალისტობა ნუ გეგონება საოკუპაციო ხაზს იქით ქართული კერის შენარჩუნება.” – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

08/06/2026
„სურვილს წერ და დებ… მეორე დღეს ფურცელი სადღაც ქრება და სურვილი სრულდება…“ – სასწაულმოქმედი ტაძარი შიდა ქართლში
ახალი ამბები

„სურვილს წერ და დებ… მეორე დღეს ფურცელი სადღაც ქრება და სურვილი სრულდება…“ – სასწაულმოქმედი ტაძარი შიდა ქართლში

08/05/2026
15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

07/15/2026

საინტერესო

გიგი უგულავა: “აუცილებელია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ახალი თავმჯდომარე აირჩიოს”

“მიხეილ სააკაშვილი თითოეული ჩვენგანისთვის არის ადამიანური ტკივილი”

10 years ago
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სამეცნიერო-საკონსულტაციო ჯგუფი შეიქმნა

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სამეცნიერო-საკონსულტაციო ჯგუფი შეიქმნა

9 years ago
რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს პროექტს  „თბილისი პანორამა“ – არქიტექტორების შეფასებები

რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს პროექტს „თბილისი პანორამა“ – არქიტექტორების შეფასებები

12 years ago
“სარფის” საბაჟოს უფროსი ოფიცერი დააკავეს

“სარფის” საბაჟოს უფროსი ოფიცერი დააკავეს

13 years ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by