„ნაციონალური მოძრაობიდან“ გასულმა გუნდმა პოლიტიკური პარტია “მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველო” დააფუძნეს.
პარტიის გენერალური მდივანი გიგი უგულავა იქნება, სხვა თანამდებობებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები კი, ყრილობაზე გახდება ცნობილი, რომელიც სავარაუდოდ აპრილში გაიმართება, თუმცა არსებული ინფორმაციით, პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას დავით ბაქრაძე დაიკავებს.
ასევე ყრილობაზე გახდება ცნობილი პოლიტსაბჭოს შემადგენლობა.
ამასთან, ცნობილია, რომ თბილისის ორგანიზაციას ირაკლი აბესაძე უხელმძღვანელებს.