• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, February 4, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ქართული ხელთნაკეთი საათები, რომელთაც ამერიკის სენატორები ატარებენ

9 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
ქართული ხელთნაკეთი საათები, რომელთაც ამერიკის სენატორები ატარებენ
9
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

პირველი მოწყობილობა, რომლის საშუალებით ადამიანმა შეძლო დროის გაზომვა მზის საათი იყო. მას შემდეგ კაცობრიობის განვითრებასთან ერთად ნელ-ნელა დაიხვეწა საათის გამოყენებაც, ფორმაც და ფუნქციაც. დღეს ყველანაირი ფორმისა და  ზომის საათებს შეხვდებით. საქართვველოში უამრავი კომპანიაა, რომლებიც საათებს ამზადებენ. თუმცა მხოლოდ ერთი მათგანის საათებს ატარებს ამერიკის სამი სენატორი. 23 წლის სოფი გურასაშვილი და ნიკა გიგაია სწორედ ის ახალგაზრდები არიან, რომლებიც უკვე ერთი წელია წარმატებით უძღვებიან ბიზნესს. „თბილისი თაიმსი“ მოგიყვებათ ხის საათების შექმნის, მათ წარმატებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

რამ განაპირობა თქვენი ამ პროფესიით დაინტერესება და როდის შექმენით საათები?

– ბავშობიდან განსაკუთრებით მხიბლავდა ეს სფერო, ყოველთვის მინდოდა საკუთარი ბიზნესი მქონოდა, იქიდან გამომდინარე რომ მე და ნიკას საერთო ინტერესები  აღმოგვაჩნდა, გადავწყვიტეთ საკუთარი პროდუქცია შეგვექმნა. ჩვენ დაახლოებით ერთი წლის წინ გადავწყვიტეთ ერთად შეგვექმნა ქართული ბაზრისთვის განსხვავებული და საინტერესო პროდუქცია. იქიდან გამომდინარე, რომ ორივეს ძალიან გვიყვარს მაჯის საათები, გადავწყვიტეთ, თავად გვეცადა და დაგვემზადებინა ხელნაკეთი, ხის მაჯის საათი. საათების დამზადება იმაზე რთული აღმოჩნდა ვიდრე წარმოგვედგინა, თუმცა დიდი შრომის შედეგად, მაინც შევძელით რამდენიმე მოდელის დამზადება. პირველი გამოფენა დაახლოებით 1 წლის წინ თბილისი მოლში გვქონდა, სადაც ჩვენმა საათებმა დიდი მოწონება დაიმსახურა.

ძირითადად რა მასალისგან ამზადებთ საათებს?

– საათებს სხვადასხვა სახეობის ხისგან ვამზადებთ, ჯერ–ჯერობით ვიყენებთ კაკლის, წიფლის, მაკაგონის და ბზის ხეებს, თუმცა უახლოეს მომავალში მასალის დიდ არჩვანს შევთავაზებთ მომხმარებელს. მასალიდან გამომდინარე ვცდილობთ ვიზრუნთ გარემოზე, არ მოვჭრათ ხე, ამიტომ მონარჩენი ხეებისგან ვაზადებთ . საათების გარდა ვამზადებთ ხელნაკეთ ბლოკნოტებს და ალბომებს, ბრენდი წიგნაკის სახელით.

როგორ შეძელით  თავის დამკვიდრება ბაზარზე? საწყის ეტაპზე რა სირთულეები შეგხვდათ?

– ბიზნესის დაწყება და ბაზარზე დამკვიდრება საერთოდ  არ ყოფილა ჩვენთვის რთული. რადგან გვქონდა ორი უმთავრესი რამ: იდეა და ენთუზიაზმი. იდეის განხორციელებისთვის, ბაზარზე დამკვიდრებაში თავად მომხმარებლები დაგვეხმარნენ. ყველა ჩვენი მომხმარებელი არის ჩვენი მეგობარი, მათგან ბევრ საინტერესო რჩევას ვიღებთ, რაც გვეხმარება განვითარებაში.

გაიხსენეთ თქვენი პირველი წარმატება,  პირველი საათის შექმნის ისტორია?

– ჩვენ პირველ და მთავარ წარმატებად „ჰენდის“ დაარსებას ვთვლით, რადგან ხის საათების დამზადება იმაზე რთული აღმოჩნდა ვიდრე წარმოგვედგინა, ბევრი რამის სწავლა დაგვჭირდა, ორთვიანი დაუღალავი შრომის შედეგად შევძელით პირველი საათის შექმნა, პირველი მოდელი იმდენად განსხვავდება დანარჩენებისგან, რომ ახლა ჩვენც გვეცინება, მაგრამ განსაკუთრებულად გვიყვარს.

როდის გაიცნო თქვენი საათები ფართო აუდიტორიამ?

– დაახლოებით 1 წლის წინ გვქონდა პირველი გამოფენა თბილისი მოლში, სწორედ აქედან დაიწყო ჩვენი წარმატება, საათებს იმდენად დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რომ გადავწყვიტეთ უფრო სერიოზულად მივდგომოდით ამ საქმეს.

საქართველოს გარდა, თქვენი საათები გადის თუ არა სხვა ქვეყანაში?

– ჯერჯერობით რესურსის არქონის გამო ვერ ვახერხებთ დიდი რაოდენობით წარმოებას და საერთაშორისო ბაზარზე შესვლას. თუმცა გვყავს მომხმარებლები რუსეთიდან, უკრაინიდან და სომხეთიდან.

გაიხსენეთ, ის ცნობილი ადამიანები, რომელთაც შეუძენიათ თქვენი ხელთნაკეთი ნივთები?

– გამოვყოფდით ამერიკის სენატორებს: ჯონ მაკკეინსს, ლინდსი გრემის და ემი კლობუჩარს. როდესაც სენატორები საქართველოს ესტუმრნენ, ტექნოპარკში ჩვენს პროდუქციას გაეცნენ, მათ იმდენად მოეწონათ ჩვენი საათები, რომ საქართველოს სახელით სამივე სენატორს საჩუქრად გადაეცათ.

როგორია ფასები და ყველას შეუძლია თუ არა მათი შეძენა?

– ფასები 100 ლარიდან 200 ლარამდე მერყეობს, ფასი დამოკიდებულია მასალის ხარისხზე.

რა არის თქვენ საქმეში განსაკუთრებული, „რის გამოც გიყვართ ის“?

– ჩვენს საქმეში ყველაფერს განსაკუთრებულად ვთვლით, რადგან მასში მთელი გული ჩავდეთ. იმდენად გვიყვარს ჩვენი საქმე, რომ ყოველი წვრილმანი გვაბედნიერებს.

რა თანხებთან იყო დაკავშირებული ბიზნესის წამოწყება?

– ჩვენი საწყისი კაპიტალი შეადგენდა დაახლოებით 300 ლარს, მაგრამ ეს თანხა სრულიად საკმარისი აღმოჩნდა შეგვექმნა წარმატებული სტარტაპი.

ვინ გეხმარებათ საათების დამზადებაში?

– ინოვაციებისა და ტექნლოგიების სააგენტო გვეხმარება რესურსებით, მაღალტექნოლოგიური დანადაგრებით, საათებს ჯერ–ჯერობით ტექნოლოგიურ პარკში ვამზადებთ, თუმცა ძალიან მალე საკუთარი დანადგარი გვექნება.

რას გეგმავთ მომავალში? აპირებთ თუ არა ბიზნესის გაფართოებას?

– იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი საათები დიდი მოწონონებით სარგებლობს, ვფიქრობთ გაფართოებაზე. უახლოეს მომავალში ვაპირებთ საერთაშორისო ბაზარზე გასვლას, პროდუქციის გამრავალფეროვნებას და საკუთარი მაღაზიის გახსნას.

მარიამ ლეკიაშვილი

 

 

fb-share-icon
Tweet
Share4Tweet2

ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025
“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები

“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე

11/01/2025
2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025
EBRD-ის მონაცემებით, საქართველომ წელს დაახლოებით 7%-იანი ეკონომიკური ზრდა დააფიქსირა – ვაკო თურნავა
ანალიტიკა

EBRD-ის მონაცემებით, საქართველომ წელს დაახლოებით 7%-იანი ეკონომიკური ზრდა დააფიქსირა – ვაკო თურნავა

09/29/2025

კალენდარი

February 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« Jan    

სიახლეები

  • რუსთავში 19 წლის გოგო მოიტაცეს და გააუპატიურეს — დაკავებულია სამი პირი 02/03/2026
  • „ჯერ კიდევ შოკში ვარ…“ – ბებია, რომელმაც შვილიშვილს “ტიკ-ტოკის” ლაივში სცემა, ციხიდან გაათავისუფლეს 02/02/2026
  • ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს 02/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In