• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, May 20, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

2016 წელს საქართველოდან განხორციელებული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი 13.1%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით

9 years ago
in ეკონომიკა
A A
სოფლის მეურნეობის სამინისტრო: „როსპოტრებნადზორის“ განცხადებაში მითითებული პროდუქცის კონკრეტული  შემთხვევით,  დაწყებულია საკითხის შესწავლა”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

2016 წელს საქართველოდან განხორციელებული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ღირებულებამ  692.2  მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 13.1%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. საანგარიშო პერიოდში, 2015 წელთან შედარებით, აგროსასურსათო პროდუქციის იმპორტში 4%-იანი კლება აღინიშნა, ხოლო უარყოფითი სალდო აგროსასურსათო სექტორში 25%-ით შემცირდა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, აღნიშნული პოზიტიური ტენდენცია უნდა გაგრძელდეს და კიდევ უფრო მზარდი გახდეს.

„მნიშვნელოვანია ქვეყანაში სავაჭრო ბალანსის დადებითისკენ ცვლილების ხელშეწყობა. ჩვენ ვზრდით წარმოებას აგრარულ სექტორში, ხელს ვუწყობთ წარმოების ერთიანი ჯაჭვის განვითარებას, პირველადი წარმოების პროდუქციისათვის დამატებული ღირებულების შექმნას. ეტაპობრივად, ადგილობრივ ბაზარს  სულ უფრო მეტი ქართული პროდუქტი მიეწოდება და ექსპორტის მაჩვენებლები იზრდება“, – აცხადებს სოფლის მეურნეობის მინისტრი.

2016 წელს ძირითადი საექსპორტო აგროსასურსათო პროდუქტები იყო: თხილი, ყურძნის ნატურალური ღვინოები, სპირტიანი სასმელები, მინერალური და მტკნარი წყალი, ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი.

2016 წელს:

  • სპირტიანი სასმელების ექსპორტმა, 91.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 41.5%-ით აღემატება 2015 წლის მაჩვენებელს;
  • ღვინის ექსპორტმა 113.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 5%-ით აღემატება 2015 წლის მაჩვენებელს;
  • ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტმა 36.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 83.3%-ით აღემატება 2015 წლის მაჩვენებელს;
  • თევზის ფქვილის ექსპორტმა 15.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 41.8%-ით აღემატება 2015 წლის მაჩვენებელს;
  • ბოსტნეულის ექსპორტმა 8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 21.8%-ით აღემატება 2015 წლის მაჩვენებელს.

გაუმჯობესებულია ასევე აგროსურსათის ექსპორტის დივერსიფიცირების მაჩვენებელი, როგორც საექსპორტო ბაზრების, ასევე საექსპორტო პროდუქტების მრავალფეროვნების კუთხით.

2016 წელს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი დაფიქსირდა 88 სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით, ხოლო 2015 წელს – 79 ქვეყანაში.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2016 წელს 12.1 მლნ აშშ დოლარით (5.8%) გაიზარდა ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტირებული აგროსასურსათო პროდუქციის ღირებულება. ზრდა ძირითადად განაპირობა სპირტიანი სასმელების, თხილის ფქვილის, ყურძნის ნატურალური ღვინოების და მინერალური და მტკნარი წყლის ექსპორტის მაჩვენებლის მატებამ.

ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება ერაყში, სადაც ექსპორტირებული აგროსასურსათო პროდუქციის ღირებულებამ 2016 წელს 37.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2015 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 6.3 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა. 2015 წელთან შედარებით, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ექსპორტი რუსეთში (18.3 მილიონი აშშ დოლარით), უკრაინაში (13.9 მილიონი აშშ დოლარით), საფრანგეთში (11.4 მილიონი აშშ დოლარით) და სომხეთში (10 მლნ აშშ დოლარით).

ShareTweet

ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025
“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები

“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე

11/01/2025
2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025

საინტერესო

დავით ლორთქიფანიძე გერმანიის სახელმწიფო ორდენით დაჯილდოვდა

10 years ago

“ენერგიული ადამიანი ვარ და როცა ეცნობიან ჩემს შემოქმედებას, არის გაკვირვებული თვალები” – ახალგაზრდა პოეტი ანი ნოზაძე

10 years ago
“ლიგა.ნეტ”: “ზურაბ ადეიშვილს უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელობა შესთავაზეს”

“ლიგა.ნეტ”: “ზურაბ ადეიშვილს უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელობა შესთავაზეს”

11 years ago

პირობით ვადამდე 76 მსჯავრდებული გათავისუფლდა

12 years ago

ახალი ამბები

“ჩვენი სახლი აუქციონზე გაიყიდა… მამა ადამიანობას ითხოვდა და არა პრივილეგიებს. ნუთუ ზურა ყიფშიძე არ იმსახურებდა იმას, რომ მისთვის ერთხელ მაინც მოესმინათ? “ – ლენუკა ყიფშიძე
ახალი ამბები

“ჩვენი სახლი აუქციონზე გაიყიდა… მამა ადამიანობას ითხოვდა და არა პრივილეგიებს. ნუთუ ზურა ყიფშიძე არ იმსახურებდა იმას, რომ მისთვის ერთხელ მაინც მოესმინათ? “ – ლენუკა ყიფშიძე

05/19/2026

ზურა ყიფ­ში­ძის ოჯა­ხის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბულ უძ­რავ ქო­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მსა­ხი­ო­ბის ქა­ლიშ­ვი­ლი, ლე­ნუ­კა ყიფ­ში­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. "ამ პოსტს დიდი...

Read moreDetails
როგორ ეხმაურება ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე 22 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას და რას წერს ბიჭის ბაბუა – “იმ ღამეს 5 ახალგაზრდა იგივე მიზეზით დაიღუპა“

როგორ ეხმაურება ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე 22 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას და რას წერს ბიჭის ბაბუა – “იმ ღამეს 5 ახალგაზრდა იგივე მიზეზით დაიღუპა“

05/19/2026
“დათომ “მეფედრონი“ თუ რაღაც შეიყნოსა, შინ წასულა, დაწოლილა… გული გაუსკდა… ბარიგები ეძებენ ისეთ ბავშვებს, ვინც მუშაობს,  ვისი დედაც ემიგრაციაშია” – რას ჰყვება თბილისში გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა?

გადამარჩინეთ ორი შვილი მყავსო, ეხვეწებოდა ექიმებს… – რას წერს ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა მამაკაცის მეუღლე

გადამარჩინეთ ორი შვილი მყავსო, ეხვეწებოდა ექიმებს… – რას წერს ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა მამაკაცის მეუღლე

05/19/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • “ჩვენი სახლი აუქციონზე გაიყიდა… მამა ადამიანობას ითხოვდა და არა პრივილეგიებს. ნუთუ ზურა ყიფშიძე არ იმსახურებდა იმას, რომ მისთვის ერთხელ მაინც მოესმინათ? “ – ლენუკა ყიფშიძე 05/19/2026
  • როგორ ეხმაურება ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე 22 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას და რას წერს ბიჭის ბაბუა – “იმ ღამეს 5 ახალგაზრდა იგივე მიზეზით დაიღუპა“ 05/19/2026
  • “დათომ “მეფედრონი“ თუ რაღაც შეიყნოსა, შინ წასულა, დაწოლილა… გული გაუსკდა… ბარიგები ეძებენ ისეთ ბავშვებს, ვინც მუშაობს, ვისი დედაც ემიგრაციაშია” – რას ჰყვება თბილისში გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა? 05/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by