• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, December 5, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

წმინდა ანდრია კრიტელის ცხოვრება და სინანულის დიდი კანონი

9 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
წმინდა ანდრია კრიტელის ცხოვრება და სინანულის დიდი კანონი
17
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

აღდგომის მარხვა დაიწყო. მართლმადიდებლური ტაძრებში საზეიმო ფერი, შავმა შეცვალა. პირველი კვირა მსახურების მხრივ განსაკუთერბით დატვირთულია, ტარდება ყოველდღიური მსახურებები, იკითხება დიდი და მცირე სერობის, შუაღამისა და ცისკრის ჟამნები. ოთხშაბათსა და პარასკევს აღესრულება პირევლშეწირულის ლიტურგია. ეს კვირა გამორჩეულია იმით, რომ ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს  წმ. მამის, ანდრია კრიტელის სინანულის დიდი კანონი იკითხება. ეს  საგალობლების კრებულია, სადაც მთელი სიმძაფრიდაა გადმოცემული ადამინაის ცოდვილი ბუნება და ერთდროულად  სინანულითა  და იმედით ავსებს მორწმუნეს.

წმინდა ანდრია კრეტელის მოღვაწეობა

წმიდა ანდრია კრიტელი ეპისკოპოსი VI-VII საუკუნეების მიჯნაზე მოღვაწეობდა. იგი  ქალაქ დამასკოში დაიბადა. შვიდი წლის ასაკამდე ვერ ლაპარაკობდა, შემდეგ კი  ქრისტეს წმიდა სისხლთან და ხორცთან პირველად ზიარებისას განიკურნა და ამეტყველდა. თოთხმეტი წლის წმინდანმა იერუსალიმს მიაშურა და საბა განწმენდილის ლავრაში ბერად აღიკვეცა. კეთილმსახურებისა და გამორჩეული ნიჭიერებისათვის იგი იერუსალიმის საპატრიარქოს მდივნად – ნოტარიუსად დანიშნეს. 680 წელს წმიდანი მთავარდიაკვნის ხარისხში VI მსოფლიო საეკლესიო კრებას ესწრებოდა, სადაც, მართლმადიდებლური დოგმატების ღრმა ცოდნაზე დაყრდნობით ამხილა ერეტიკოსების ცრუსწავლება. კრება ახალი დამთავრებული იყო, როცა ანდრია იერუსალიმიდან კონსტანტინოპოლში გაიწვიეს და წმიდა სოფიას ტაძრის მთავარდიაკვნად დაადგინეს. შემდგომში ანდრია კუნძულ კრეტის მთავარეპისკოპოსი გახდა და აქედან მოყოლებული იწოდება კრიტელად. ნეტარი ანდრიას მიცვალების თარიღის შესახებ საეკლესიო ისტორიკოსებში აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. ზოგი 712 წელს ასახელებს, სხვები – 726 წელს.

იგი იყო  დიდი ღვთისმეტყველი, მქადაგებელი და ჰიმნოგრაფი. წმ. ანდრიამ მრავალი საღვთისმსახურო საგალობელი შექმნა. მან დაუდო სათავე ახალ ლიტურგიკულ ჟანრს – კანონს. განსაკუთრებით აღსანიშნავია „სინანულის დიდი კანონი“, რომლიც ოთხ ნაწილად იყოფა და იკითხება დიდ სერობაზე – დიდი მარხვის პირველ ოთხ დღეს. ასევე, მეხუთე კვირის ხუთშაბათს – მთლიანად.

ორშაბათის კანონის განმარტება

ანდრია კრიტელის კანონის პირველი სიტყვები ასეთია: „საით ვიწყო მე გლოვად“. ე.ი.  საიდან დავწყო მონანიება, გლოვა, გარშემო ცოდვებით ვარ მოცული! ზოგადად, ორშაბათის კანონში ადამისა და ევას ცოდვით დაცემა და ყოველი კაცის ცხოვრებაში ამ მოვლენების ანარეკლი აისახება. საგალობელი უმეტესად სინანულითა და მიტევების წყურვილითაა დატვირთული, ამიტომ აქ ნახსენებია საღვთო ისტორიიდან ცნობილი, უდიდესი დაცემები, რომელიც სინანულითა და ღვთის უსაზღვრო გულმოწყალებით აღიხოცა. პირველი დღის საკითხავი მოიცავს აგრეთვე აღსარებას, სადაც ცოდვათა მრავალგვარობა აშკარავდება. თანდათანობით შემოდის ძველი აღთქმის სახეები და ცხადდება თითოეული მათგანის სულიერი მნიშვნელობა. აქვე იხსენიება მამათმთავარი იაკობი, რომლის მიერ ხილული კიბე სულიერ და ცნობიერ სიმაღლეს მოასწავებს. ამ კიბეზე ასვლა მხოლოდ განწმენდილ დ განახლებულ სულს შეუძლია.

სამშაბათის კანონის განმარტება

სამშაბათის კანონის პირველი ექვსი გალობა ეყრდნობა საღმრთო ისტორიას – დავით წინასწარმეტყველამდე. აქ ორშაბათის პირველი გალობის – ადამისა და ევას თემა გრძელდება და აბელსა და კაენზე გადადის: „მივემსგავსე კაენს მკვლელსა“. და აბელისას „არა მივემსგავსე სიმართლესა და ძღვენი არა მოგართუენ შენ, არცა საქმე ღირსი, არცა მსხვერპლი განწმენდილი, არცა ცხოვრება უბიწო“.

აქვე აბრაამის სახე ჩნდება, რომელმაც ღმერთი გონებით იხილა. მის ძეთაგან კი ერთი განდიდდა, თავადაც მამათმთავარი გახდა და შთამომავლობას თორმეტი მამათმთავარი მისცა: ეს იყო იაკობი. მეორემ – ესავმა კი გაყიდა „სიკეთენი პირმშოებისანი და მამულისა დიდებისაგან“ განეშორა. ესავი გულისთქმას დამონებული ადამიანის სახეა, ხოლო შემდეგ ხსენებული იობი ის კაცია, ვინც ხორციელი სიმდიდრის სრული ამაოება და ღვთის სიყვარულის ფასი შეიცნო. რაც ადამიანს ასწავლის, რომ სულმა ხორციელი ზრახვები უნდა მოაკვდინოს, როგორც მოსემ მოკლა ეგვიპტელი და ამის შემდეგ სინანულით სძლია ვნებებს. სწორედ მოსეს მიბაძვაა აუცილებლი იმისათვის, რომ ადამიანმა ღმერთი იხილოს.

ოთხშაბათის კანონის განმარტება

ოთხშაბათის პირველი ექვსი გალობა ისევ მოსეს ხუთწიგნეულის თემას განავრცობს, თუმცა ახალი აღთქმის სახეებიც შემოდის და მასთან ერთად იხსენიება ღირსი დედა ცოდვის უსაზღვრო სიღრმიდან სულიერი კიბის უმაღლეს საფეხურზე ამაღლებული – წმიდა მარიამ ეგვიპტელი. ღირსი მარიამი ცხონების იმედს უნერგავს ყველას, თვით ყველაზე დამცრობილ და ცოდვით დამძიმებულ სულსაც კი. მისდამი ვედრება ჩაერთვის როგორც ოთხშაბათის, ასევე ხუთშაბათის კანონებს. აქვე ქრისტეს ჯვარცმა იხსენიება, მაცხოვრის გვერდისაგან გადმომდინარე სისხლი და წყალი, შენდობისა და ცხონების ნიშანია. ღვთის წინაშე წარდგომილი სული აცნობიერებს, რომ „ლამპარი დაშრტდა, ვითარცა უზეთო და სასძლო დაეხშა მირულებულსა“ , ხოლო შეუნანებელი სული „გარე განაგდეს“.  მეექვსე გალობაში კვლავ ჩნდება ახალი აღთქმის სახეები, აქვე კვლავ იხსენება კიდობანი აღთქმისა, როგორც ქრისტეს ეკლესიის წინასახე, ასევე ამალეკის – ბოროტი მტრის მძლეველი ისუ ნავესი.

ხუთშაბათის კანონის გამარტება

პირველი ექვსი გალობა ისევ უბრუნდება უძველეს ისტორიას, კაენის ბოროტ საქმეს მიმსგავსებულ კაცის კვლას – ლამექისაგან, ეგვიპტელი აგარისაგან ისმაილის შობას და ბოროტების საპირისპიროდ: იაკობის მიერ ცად აღმართულ კიბეს და მელქისედეკს, როგორც „სჯულიერად ცხოვრების“ მაგალითს. აქ კიდევ ერთხელ იკვეთება ურჯულო ცხოვრების შედეგი, სინანულისაკენ მოქცეული სულისათვის უკვე აღარ უნდა არსებობდეს ძველი ცოდვები.  აქ ჩნდება სამარიტელი დედაკაცის სახეც: „ბიწიან–ვყავ ტაძარი ხორცთა ჩემთა, დავაბნელე ხატება და მსგავსება, რომლითა პატივ–მეცა; დავაშავე ბრწყინვალება სულისა გემოთა ვნებათათა და მიწად გამოვაჩინე გონება; განვჰბძარე მე პირველი სამოსელი, რომელი პირველითგან მიქსოვა ღმერთმან და ვჰსძე მე შიშუელი“.

ოთხივე დღეს, კანონს ჩაერთვის ერთი და იგივე კონდაკი, სადაც კაცი საკუთარ სულს მღვიძარებისა და ღვაწლისაკენ მოუწოდებს:  „სულო ჩემო, სულო ჩემო, აღსდეგ, რასა გძინავს: აღსასრული მოახლებულ–არს, და გეგულვების აღშფოთნება. განიღვიძე, რათა შეგიწყალოს შენ ქრისტემან ღმერთმან, რომელი ყოველგან არს და ყოველსავე აღავსებს.“ კანონის ბოლოს კი წმ. ანდრია კრიტელის ტროპარი იგალობება.

ამგვარად, სინანულის დიდი კანონი მოგვითხრობს ადამინის სულის ისტორიას, რომელიც გადის განსაცდელების გზას, დგება არჩევანის წინაშე. აქ ცოდვა განხილულია არა ჩამოთვლებითა და აღრიცხვით, არამედ ბიბლიური ისტორიის ღრმა ჭვრეტით, რომელიც ჭეშმარიტად არის ისტორია ცოდვისა, სინანულისა და მიტევებისა. ამ ყოველივეს ხედვას  კი მორწმუნე სულ სხვა სულიერ საფეხურზე აჰყავს.

შეგახსენებთ, რომ დიდ მარხვის  პირველ შაბათს აღინიშნება ხსენება წმ. დიდმოწამე თეოდორე ტირონისა. ამ დღეს ტაძრებში იკურთხება კოლიო. ხოლო პირველ კვირას აღინიშნება მართლმადიდებლობის ზეიმი, დღე როდესაც საბოლოოდ გაიმარჯვა მართლმადიდებლობამ და დაიგმო ხატმებრძოლობა.

 წყარო: www.orthodoxy.ge

სოფიკო ნინიკაშვილი

 

fb-share-icon
Tweet
Share7Tweet4

ახალი ამბები

21 ნოემბერს მთავარანგელოზობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

21 ნოემბერს მთავარანგელოზობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

11/21/2025
რუმინეთში მსოფლიოში ყველაზე დიდი მართლმადიდებლური ტაძარი გაიხსნა – რა დაჯდა გრანდიოზული კათედრალის მშენებლობა?
ახალი ამბები

რუმინეთში მსოფლიოში ყველაზე დიდი მართლმადიდებლური ტაძარი გაიხსნა – რა დაჯდა გრანდიოზული კათედრალის მშენებლობა?

10/28/2025
„ადგომის დროს და ძილის წინ… ეს ყველა ავადმყოფობის წამალია“ – განკურნების მეთოდი მამა ვიტალის წერილიდან
ახალი ამბები

„ადგომის დროს და ძილის წინ… ეს ყველა ავადმყოფობის წამალია“ – განკურნების მეთოდი მამა ვიტალის წერილიდან

10/15/2025
“სიყვარული არის ის, რისი სწავლებაც უნდოდა ყველაზე მეტად იესო ქრისტეს თავისი მოწაფეებისთვის” – მეუფე შიო
ახალი ამბები

“სიყვარული არის ის, რისი სწავლებაც უნდოდა ყველაზე მეტად იესო ქრისტეს თავისი მოწაფეებისთვის” – მეუფე შიო

05/05/2025
“არასოდეს იომოთ საქართველოსთან, ამით თქვენ შეებრძოლებით დედას ღვთისას…” – 15 იანვარი ღირსი სერაფიმე საროველის ხსენების დღეა
ახალი ამბები

“არასოდეს იომოთ საქართველოსთან, ამით თქვენ შეებრძოლებით დედას ღვთისას…” – 15 იანვარი ღირსი სერაფიმე საროველის ხსენების დღეა

01/15/2025
ქაშუეთის ტაძარი ღიაა თითოეული ადამიანისთვის, იქ იმყოფებიან სასულიერო პირები და საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ დროს დაეხმარებიან მოქალაქეებს – საპატრიარქო
ახალი ამბები

ქაშუეთის ტაძარი ღიაა თითოეული ადამიანისთვის, იქ იმყოფებიან სასულიერო პირები და საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ დროს დაეხმარებიან მოქალაქეებს – საპატრიარქო

12/01/2024

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025
  • „ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა 12/02/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In