• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, June 28, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

როგორ მოვუაროთ თავს? – კოსმეტოლოგის რჩევები

9 years ago
კატეგორია: რჩევები, საზოგადოება
A A
როგორ მოვუაროთ თავს? – კოსმეტოლოგის რჩევები
11
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ამბობენ, მთავარი არა ადამიანის გარეგნობა, არამედ მისი შინაგანი სამყაროაო, მაგრამ იმ ფაქტს, რომ ნებისმიერი პიროვნება გარშემომყოფებზე პირველ შთაბეჭდილებას სწორედ თავისი ვიზუალით ახდენს, ვერსად გავექცევით. ადამიანებში, განსაკუთრებით ქალებში, თავის მოვლა ერთ-ერთი უპირველესია. მათ ნაწილს, შეიძლება მაკიაჟის ხმარება არ ხიბლავდეს, მაგრამ ის ელემენტარული წესები, რომლითაც კანის თუ სახის მოვლა და გაახალგაზრდავებაა შესაძლებელი, ყოველი მათგანისთვის ერთობლ საინტერესოა.

სილამაზე, ცხადია, აღქმადი ცნებაა.  ადამიანი, თავდაპირველად, საკუთარი ვიზუალით თავად უნდა იყოს კმაყოფილი, რაც შემდგომ გარშემომყოფებზეც მოახდენს გავლენას. მართალია, სილამაზეს კონკრეტული რეცეპტი არ გააჩნია, მაგრამ ფორმაში ყოფნის მთავარ ნიუანსებისა და თავის მოვლის საშუალებების შესახებ „თბილისი თაიმსს“ ექიმი, დერმატო-კოსმეტოლოგი – მარიამ წიკლაური ესაუბრა.

კანის მოვლის დაწყება რა ასაკიდანაა რეკომენდირებული?

– ამ კითხვას ძალიან ხშირად მისვამენ. ჩვენი კანი ასაკის მიუხედავად რეგულარულ ზრუნვას  მოითხოვს. უნდა ითქვას, რომ კანის იდეალურ მდგომარეობაში  შენარჩუნება, კანის შემდგომ არსებულ პრობლემებთან ბრძოლასთან შედარებით უფრო მარტივია. სილამაზის შენარჩუნებაზე კი, უკვე 25 წლიდან აქტიურად უნდა დავიწოთ ზრუნვა. ამ ასაკიდან ორგანიზმში  გარკვეული აქტიური პროცესების შენელება იწყება. ცუდი ეკოლოგია, არასწორი კვება, სუფთა ჰაერის ნაკლებობა, სტრესი, მავნე ჩვევები, კომპიუტერული დასხივება – ეს ყველაფერი კომპლექსურად კანის გაუწყლოვანებასა და დაბერებას იწვევს, რის შედეგადაც, პირველი მიმიკური ნაოჭები ჩნდება.

მომართვიანობა როგორია? მამაკაცები კოსმეტოლოგს რამდენად მიმართავენ?

– ადამიანების უმრავლესობას სურს, რომ კარგად გამოიყურებოდნენ. დღეს კოსმეტოლოგთან სიარული ისეთივე ჩვეულებრივი მოვლენაა, როგორც სტომატოლოგთან ან ნებისმიერ სხვა ექიმთან ვიზიტია. ასე რომ, მინდა ავღნიშნო, რომ ეს სფერო  ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ პოპულარულია.  რაც შეეხება მამაკაცებს, მათი ძირითადი შემაწურებელი პრობლემა-თმის ცვენაა, რასაც მეზოთერაპიისა და პლაზმოთერაპიის მეშვეობით აქტიურად ვებრძვით.

კლიენტებს უმეტესად რა ჩივილები აწუხებთ?

– სიმშრალე, გამონაყარი, პიგმენტური ლაქები, ტუჩის ფორმა, ცხვირ-ტუჩის ნაოჭი, ოვალისა და ელასტიურობის დაკარგვა.

სახის გაწმენდის პროცედურა რამდენად ეფექტურია, ნებისმიერი კანის შემთხვევაში თუ არის რეკომენდირებული?

– სახის გაწმენდა კანის გაახალგაზრდავების ან მკურნალობის პროგრამების განუყოფელი ელემენტია. ეს ძალიან პოპულარული პროცედურაა, რომლის ეფექტურობა წმენდის სახეობაზე (მექანიკური, აპარატული, ქიმიური, ულტრაბგერითი, ვაკუუმით), ინტენსიობა კი კანის ტიპზეა დამოკიდებული.

სახლის პირობებში როგორ შეიძლება მოვუაროთ კანს?

– სახლის პირობებში კანის მოვლა ყველაზე მთავარი ეტაპია, რადგან კოსმეტოლოგთან რა პროცედურებზეც არ უნდა დადიოდეთ თუ კანს ყოველდღე  სათანადოდ არ მოუვლით, მათი ეფექტი მალევე გაივლის. უმჯობესია გამოიყენოთ პროფესიული კოსმეტიკური ხაზი, რომლის არჩევაში  კოსმეტოლოგი თქვენი კანის ტიპის და პრობლემიდან გამომდინარე დაგეხმარებათ.

ყველაზე მეტად 3 პუნქტს უნდა მივაქციოთ ყურადღება:

1) 22 წლიდან თვალების ქვეშ  კრემის წასმაა აუცილებელი. თვალის კანი ძალიან თხელი და მშრალია,  მას დაცვა და დატენიანება სჭირდება. თვალქვეშ ხშირად შეშუპება ჩნდება . ამ შემთხვევაში კანი  გადაჭიმულია, რაც ნაოჭების გაჩენას უწყობს ხელს.

 2) კრემის წასმა დღეში 2-ჯერ არის რეკომენდირებული.  დილით უმჯობესია  საცხის მცირე რაოდენობა სველ კანზე დაიტანოთ, საღამოს კი, უფრო მეტი რაოდენობით წაისვათ, თანაც მშრალ კანზე.

 3) სახის კანის სწორი დაბანა – წყალი უნდა იყოს აუცილებლად თბილი. ცხელი წყალი კაპილარებს აფართოებს და  ცხიმიანობას იწვევს . ცივი წყალი კი, პირიქით,  სისხლძარღვებს ავიწროვებს და აშრობს კანს.

ხშირად ხდება, რომ სახის კანის დაზიანებას თავად ჰიგიენური საშუალებები უზრუნველყოფს. ამის შესახებ რას გვეტყვით?

– სრულიად გეთანხმებით. ხშირ შემთხვევაში, კანის ნაადრევი დაბერების ან გამონაყარის მიზეზი, არასწორად შერჩეული მოვლის საშუალებებია.

ქალებში სახიდან თმის საფარის მოშორების პრობლემა ერთ-ერთი აქტუალურია. ეპილაცია  რამდენად ამართლებს, და ზოგადად, ყველაზე ეფექტური პროცედურა რომელია?

– ამ პრობლემის გადასაწყვეტად 3 მეთოდი არსებობს: ლაზერული, ფოტო და ელექტრო ეპილაცია. პროცედურის ტიპი ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს,  რაც ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული: კანის ფოტოტიპი, თმის ფერი, პაციენტის ჰორმონალური ფონი და სხვ.

 ადამიანები, განსაკუთრებით ქალები, ხშირად უჩივიან უხარისხო, მტვრევად ფრჩხილებს. რა რეკომენდაციებს მისცემდით მათ?

– მტვრევადი ფრჩხილების პრობლემა გამოწვეულია გარე – (ქიმიური ხსნარები, უხარისხო ლაქი) ან შინაგანი (მიკროელემენტების და ვიტამინების ნაკლებობა, ჰორმონალური დარღვევები) ფაქტორების ზემოქმედებით.

რაც შეეხება რეკომენდაციებს:

  • აუცილებლად გამოიყენეთ ხელის კრემი და ზეთები (ნუშის ან გულყვითელას ზეთი).
  • ლაქის მოსაცილებელი ხსნარი არ უნდა შეიცავდეს აცეტონს, რადგან ძალიან ნეგატიურად მოქმედებს ფრჩხილებზე.
  • საჭიროა ჯანსაღი კვება, უნდა მიიღოთ ვიტამინებისა და მიკროელემენტების საკმარისი რაოდენობა.
  • სასურველია ხელის აბაზანები ზღვის მარილით.

 რას ურჩევთ ქალებს, როგორია თქვენეული სილამაზის რეცეპტი?

– დალიეთ წყალი, შეარჩიეთ სწორი მოვლის პროგრამა და გაიღიმეთ.

ნინო ზარიძე

 

 

 

 

Share4Tweet3

ახალი ამბები

არუნ ხათრი კიბოს, კისტების და ანთების საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს
ახალი ამბები

არუნ ხათრი კიბოს, კისტების და ანთების საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

06/10/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026
ტელევიზორი სახლის კინოთეატრის მოსაწყობად
ახალი ამბები

ტელევიზორი სახლის კინოთეატრის მოსაწყობად

05/05/2026
5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
მწვადის ეს ნაწილი არასდროს მიირთვათ და სხვასაც აუკრძალეთ – გიორგი ღოღობერიძის სასარგებლო რჩევა
ახალი ამბები

მწვადის ეს ნაწილი არასდროს მიირთვათ და სხვასაც აუკრძალეთ – გიორგი ღოღობერიძის სასარგებლო რჩევა

03/06/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026

საინტერესო

საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამში — 85

6 years ago
საქართველოს საჯარო სკოლები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გარემონტდება

საქართველოს საჯარო სკოლები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გარემონტდება

12 years ago
50 000 დევნილი თავს გაეროს აფარებს

50 000 დევნილი თავს გაეროს აფარებს

13 years ago
ქართული რესტორანი რომლის დამფუძნებელი 10 შვილიანი ოჯახია

ქართული რესტორანი რომლის დამფუძნებელი 10 შვილიანი ოჯახია

10 years ago

ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა
ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა

06/26/2026

პარლამენტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისმიტროპოლიტი შიო III მივიდა. პატრიარქი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენას...

მეტის ნახვაDetails
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

06/26/2026
თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

06/25/2026
„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა 06/26/2026
  • ვრცელდება პატრიარქის მიმართვა 06/26/2026
  • თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა 06/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by