• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, August 26, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

შემოსავლის წყაროდ ქცეული მეორეული (მეორადი) ბაზარი

9 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
შემოსავლის წყაროდ ქცეული მეორეული (მეორადი) ბაზარი
21
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

არაფერი აბერებს ისე, როგორც ძვირფასი სამოსი-წერდა კოკო შანელი. რაც იმას ნიშნავს, რომ სულაც არაა აუცილებელია, ერთ კაბაში მთელი ხელფასი გადაიხადო, იმისთვის რომ მოდურად და ლამაზად გამოიყურებოდე.

ვინტაჟი, სამოსი წარსულიდან, სამოსი რომელიც არ ჰგავს ყველას. ფერადი და განსხვავებულია. სწორედ ამიტომ, ის ბევრ ადამიანს იზიდავს. გრადა ამისა, მთავარი ფაქტორი რის გამოც ადამიანები მეორეულ მაღაზიებს აკითხავენ მისი დაბალი და საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასებია. „თბილისი თაიმსი“ მოგიყვებათ რამდენად რამდენად მაღალია კონკურენცია მეორეული ტანსაცმლის მაღაზიებში და როგორია ფასები.

დღეს საქართველოში უამრავი  მეორეული მაღაზია, სადაც ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების ადამიანს შეუძლია საკუთარი გემოვნების შესაბამისი ტანსაცმლის პოვნა. უამრავი ადამიანი სწორედ მეორეულ მაღაზიაებს აკითხავს განსხვავებული, ხარისხიანი და ამავე დროს იაფი ტანსაცმლის საყიდლად.  თუ შევიხედავთ მეორეული ტანსაცმლის მაღაზიებში ვნახავთ, რომ მიუხადავად კონკურენციისა, თითოეულ მათგანს დიდი რაოდენობით ჰყავს მომხმარებელი.

თითქმის ორი ათეული წლის  წინ  საქართველოში ჰუმანიტარული სახით შემოსული  ევროპული, მეორეული ტანსაცმელი ადგილობრივ ბაზარზე შემოსავლის ერთ-ერთ სარფიან წყაროდ იქცა და დღემდე ასე გრძელდება. ევროპული ბრენდების, ჭრელი და ხარისხიანი, მაგრამ მეორეული ტანსაცმელი ადგილობრივ მოსახლეობაში დიდი პოპულარობით ვრცელდება. მით უმეტეს, რომ ტანსაცმლის ქართულ ბაზარზე ევროპული ბრენდების უამრავი მაღაზიაა.

მეორადი ტანსაცმლის მაღაზიები, სხვადასხვა მიმზიდველი სახელწოდებით – ”ბრიტანული ბრენდები”, ”ევროპული ტანსაცმელი”, ”H&M” – მალე სოკოებივით მოედო დედაქალაქისა თუ საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩებს. ერთ-ერთი ქვეყანა, საიდანაც საქართველოში მსგავსი სახის ”ჰუმანიტარული დახმარება” ჩამოდის, დიდი ბრიტანეთია.

მანანა თალაკვაძე, მეორეული მაღაზიის გამყიდველი: “საქონელი ძირითადად, ევროპის ქვეყნებიდან შემოდის. ინგლისიდან შემოსული სამოსი ყველაზე ხარისხიანია. ჩვენთან ყველა ასაკის ადამიანისთვის იძენენ ტანსაცმელს: ბავშვით დაწყებული, მოხუცით დამთავრებული. განსაკუთრებით “თინეიჯერები” აქტიურობენ და ფასზე მგრძნობიარენიც არიან. მუდამ ითხოვენ, რომ სამოსი ორიგინალური იყოს. საქონელს დეზინფექცია თავისივე ქვეყანაში უკეთდება და კონტეინერებით საქართველოში ამის შემდეგ იგზავნება. ამიტომაცაა, ტანსაცმელს სპეციფიკური სუნი რომ აქვს. ჩვენ მეორედი ტანსაცმის საწყობებიდან მოგვაქვს უკვე საქართველოში შემოსული ფუთები. ამიტომ არ ვიცი რა ჯდება მისი განბაჟება. რაც შეეხება საწყობის ფასებს. აქ განსხვავებული ფასებია ხარისხის მიხედვით. კარგი ხარისხის, თითქმის ახალი ტანსაცმელი ფუთა 70-80  ლარი ღირს, შედარებით დაბალი ხარისხის ტანსაცმელი 50-60 ლარი. არის ტანსაცმელი, რომელიც ფუთა 30-40 ლარიც ღირს.”

გულო აფციაური, მეორეული მაღაზიის გამყიდველი: “ძალიან მნიშვნელოვანი და ცნობილი ბრენდები ამოდის ფუთებში. მაგალითად ლევისის ჯინსები, ზარას ტანსაცმელი  და კიდევ ბევრი ცნობილი დიზაინერის  მიერ შექმნილი სამოსი. ყველას თავისი მომხმარებელი ჰყავს. მიუხადავად იმისა, რომ თბილისში ძალიან ბევრი „მეორადების“ მაღაზიაა და კონკურენციაც საკმაოდ დიდი, არასდროს ვუჩივი მომხმარებლების ნაკლებობას. განსაკუთრებით კარგი ხარისხის ტანსაცმელზე. ხშირად, სრულიად ახალი ტანსაცმელიც ამოდის. რა თქმა  უნდა, ბრენდულ მაღაზიებთან შედარებით ჩვენთნ ახალი ტანსაცმელიც ბევრად იაფი ღირს. სწორედ ამიტომ მოსწონთ მომხმარებლებს ტანსაცმლის ჩვენთან არჩევა. ზუსტად ისეთის პოვნა შეუძლიათ, როგორასაც ეძებენ. სწორედ დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობის გამოა, რომ ჩვენს მაღაზიებს ცნობილი ადამიანებიც კი სტუმრობენ. მაღალი ტანსაცმლის შეზენა 40-50 ლარით ნაკლებ ფასად შეუძლიათ. მაგალითად, ბრენდის შარვალში თუ უნდა გადაიხადონ 100 და უფრო მეტიც, ჩვენთან იმავე და შესაძლოა უკეთესი ხარისხის შეძენა 40-30 ლარადაა შესაძლებელი. თანა სრულიად უსაფრთხოა „მეორადებში“ ტანსაცმლის შეძენა. უკვე ხუთი წელია აქ ვმუშაობ და არავის უთქვამს რომ რაიმე დაემართა.“

თამარ ჯანელიძე, მეორეული მაღაზიის გამყიდველი: “დღეს მეორეული ბაზარი შემოსავლის საუკეთესო წყაროა. ვინაიდან, ტანსაცმლის მიღება საკმაოდ დაბალ ფასად არის შესაძლებელი და ასევე მომხმარებელიც საკმოად ბევრია. ამიტომ  თბილისის უბანს ვერ ნახავთ, სადაც არ იყოს მეორეული მაღაზია. ფასები ხელმისაწვდომია და არჩევანის დიდი თავისუფლებაა. ეს მაღაზიები მათთვისაა, ვისაც უნდა განსხვავებულად გამოიყურებოდეს. ძირითადად ახალგაზდები აკითხავენ ჩვენს მაღაზიებს, თუმცა ყველა ასაკის მომხმარებელს შეხვდებით. ყველაზე ხშირად ტანსაცმელი დიდი ბრიტანეთიდან ჩამოდის, ყველაზე ხარისხიანიცაა და ცოტა ძვირიცაა მათი ფუტებით შეძენა. გააჩნია რას ყიდულობ და ფუთების ფასიც განსხვავებულია, შესაძლოა ფუთაში 200 ლარიც გადავიხადოთ, თუ იქ კარგი ხარისხის ტანსაცმელია.

აღმოჩნდა რომ, ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავები ლარა სპენსერი, ლეონარდო დიკაბრიო, ჯულია რობერტსი უპირატესობას „Second Hand-ს“ ანიჭებენ  და ამას არც მალავენ.  მიუხადავად იმისა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ ბევრ ადამიანს რცხვენია იმის, რომ მეორეულ სამოსს მოიხმარს, უმეტესი მათგანი მაინც მეორეულ მაღაზიებში იცვამს მათ შორის არიან „სელებრითებიც“.”

დაბოლოს, ისევ კოკო შანელს  დავამთავრებ. “გახსოვდეთ, საუკეთესო ტანსაცმელი ისაა, რაც თქვენ გიხდებათ”.

მარიამ ლეკიაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

Share8Tweet5

ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025
“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები

“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე

11/01/2025
2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025

საინტერესო

„მონტენეგრო, როგორც ნატოს ახალი წევრი ქვეყანა, საქართველოს ახალი მეგობარია“ – ლევან იზორია

8 years ago

”პატრიოტები” თურქეთში რჩება

13 years ago
ტრეფიკინგში ბრალდებულ თურქეთის  მოქალაქეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პროკურატურამ უკანონოდ მსჯავრდებული პოლიტპატიმრების განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო

9 years ago

ეროს რამაზოტი: „ეს კონცერტი მინდა მივუძღვნა დიდი მაესტროს – პრინცის ხსოვნას”

10 years ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by