• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, July 3, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ქართველ მწერალს მსოფლიოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ლიტერატურულ პლატფორმაზე „Das Blaue Sofa“ უმასპინძლებენ

9 years ago
კატეგორია: კულტურა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

პირველად ქართული ლიტერატურის ისტორიაში, ქართველ მწერალს მსოფლიოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ლიტერატურულ პლატფორმაზე „Das Blaue Sofa“ უმასპინძლებენ. ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, 23-26 მარტს,  2017 წლის ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე  ქართული ლიტერატურა 15 ქართველი ავტორითა და 15-მდე ახალი გერმანულენოვანი გამოცემით წარდგება.

პროგრამა დატვირთულია სხვადასხვა ფორმატისა და შინაარსის ლიტერატურული ღონისძიებით და გამოირჩევა ჟანრობრივი მრავალფეროვნებით. წარდგენილი იქნება როგორც თანამედროვე, ასევე კლასიკოსი ავტორების შემოქმედება, პოეზია და პროზა, რომანები, მოთხრობები, ესეები, დრამატურგია. ოთხი დღის განმავლობაში დაგეგმილი 20-მდე ღონისძიება როგორც ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე, ასევე ქალაქის ცნობილ ლიტერატურულ  სალონებში გაიმართება.

საკუთარ ნაწარმოებებს გერმანელ მკითხველს ნაირა გელაშვილი, ანა კორძაია-სამადაშვილი, ბასა ჯანიკაშვილი, ეკა ქევანიშვილი, გიორგი ლობჟანიძე, ნიკა ჯორჯანელი, დიანა ანფიმიადი, ბესო ხვედელიძე, აბო იაშაღაშვილი, ბელა ჩეკურიშვილი, დათო ბარბაქაძე მთარგმნელებთან, გერმანელ გამომცემლებთან და უცხოელ მოდერატორებთან ერთად გააცნობენ. გაიმართება მიხეილ ჯავახიშვილის, ბადრი გუგუშვილისა და შოთა ჩანტლაძის ახალი გერმანულენოვანი გამოცემების პრეზენტაციები. გერმანულ საზოგადოებას ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი, რედაქტორი და გამომცემელი ბარბარა ვაიდლე და ქართველი მწერალი დავით გაბუნია ქართულ დრამატურგიას თეატრალიზებული კითხვის ფონზე წარუდგენენ.

ლაიფციგში მიწვეულია „ცოცხალი წიგნებიც“ – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტის 2 მონაწილე პოეტი ეკა ქევანიშვილი და ნიკოლოზ ჯორჯანელი 24  მარტს, წიგნის ბაზრობაზე  გერმანელ მკითხველთან შეხვედრას გამართავენ; მოეწყობა  პოეზიის საჯარო კითხვა გერმანულ ენაზე.

მნიშვნელოვანია, რომ წელს პირველად ლაიფციგის წიგნის ბაზრობის პრესტიჟული ლიტერატურული პლატფორმა „Das Blaue Sofa“ თანამედროვე ქართველ მწერალს ნაირა გელაშვილს უმასპინძლებს. ავტორი საკუთარ შემოქმედებაზე ისაუბრებს და რომანის „მე ის ვარ“ უახლეს გერმანულენოვან თარგმანს წარადგენს, რომელიც ცნობილმა და გავლენიანმა გამომცემლობამ Verbrecher Verlag Jörg Sundermeier გასული წლის ბოლოს გამოსცა.

ქართული საბავშვო ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით, ლაიფციგის წიგნის ბაზრობის ფარგლებში გაიმართება „ბიზნეს ლანჩი“, სადაც ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები 15-მდე გერმანელ გამომცემელს ქართველ საბავშვო ავტორებს გააცნობენ. ქართული ლიტერატურის გაცნობისა და ინტერესის გაზრდის მიზნით, 2018 წელს ფრანკფურტის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროგრამის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით დაგეგმილია ცენტრის ხელმძღვანელის მედეა მეტრეველის შეხვედრები უცხოელ გამომცემლებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან.

მარტში, გერმანიაში დაგეგმილი ქართული ლიტერატურული პროგრამის ფარგლებში, ბერლინის ცნობილ ლიტერატურულ სივრცეებში დაგეგმილია ზაზა ბურჭულაძის „ტურისტის საუზმის“ (გამომცემლობა Blümenbar/Aufbau), აბო იაშაღაშვილის „როიალ მერის“ (გამომცემლობა Edition. FotoTAPETA) და ანა კორძაია-სამადაშვილის „ვინ მოკლა ჩაიკას“ (გამომცემლობა Hans Schiler) ახალი გერმანულენოვანი გამოცემების პრეზენტაციები.

ლიტერატურული ღონისძიებები საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლის აღნიშვნის ფარგლებში იმართება. ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე საქართველო ეროვნული სტენდით მეექვსე წელია მონაწილეობს. გერმანიაში ქართული ლიტერატურული პროგრამა გერმანელი გამომცემლების მხარდაჭერით ხორციელდება.

ShareTweet

ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა
ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა

10/14/2025
მსახიობი სოსო გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა
ახალი ამბები

მსახიობი სოსო გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა

12/10/2024
„აზიური ოსკარი“ ჩვენია! – დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

„აზიური ოსკარი“ ჩვენია! – დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო

11/14/2024
„საქართველოში, გრანპრი მოგვაქვს“ – ოთო ბაზერაშვილის წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე
ახალი ამბები

„საქართველოში, გრანპრი მოგვაქვს“ – ოთო ბაზერაშვილის წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე

11/01/2024
ვიდეო: ,,ეს ბავშვი არ არის დედამიწელი!…გენიალურია” – ანდრია ფუტკარაძემ და გიგაშამ ,,ჩემს სიმღერას ვინ გაიგებს” შეასრულეს
ახალი ამბები

ვიდეო: ,,ეს ბავშვი არ არის დედამიწელი!…გენიალურია” – ანდრია ფუტკარაძემ და გიგაშამ ,,ჩემს სიმღერას ვინ გაიგებს” შეასრულეს

04/12/2024
ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა
ახალი ამბები

ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა

04/07/2024

საინტერესო

მხოლოდ ისრაელს არ მოსწონს

მხოლოდ ისრაელს არ მოსწონს

13 years ago

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს ეწვევა

10 years ago
საკანონმდებლო ორგანო ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის პროექტს უბრუნდება

2016 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა

11 years ago
თელავში, ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ახალგაზრდა ემსხვერპლა

თელავში, ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ახალგაზრდა ემსხვერპლა

2 years ago

ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა
ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026

ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე დუშეთის პოლიციამ 1 პირი დააკავა. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა დუშეთში, ერთ-ერთი სუპერმარკეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღის...

მეტის ნახვაDetails
გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026
არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

07/01/2026
საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა

საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა

07/01/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა 07/02/2026
  • გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად 07/01/2026
  • არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს 07/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by