• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 1, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“საქართველოს მიზანია, უმასპინძლოს საერთაშორისო შეჯიბრს ზამთრის სპორტის სახეობებში” – გიორგი კვირიკაშვილი

9 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპისა და აზიის მთის კურორტების მესამე კონფერენციას მასპინძლობს, რომელშიც 40-ზე მეტი ქვეყნის 300-მდე დელეგატი მონაწილეობს.

კონფერენციის მონაწილეებს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიმართა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძლობა დიდი პატივია საქართველოსთვის, რომელიც თავისი უძველესი ტრადიციებითა და ისტორიით სამართლიანად ამაყობს.

გიორგი კვირიკაშვილმა საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბოლო წლებში საქართველოსა და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას შორის ურთიერთობები დინამიურად ვითარდება, რისთვისაც ორგანიზაციის გენერალურ მდივან ტალებ რიფაის მადლობა გადაუხადა.

„საქართველოს წილად ხვდა პატივი, ემასპინძლა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ღვინის ტურიზმის პირველი გლობალური კონფერენციისთვის. ეს იყო მართლაც მნიშვნელოვანი და სიმბოლური მოვლენა, რადგანაც მეღვინეობის ტრადიციებს საფუძველი სწორედ საქართველოში ჩაეყარა 8 000 წლის წინ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ევრაზიის მთის კურორტების მესამე კონფერენციის მასპინძლობით, საფუძველი ეყრება კიდევ ერთ მნიშვნელოვან წამოწყებას, რითაც საქართველო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მთის კურორტების განვითარებას.

„მე ყოველთვის აღვნიშნავ, რომ მაქვს ორი მნიშვნელოვანი თანამდებობა – პირველი – წილად მერგო დიდი პატივი, ვიყო ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და მეორე –  სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარების პროექტების მენეჯერი. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ქვეყნის 65%-ზე მეტი მთაგორიანია და მთავრობა აქტიურად ავითარებს მთის კურორტებს, რათა ამ რეგიონებში გაჩნდეს წინსვლის მეტი შესაძლებლობა. სხვადასხვა კვლევის თანახმად, საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე ტურიზმიდან 300 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ოდენობის შემოსავლების მიღების შესაძლებლობა არსებობს. ამის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ თავი მოუყარა მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს და მიმართა ისინი ჩვენი მთის კურორტების განვითარებისკენ, ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ჩათვლით. ჩვენ გავხსენით ორი ახალი სათხილამურო კურორტი – გოდერძი და თეთნულდი და შევქმენით ინვესტირებისთვის ხელსაყრელი გარემო, რისთვისაც უზრუნველვყავით გამარტივებული პროცედურები, დაბალი გადასახადები და სხვადასხვა წამახალისებელი მექანიზმი. გარდა ამისა, მთავრობამ წარმატებით გამოიყენა საჯარო-კერძო პარტნიორობის პოტენციალი, რის შედეგად, სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარებაში კერძო სექტორის ჩართულობით, სამთო კურორტები მოიზიდავს დამატებით ინვესტიციებს სხვადასხვა პროექტის განსახორციელებლად. ერთ-ერთი ასეთი მსხვილი ინვესტორი ბაკურიანის „კოხტა-მიტარბის“ პროექტის ფარგლებში არის დღევანდელი კონფერენციის გენერალური სპონსორი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა სხვადასხვა კურორტის გენერალური გეგმის შემუშავების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კანადური კომპანია Ecosign Mountain Planners -ის მიერ უკვე მომზადებულია გუდაური-კობის გენერალური გეგმა; ხოლო კიდევ ოთხი კურორტის – ბაკურიანის, თუშეთის, მესტისა და ბახმაროს გენერალური გეგმები ამჟამად მუშავდება.

პრემიერის თქმით, ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს, რათა საქართველოს მთის კურორტები ზამთარ-ზაფხულ დატვირთული იყოს და მთელი წლის განმავლობაში ტურისტებს ჰქონდეთ ლაშქრობებში,  გასართობ თუ სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის შესაძლებლობა.

„აღსანიშნავია, რომ ჩვენმა შრომამ უკვე მოიტანა მნიშვნელოვანი შედეგი და დღეს ჩვენ უკვე ვიღებთ საგრძნობ დივიდენდებს – ბოლო ხუთი სეზონის განმავლობაში საქართველოს სამთოსათხილამურო კურორტების სტუმართა რიცხვი 800%-ით გაიზარდა. სასიხარულოა, რომ ეს ტენდენცია დღესაც გრძელდება და ამ სეზონზე 49%-იანი ზრდა დაფიქსირდა. გარდა ამისა, საქართველოს მიზანია, უმასპინძლოს საერთაშორისო  შეჯიბრს ზამთრის სპორტის სახეობებში. ამ მიზნით, ჩვენ ძალ-ღონეს არ ვიშურებთ გამართული მთის სათხილამურო კურორტების განსავითარებლად და ყველა პროექტის განსახორციელებლად საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების მიმართულებით ხელისუფლების მიერ გაწეულ ძალისხმევაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თანმიმდევრული და ეტაპობრივი მიდგომის შედეგად, საქართველოში საერთაშორისო სტუმრების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

„2016 წელს ქვეყანაში დაფიქსირდა რეკორდი – 6,3 მილიონი ტურისტი, ხოლო ტურიზმიდან შემოსავლებმა 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეთათვის, რომელიც ევროკავშირმა სულ ახლახან დაამტკიცა, არის უმნიშვნელოვანესი მიღწევა, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავებს და წაახალისებს ადამიანებს შორის კონტაქტებს, ბიზნესურთიერთობებსა და ტურიზმს“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივან ტალებ რიფაის, ბოლო რვა წლის განმავლობაში მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის გასაძლიერებლად და განსავითარებლად გაწეული ძალისხმევისთვის, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

„სწორედ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციისა და პირადად თქვენმა ლიდერობამ უზრუნველყო ძლიერი მუხტი ამ სექტორის განვითარებაში, რის შედეგადაც მან წარმატებული საქმიანობის ახალ საფეხურს მიაღწია. პატივცემულო ბატონო რიფაი, თქვენ ხართ ნამდვილი მსოფლიო მოქალაქე! ჩვენ, ქართველები, დარწმუნებულნი ვართ, რომ ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის დასახელებით გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ეს სექტორი მომავალშიც გააგრძელებს დინამიურად განვითარებას, ხოლო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია კიდევ უფრო გაძლიერდება და მხარს დაუჭერს ყველა ქვეყანას, ასოცირებულ თუ შვილობილ ორგანიზაციას. დარწმუნებული ვარ, არჩევის შემთხვევაში, ელჩი პოლოლიკაშვილი იქნება ღირსეული მემკვიდრე, რომელიც სათანადოდ შეასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. გამოვთქვამ იმედს, რომ საერთაშორისო საზოგადოება მას მხარს დაუჭერს“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა კონფერენციის მონაწილეებს პროდუქტიული მუშაობა უსურვა და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას უმნიშვნელოვანესი ღონისძიების საქართველოში ჩატარების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა. ტალებ რიფაიმ ესპანეთში გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

„პრემიერ-მინისტრო, ჩემთვის უდიდესი პრივილეგია და პატივია თქვენი ხელახლა ხილვა. საქართველოში გამართულ ჩვენს შეხვედრებთან დაკავშირებით ჯერ კიდევ შესანიშნავი მოგონებები მაქვს. იგივე შეიძლება ითქვას ჩვენს შეხვედრაზე გასულ იანვარს მადრიდში, როდესაც თქვენ ყველაზე ნამდვილად წარუშლელი, შესანიშნავი შთაბეჭდილება მოახდინეთ. დიდი მადლობა ჩვენთან ყოფნისთვის. თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც პირადად შეუერთდა საერთაშორისო კონფერენციას „ევროპის ტურიზმი მდგრადი განვითარებისთვის“ და თქვენ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ძვირფასი პარტნიორი ბრძანდებით. თქვენთან თანამშრომლობა წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. თქვენ ნამდვილი სახელმწიფო მოღვაწე ბრძანდებით და ჩვენ აღფრთოვანებით ვადევნებთ თვალს თქვენ ყველა ნაბიჯს და მთელი თქვენი გუნდის აქტივობებს. თქვენი აქ ყოფნა, პრემიერ-მინისტრო, ძლიერი და ნათელი გზავნილია, რომელიც ჩვენ გვესმის, პატივს ვცემთ და ვაფასებთ. ტურიზმის განვითარების არც ერთი წინაპირობა არ იქნება ეფექტური, თუ პოლიტიკურ ლიდერებს ამის არ სწამთ. ჩვენს პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით, ამ კუთხით თქვენ შესანიშნავი ლიდერი ბრძანდებით. დიდი მადლობა, პრემიერ-მინისტრო“, – მიმართა ტალებ რიფაიმ გიორგი კვირიკაშვილს.

გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია  საქართველოსთან უაღრესად მნიშვნელოვანი, ხანგრძლივი, და თვალსაჩინო თანამშრომლობით ამაყობს.

ტალებ რიფაის შეფასებით, ეს პარტნიორობა ემყარება ერთიან ხედვას, რომლის თანახმადაც ტურიზმს ტრანსფორმაციული უნარი, ხალხისა და პლანეტისათვის უკეთესი მომავლის შექმნის პოტენციალი აქვს.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევისა და ხედვის ეფექტურობაზე სამი უმნიშვნელოვანესი მიღწევა მიუთითებს – უცხოელ ტურისტთა რაოდენობა განუწყვეტლივ ზრდა; მოგზაურობის გამარტივება და სავიზო რეჟიმის ცვლილება და სამთო კურორტების განვითარებისკენ მიმართული ძალისხმევა.

„ჩვენ ვერ გავუწევთ ქვეყანას პოპულარიზაციას, თუ ხალხი ამ ქვეყანაში ჩასვლას საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული ფორმალობებისა თუ გზების არასაკმარისი რაოდენობის გამო მარტივად ვერ ახერხებს. პრემიერ-მინისტრო, თქვენ მნიშვნელოვანი შრომა გასწიეთ. ჩვენ დავეხმარებით საქართველოს, ჩამოყალიბდეს ღირსეულ მნიშვნელოვან სამთო დანიშნულების ცენტრად. „ჩამოდით საქართველოში, ჩამოდით კავკასიაში. ხელით შეეხეთ ღრუბლებს. ღრმად ჩაისუნთქეთ, გაიუმჯობესეთ განწყობა. მიუახლოვდით ღმერთებს და იცხოვრეთ მაღლა“. თითოეული ამ წინადადებათაგანი სრულად ასახავს იმას, თუ რა არის საქართველო და რა შეუძლია იყოს – ძალიან მნიშვნელოვანი სამთო დანიშნულების ადგილი“, – განაცხადა ტალებ რიფაიმ.

გენერალური მდივნის განცხადებით, მას ეამაყება, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი საკუთარ თავს სამთო კურორტების განვითარების მენეჯერად მოიხსენიებს.

„საქართველოს ტერიტორიის 65%-ს მთები წარმოადგენს. ქართველებს უყვართ თავიანთი მთები. ქართველები ძალიან ამაყები, პატიოსანი და კეთილნი არიან. ეს უჩვეულო კომბინაციაა – როდესაც ამაყი ადამიანი ამავდროულად კეთილი და სტუმართმოყვარეა. უნდა იამაყო იმით, რაც გაქვს და ამავდროულად, უნდა იყო კეთილი და მორიდებული, რათა ვიზიტორების მიღება შეძლო და ქართველები სწორედ ასეთები არიან. საქართველომ უნდა გააცნოს თავი მსოფლიოს, როგორც ღრმა კულტურისა და მაღალი მწვერვალების ქვეყანამ – ღრმა კულტურა ქვეყნის ფესვებშია განსხეულებული, მაღალი მწვერვალები კი ზეცას აახლოებს ქვეყანას. ეს საქართველოს ნამდვილი ძალაა“, – განაცხადა ტალებ რიფაიმ.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის შეფასებით, საქართველოს საუკეთესო მახასიათებელი ქართველები არიან, რაც მას განასხვავებს.

„თქვენ ნამდვილად განსაკუთრებული ადამიანები ხართ და უნდა იამაყოთ ამით. სწორედ ამიტომ განაგრძობს ხალხი საქართველოში ვიზიტს და ამ ინდუსტრიის განვითარებას, რადგან მიუხედავად იმისა, თუ რას ვაკეთებთ, ჩვენი უმთავრესი დანიშნულება ამ სამყაროს უკეთეს ადგილად ქცევა უნდა იყოს. მიუხედავად ამისა, ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, თუ მოგზაურობის დროს ჩვენ არ დავივიწყებთ ბუნების, კულტურის, მასპინძელი საზოგადოების პატივისცემას. სწორედ ამიტომ, ამ წლის დევიზია:“ იმოგზაურე, ისიამოვნე, პატივი ეცი“. პატივი ეცი ხალხს, საქართველოს, ღმერთმა დაგლოცოთ, ეს შესანიშნავი ქვეყანაა“,- აღნიშნა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა.

ორდღიანი კონფერენციის თემაა – ინოვაციური სტრატეგიები სამთო ტურიზმისმდგრადი განვითარებისთვის. კონფერენცია მიზნად ისახავს  მთის კურორტებისუფრო ფართო ფორმატით მიმოხილვას და სამ მნიშვნელოვან თემას მოიცავს -მდგრადი განვითარება და დაგეგმვა; ინვესტიციები და სტიმულირება; ოპერაციულისაკითხები. კონფერენციაში სამთო ტურიზმის მსოფლიოში ცნობილი ექპერტები და სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობენ.

 

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

დაზარალებულთა დასახმარებლად ქეთი მელუა საქველმოქმედო კონცერტს გამართავს

დაზარალებულთა დასახმარებლად ქეთი მელუა საქველმოქმედო კონცერტს გამართავს

11 years ago
ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფია გახდა | რა გადაწყვეტილებები მიიღეს პარტიაში

ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფია გახდა | რა გადაწყვეტილებები მიიღეს პარტიაში

5 years ago
რესტორანი “რეტრო” 15-ვე თანამშრომელმა დატოვა

რესტორანი “რეტრო” 15-ვე თანამშრომელმა დატოვა

3 years ago
ცესკო: დავით ნარმანია 46.13%-ი, ნიკა მელია 27.91%-ი

ცესკო: დავით ნარმანია 46.13%-ი, ნიკა მელია 27.91%-ი

12 years ago

ახალი ამბები

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე: “აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი, ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ოკუპირებულ რეგიონებში მოაწესრიგებს – შეხვედრა იმედს ტოვებს.“
ახალი ამბები

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე: “აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი, ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ოკუპირებულ რეგიონებში მოაწესრიგებს – შეხვედრა იმედს ტოვებს.“

10/01/2026

საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია. სტუმრები უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა...

მეტის ნახვაDetails
საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია

საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია

09/30/2026
როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე: “აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი, ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ოკუპირებულ რეგიონებში მოაწესრიგებს – შეხვედრა იმედს ტოვებს.“ 10/01/2026
  • საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია 09/30/2026
  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by