• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, August 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

პრემიერმა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმის მონაწილეებს მიმართა

9 years ago
კატეგორია: კატეგორიის გარეშე
A A
პრემიერმა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმის მონაწილეებს მიმართა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

თბილისი, უკვე მეორედ, ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმს მასპინძლობს. ორდღიანი ფორუმის მონაწილეებს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიმართა.

გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მტკიცედ უჭერს მხარს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და გვერდში უდგას საქართველოს ალიანსში გაწევრიანების გზაზე.

„გუშინ იყო ძალიან მნიშვნელოვანი დღე – 9 აპრილი. 28 წლის წინ, ათობით ქართველმა ახალგაზრდამ, საკუთარი სიცოცხლე მიიტანა მსხვერპლად საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. ხოლო ორი წლის თავზე, 1991 წლის 31 მარტს ჩატარდა რეფერენდუმი, რომელზეც საქართველოს მოსახლეობამ, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის ჩათვლით, ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებლობას, რომელიც შემდგომ უკვე 1991 წლის 9 აპრილს, მაშინდელი პარლამენტის გადაწყვეტილებით დადასტურდა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, საქართველო ააშენებს ისეთ მომავალს, რომელზეც ოცნებობდნენ ის ახალგაზრდები, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს საქართველოს დამოუკიდებლობას. ევროატლანტიკური ოჯახის წევრობა არის განუყოფელი ნაწილი ჩვენი ხედვისა საქართველოს მომავლის და ეს არის ქართველი ხალხისა და საქართველოს სახელმწიფოს სუვერენული გადაწყვეტილება. დიდი იმედი მაქვს, ეს გადაწყვეტილება აუცილებლად აღსრულდება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ სახალხო დიპლომატიის ფორუმი განუყოფელი ნაწილია იმ ინტეგრაციის პროცესისა, რომელშიც საქართველო იმყოფება.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ის, რომ ნატოს სახალხო დიპლომატიის ფორუმს თბილისი წელს მეორედ მასპინძლობს, კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ძალიან მტკიცე გადაწყვეტილებას – ინტეგრაციის პროცესი შეუქცევადი გახადოს. პრემიერის განცხადებით, ეს ასევე მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს ნატოსთან ინტეგრაციის პროცესი უფრო და უფრო ღრმავდება.

„ჩვენის მხრივ, ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ შევინარჩუნოთ ინტეგრაციის პოზიტიური დინამიკა და ეს ურთიერთობები გავხადოთ შინაარსობრივად კიდევ უფრო დატვირთული. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი ამ გზაზე და ხელშესახები შედეგები“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ფორუმის ორგანიზატორებს – ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს და მის აპარატს, ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილებასა და საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისს და მის ხელმძღვანელს დღევანდელი ფორუმის ორგანიზებისა და მხარდაჭერისთვის.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ  საქართველოს ალიანსში გაწევრიანების საკითხზე მიმდინარეობს საზოგადოებასთან ინტენსიური დიალოგი და მოქალაქეთა აქტიური მონაწილეობა ამ პროცესში, რაც, თავის მხრივ, საზოგადოების მხარდაჭერის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. საბედნიეროდ, სახალხო დიპლომატიის ფორუმის ფორმატი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ განვიხილოთ ახალი გამოწვევები და სტრატეგიები,  ერთმანეთს გავუზიაროთ  საუკეთესო პრაქტიკა და შევაჯამოთ შედეგები.  დღეს, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები და მასშტაბები, რომელთა წინაშეც დადგა მსოფლიო, ალიანსის წევრებისა და პარტნიორებისგან მოითხოვს სტრატეგიული კომუნიკაციის გაუმჯობესებას. ეს არის ეფექტიანი ბრძოლის საშუალება ევროატლანტიკურ სივრცეში და მის საზღვრებს გარეთ მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად. ამიტომაც იქცა სტრატეგიული კომუნიკაცია ჩვენი პოლიტიკის განუყოფელ ნაწილად. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ 26-29 მაისს საქართველოში ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ტარდება და ამავე ღონისძიებაზე ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი იგეგმება. ჩვენ ამას მივიჩნევთ როგორც ნატოს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ფორუმის მონაწილეებს წარმატებული მუშაობა უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი გახდება ირგვლივ არსებულ ძალიან სერიოზულ გამოწვევებთან გამკლავება.

„მხოლოდ ერთობით და მათ შორის სახალხო დიპლომატიის ძალიან გააქტიურებით შევძლებთ ერთიანი საინფორმაციო სტრატეგიის განხორციელებას, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ამინდი ზუსტად ისეთია, როგორც რეგიონში არსებული გამოწვევები, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ ამინდი გაუმჯობესდება და სტუმრები თბილისის ულამაზესი ხედებით მოიხიბლებიან.

ორდღიან ფორუმში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში იმყოფება ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე სახალხო დიპლომატიის საკითხებში ტაკან ილდემი. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

ShareTweet

ახალი ამბები

საფრანგეთში ავარიას 30 წლის ქართველი ემსხვერპლა
კატეგორიის გარეშე

საფრანგეთში ავარიას 30 წლის ქართველი ემსხვერპლა

05/07/2026
„გწერს შენი დედაი, შენი გზის მყურებელი…“ – რას წერდა დედა პატრიარქს
კატეგორიის გარეშე

„გწერს შენი დედაი, შენი გზის მყურებელი…“ – რას წერდა დედა პატრიარქს

03/20/2026
“გარდაცვლილისა და დაკავებულის ოჯახები წლების განმავლობაში ახლობლობდნენ, ბიჭებიც მეგობრობდნენ” – რა ხდება ცნობილი შაკო ნათენაძის გარდაცვალებაზე?
კატეგორიის გარეშე

“გარდაცვლილისა და დაკავებულის ოჯახები წლების განმავლობაში ახლობლობდნენ, ბიჭებიც მეგობრობდნენ” – რა ხდება ცნობილი შაკო ნათენაძის გარდაცვალებაზე?

05/15/2025
“დიდი ალბათობით, ყაველაშვილის მიერ შეწყალებულებს საშიში დანაშაულები უნდა ჰქონდეთ ჩადენილი” – თოლორაია 613 მსჯავრდებულის შეწყალებაზე
კატეგორიის გარეშე

“დიდი ალბათობით, ყაველაშვილის მიერ შეწყალებულებს საშიში დანაშაულები უნდა ჰქონდეთ ჩადენილი” – თოლორაია 613 მსჯავრდებულის შეწყალებაზე

01/20/2025
„უმაგრესი გოგო გაგვიფრინდა…“ – რევაზ ლაღიძის შვილიშვილი გარდაიცვალა
კატეგორიის გარეშე

„უმაგრესი გოგო გაგვიფრინდა…“ – რევაზ ლაღიძის შვილიშვილი გარდაიცვალა

12/11/2024
“მოსწავლეებმა დროშებით პერფორმანსი მოაწყვეს, კლასში დაბრუნებისას დამლაგებელმა მათ ხელი შეუშალა და მოსწავლეს ხელით შეეხო” | ბათუმის მე-18 სკოლა
კატეგორიის გარეშე

“მოსწავლეებმა დროშებით პერფორმანსი მოაწყვეს, კლასში დაბრუნებისას დამლაგებელმა მათ ხელი შეუშალა და მოსწავლეს ხელით შეეხო” | ბათუმის მე-18 სკოლა

12/03/2024

საინტერესო

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა დაკარგული მცირეწლოვანი ბავშვი იპოვა

სვანეთში დააკავეს მამა, რომელსაც 8 შვილი სახლში ჩაკეტილი ჰყავდა

8 years ago
„მაქვს სურვილი, „კოკა-კოლაში“ ხელფასი 1500 დოლარზე ნაკლები არ იყოს“ – თემურ ჭყონია

„მაქვს სურვილი, „კოკა-კოლაში“ ხელფასი 1500 დოლარზე ნაკლები არ იყოს“ – თემურ ჭყონია

3 years ago

გიორგი ქადაგიძე სომხეთში გაემგზავრა

13 years ago
“ჩვენ ვართ მე-7 ბიზნესის დაწყების რეიტინგით და მე-3-ე მშენებლობის ნებართვის გაცემის მიხედვით” – დიმიტრი ქუმსიშვილი

“ჩვენ ვართ მე-7 ბიზნესის დაწყების რეიტინგით და მე-3-ე მშენებლობის ნებართვის გაცემის მიხედვით” – დიმიტრი ქუმსიშვილი

9 years ago

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა და მძიმე დაზიანება მიაყენა. გადაწყვეტილება გორის სასამართლოს...

მეტის ნახვაDetails
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026
  • ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by