• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, September 29, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებული სააგენტო ახალი სტრუქტურით გააგრძელებს საქმიანობას

9 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებული სააგენტო ახალი სტრუქტურით გააგრძელებს საქმიანობას, რომელიც უფრო მოქნილი იქნება და სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებს კიდევ უფრო ქმედითს და ეფექტიანს გახდის“ – ამის შესახებ დღეს გამართულ პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი გახარიამ გამართა. პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ასევე საქართველოს მთავრობისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც გიორგი გახარიამ პრეზენტაციაზე აღნიშნა, ხდება სააგენტოს ტრასფორმირება და ის იმუშავებს სახელწოდებით „აწარმოე საქართველოში.“ დინამიური ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად, სააგენტო გააერთიანებს სამ კომპონენტს, ეკონომიკური განვითარების სამ ურთიერთდაკავშირებულ შრეს: ბიზნესს (ადგილობრივ წარმოებას), ექსპორტს და ინვესტიციებს. შესაბამისად, ერთი ქოლგის ქვეშ სამი დამოუკიდებელი ბრენდის სახით განვითარდება „აწარმოე საქართველოში – ბიზნესი,“ „აწარმოე საქართველოში – ექსპორტი“ და „აწარმოე საქართველოში – ინვესტიცია“.

„ჩვენი გეოგრაფიული ლოკაციიდან, ბიზნესგარემოდან, საკანონმდებლო ბაზიდან და საგადასახადო სფეროდან გამომდინარე, გვაქვს სერიოზული შანსები იმისთვის, რომ დიდი ეკონომიკების სავაჭრო ბრუნვა გადმოვიტანოთ ჩვენს მიმართულებაზე. ბოლო 4 წლის განმავლობაში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში გვქონდა ზრდა, ასევე დღეს ექსპორტში გვაქვს 30% – იანი ზრდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან ბაზრები და მოთხოვნა სტაბილურდება. შესაბამისად, სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებულ ყველა რეფორმას, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ, ექნება საკმაოდ ძლიერი ეფექტი წარმოების, ექსპორტის და ინვესტიციების ზრდის მიმართულებით, ამაშია ამ კომპონენტების ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანების ძირითადი ფასეულობა“ – აღნიშნა გიორგი გახარიამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას.

მინისტრის თქმით, განახლებული, გაძლიერებული სააგენტო ახალი ძალებითა და განახლებული მენეჯმენტით დაიწყებს საქმიანობას. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ უხელმძღვანელებს მარიანა მორგოშია, უწყების საქმიანობას კი კურირებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი გაუწევს.
რაც შეეხება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანებულ სამ კომპონენტს:

„აწარმოე საქართველოში – ბიზნესი:“ ეს კომპონენტი მუშაობას გააგრძელებს მიკრო, მცირე და საშუალო კომპანიების მხარდასაჭერად ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის კუთხით, ახალი ბიზნესის დაწყებისა და არსებულის გაფართოება/დივერსიფიცირებისთვის. აღნიშნული კომპონენტი იქნება მაქსიმალურად დინამიური და განვითარდება ბიზნესის საჭიროებებიდან გამომდინარე.

ამასთან, „აწარმოე საქართველოში“ ქმნის ფრონტ-ოფისს, რომელიც მაქსიმალურად კომფორტულ გარემოს შეუქმნის მეწარმეებს და უფრო გაამარტივებს წვდომას ბიზნესის ხელშემწყობ პროგრამებზე. ფრონტ-ოფისი იმუშავებს „ერთი ფანჯრის“ პრინციპით – ეს იქნება ბიზნესჰაბი, რომელიც მეწარმეს ბიზნესის დასაწყებად საჭირო სრულ სერვისს შესთავაზებს და საშუალებას მისცემს მას, დაზოგოს დრო და რესურსები. მოგვიანებით ფრონტ-ოფისი შეუერთდება ბიზნესსახლს და მის ბაზაზე გააგრძელებს ფუნქციონირებას.

„აწარმოე საქართველოში – ექსპორტი:“ გაფორმებული ან მოლაპარაკებების პროცესში მყოფი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ქართული ექსპორტისთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნიან. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია ქართველ ექსპორტიორთა მხარდაჭერა, რათა მათ შეძლონ ახალ ბაზრებზე გასვლა და იქ თავის დამკვიდრება.

ექსპორტის მხარდაჭერის მიმართულება აქამდეც სააგენტოს ნაწილი იყო, თუმცა, დღეს, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ის დამოუკიდებელ კომპონენტად გამოიყოფა და მოხდება მისი თვისობრივად გაძლიერება. ეს კომპონენტი იქნება ერთგვარი მედიატორი ქართველ მეწარმეებსა და უცხოელ შემსყიდველებს შორის. ამის გარდა, მისი მნიშვნელოვანი ფუნქცია იქნება ქართველი მეწარმეების ტექნიკური მხარდაჭერა, რათა მათ შეძლონ უცხოურ ბაზრებზე შესვლა და თავის დამკვიდრება, ასევე საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა და ცალკეულ შემთხვევებში, სხვა მეწარმეებთან გაერთიანება საერთაშორისო ასპარეზზე გასასვლელად.

„აწარმოე საქართველოში -ინვესტიცია:“ განახლებულ სააგენტოში ერთიანდება „Invest in Georgia“. აღნიშნული კომპონენტი გულისხმობს მჭიდრო ურთიერთობას უკვე არსებულ ინვესტორებთან და კონკრეტული პროექტების შეთავაზებას ახალი ინვესტორებისთვის. მისი ფუნქცია იქნება საქართველოს პოპულარიზაცია. ინვესტორებთან ურთიერთობა გადავა ხარისხობრივად ახალ, გაუმჯობესებულ საფეხურზე, განვითარდება ინვესტორებისთვის საქმიანობის დაწყების შემდგომი საკონსულტაციო მომსახურება.

ამასთან, მთავრობის გადაწყვეტილებით, მუშაობას დაიწყებს კომერციული ატაშეების ინსტიტუტი. ისინი იქნებიან საქართველოს ერთგვარი ეკონომიკური ელჩები, რომლებიც იმუშავებენ საქართველოს საელჩოებში სხვადასხვა ქვეყნებში. კომერციული ატაშეების საშუალებით შესაძლებელი გახდება საქართველოს შესაძლებლობების გაცნობა უფრო მეტი პოტენციური ინვესტორისთვის, მეტი შემსყიდველის დაინტერესება ქართული საექსპორტო პროდუქტით და მეტი საერთაშორისო ბიზნესის შემოსვლა საქართველოში.

Share1Tweet1

ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს
ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს

09/14/2026
კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
ახალი ამბები

კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

09/14/2026
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025

საინტერესო

ყველამ უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი სწორი არჩევანი და 26 ოქტომბერს აუცილებლად წავიდეთ არჩევნებზე – სოფო ბედია

ყველამ უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი სწორი არჩევანი და 26 ოქტომბერს აუცილებლად წავიდეთ არჩევნებზე – სოფო ბედია

2 years ago
საქართველოს ფარგლებს გარეთ მდებარე 102 ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლის რუკა შეიქმნა

საქართველოს ფარგლებს გარეთ მდებარე 102 ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლის რუკა შეიქმნა

11 years ago
სომხეთის პრეზიდენტი საქართველოს დღეს ეწვევა

სომხეთის პრეზიდენტი საქართველოს დღეს ეწვევა

9 years ago
საცობები თბილისში და გადაჭრის გზები

საცობები თბილისში და გადაჭრის გზები

11 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by