„მათთვის სულერთი გახდა პოლიტიკაც, საზოგადოებაც, ქვეყანაც, ღირებულება-ფასეულობების მთელი სისტემა – ახლა მთავარია იყვირონ, იცნობდნენ და იცოდნენ სიტყვა “გირჩი” “. – ამის შესახებ, ეკონომიკური პოლიტიკის მკვლევარი, ასისტენტ-პროფესორი გიორგი მიქანაძე სოციალურ ქსელში წერს.
“სამწუხაროდ
დიდი პოლიტიკური ტრავმებისა და გამოვლენილი სიბრიყვეების შემდგომ
პოლიტიკური გაერთიანება “გირჩი”
ამ ტრავმებისვე შემოქმედი პოლიტიკურად ბეცი ლიდერების მიერ (მათშორის ზოგიც ღია და ცხადი და ზოგიც დაფარული)
მარგინალურ ძალად ტრანსფორმირდა
მათთვის სულერთი გახდა პოლიტიკაც, საზოგადოებაც, ქვეყანაც, ღირებულება-ფასეულობების მთელი სისტემა – ახლა მთავარია იყვირონ, იცნობდნენ და იცოდნენ სიტყვა “გირჩი”. მერე ბოდიშებს მოვიხდითა და მოვაგვარებთო ფიქრობენ
ჩემს თვალში ყველა მათი მხარდამჭერი ან თანამოაზრე ასევე ბეცია და შველას, თანადგომას და მკურნალობას საჭიროებს
ეჭვი მაქვს, თავად ლიდერები მკურნალობას ვერ დაექვემდებარებიან ისინი კიდევ უფრო “წინ” და “წინ” წავლენ პროგრესირებულ სიბეცესა და სიბრიყვეებში
ამბავი პოლიტიკური პარტიისა თუ როგორ დაიღუპეს თავები პოლიტიკაში წამოჩიტულმა პოლიტიკანებმა მცდარი პოლიტიკური გადაწყვეტილებებით, ერთად შეიყარნენ, გააერთიანეს ცოდნაც და დაძაბულები, დაჭიმულები ცდილობენ რეინკარნირებას და პროგრესირებენ დეპრესიულ მოუსავლეთში
ისინი არა თუ ლიდერები, არამედ პრინცები არიან, – გირჩის პრინცი.
ავე, ავე “გირჩი” „ – წერს ეკონომიკური პოლიტიკის მკვლევარი, ასისტენტ-პროფესორი გიორგი მიქანაძე.