“პროკურატურას ე.წ ანგარების არსებობის დამტკიცება მოუწევს.მითუმეტეს,რომ სასულიერო პირების თანამდებობაზე დანიშვნას წყვეტს პატრიარქი”. ამის შესახებ დეკანოზ მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა “ტვ პირველზე”, გადაცემა “დიანა ტრაპაიძის დღის ამბების” ეთერში ისაუბრა.
“ეს ფორმულირება თავიდანვე არსებობდა,როდესაც მას ბრალი წაუყენეს 11 თებერვალს, დაკავების მეორე დღეს. უბრალოდ ბრალის ტერმინის დაზუსტება მოხდა, ,რომ ეს არ არის ანგარება. თავიდანვე საუბრობდნენ,რომ მამა გიორგიმ დანაშაულის მომზადება გადაწყვიტა თითქოს შორენა თეთრუაშვილის წინააღმდეგ, რადგან ის ხელს უშლიდა მას კარიერულ წინსვლაში.
სიტყვა ანგარება და შეკვეთა მოიაზრება უკვე 109-ე მუხლში.ეს არის ფორმულირება, რომ პროკურატურამ გაამყაროს თავისი უსაფუძვლოდ წაყენებული ბრალი. უმჯობესი იქნებოდა ჯერ დაემტკიცებინათ სად შეიძინა მამა გიორგიმ და თუ შეიძინა ეს ნივთიერება. ვარაუდები იარსებებს და სასამართლო გადაწყვეტს რამდენად საფუძვლიანია წაყენებული ბრალი” , – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
მანანა ღოღობერიძე





