• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, October 25, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

პრემიერმა აშშ-ის გაცვლითი პროგრამების მონაწილეთა ლიდერობის ფორუმის მონაწილეებს მიმართა

9 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
პრემიერმა აშშ-ის გაცვლითი პროგრამების მონაწილეთა ლიდერობის ფორუმის მონაწილეებს მიმართა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ფასდაუდებელია გავლენა, რომელიც აშშ-ის მიერ დაფინანსებულმა საგანმანათლებლო პროგრამებმა მოახდინა ჩვენს ცხოვრებაზე და დემოკრატიული საქართველოს განვითარებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ის გაცვლითი პროგრამების მონაწილეთა ლიდერობის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-აშშ-ის დიპლომატიური ურთიერთობების 25-წლიან ისტორიაზე ისაუბრა და ფორუმის მონაწილეებს აშშ-ში სწავლის საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.

„1995 წელს  პირველად გავიცანი ამერიკა. იმ წელს, კალიფორნიის დევისის უნივერსიტეტის  პროფესორი, სილიკონის ველის კონცეფციის სულისჩამდგმელი და სილიკონის ველის ბანკის დამფუძნებელი რობერტ მედირისი, ჯორჯ შულცთან ერთად ჩამოვიდა საქართველოში, რათა აქ დაეარსებინა აშშ-ის მიერ დაფინანსებული ტრენინგის პირველი პროგრამა, რომელსაც პირველ წელს ერქვა საქართველოს ბიზნესტრენინგის პროგრამა და მეორე წელს – საქართველოს საბანკო საქმის ტრენინგის პროგრამა, რომელშიც მე მივიღე მონაწილეობა. მე წილად მხვდა პატივი და შეიძლება ითქვას, რომ უფრო გამიმართლა, ვყოფილიყავი იმ ათ ქართველ სტუდენტს შორის, რომლებიც სამოქალაქო ომისა და ნგრევის შემდეგ პირდაპირ აშშ-ში ჩავიდნენ. ძალიან რთულია იმ ემოციების გადმოცემა, რომლებიც ჩვენ ყველას, ამერიკაში ჩასვლისთანავე დაგვეუფლა. ერთი თვის განმავლობაში, ჩვენ კალიფორნიის დევისის უნივერსიტეტში ვესწრებოდით ლიდერობის, საბაზრო ეკონომიკის ლექციებს. შემდეგ დაგვაწყვილეს და გაგვაგზავნეს სხვადასხვა ქალაქში, ზოგი – ლოს-ანჟელესში, ზოგიც – სან-ფრანცისკოში. ორი ჩვენგანი კი, ჩემი ჩათვლით, აღმოვჩნდით ფრეზნოში, კალიფორნიის შტატის სოფლის მეურნეობის ცენტრში. ჩემი ერთ-ერთი მეგობარი ხუმრობდა კიდეც – კახეთიდან ჩამოვედი აქ, ვენახებით გარშემორტყმულ ადგილას. ჩვენ ვეხუმრებოდით, რომ ეს ადგილი ზუსტად მასზე იყო მორგებული. ხუმრობის გარეშე კი მინდა ვთქვა, რომ იქ შეძენილი გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩემს საბანკო კარიერაში, რადგან ის დაკავშირებული იყო სასოფლო-სამეურნეო სესხებთან. როდესაც დავბრუნდი, დავრწმუნდი, რომ ამ გამოცდილებამ გადამწყვეტი როლი შეასრულა ჩემს კარიერაში“, – განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ სწორედ იმ ორი თვის განმავლობაში მიიღო აშშ-ში სამაგისტრო პროგრამაში მონაწილეობის გადაწყვეტილება.

გიორგი კვირიკაშვილმა გაიხსენა, რომ 1997 წელს დაკმაყოფილდა მისი განაცხადი, ედმუნდ მასკის სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის შესახებ.

„ეს იყო სპეციალური სამეცნიერო და საფინანსო სამაგისტრო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მე წელიწადზე ოდნავ მეტი გავატარე ილინოისის უნივერსიტეტში, კერძოდ ურბანა-შამპეინში, რომელიც არის ერთ-ერთი უძველესი ამერიკული უნივერსიტეტი და ეს გამოცდილება მართლაც უნიკალური აღმოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. როდესაც ჩავედი, წარმოდგენაც არ მქონდა, რომ სწორედ იქ იწყებოდა ახალი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში. შევიძინე მეგობრები მთელი მსოფლიოდან. ვესწრებოდი ლექციებს, რომლებმაც მომცა ის გამოცდილება და ცოდნა, რომელიც იმ დროს ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, ბევრისთვის არ იყო ხელმისაწვდომი. ჩვენ გვასწავლიდნენ საუკეთესო პროფესორები, ხოლო ილინოისის უნივერსიტეტი ცნობილია იმით, რომ მას ძალიან ხშირად სტუმრობენ წამყვანი ამერიკული კომპანიების აღმასრულებელი დირექტორები. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ამ გამოცდილებას მე არასოდეს დავივიწყებ“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა აშშ-ში სუხიშვილების დასის ამერიკული ტურნე გაიხსენა, რომელზეც, ქართული კულტურის გაცნობის მიზნით, უცხოელი თანაკურსელები და მეგობრები დაპატიჟა.

„უცხოეთში ყოფნისას ჩვენ ვიქცევით ჩვენი სამშობლოს ელჩებად. მაგალითად, გავიხსენებ დროს, როცა მსოფლიოში ცნობილი სუხიშვილების დასი ამერიკაში მართავდა ტურს და კრენერტ ცენტრში გამოდიოდა, და ჩემი 16 თანაკურსელი და უნივერსიტეტის სხვა სტუდენტებიც, ჩემი მეგობრები, დავპატიჟე კონცერტზე. მიუხედავად იმისა, რომ ფინანსურად ეს საკმაოდ რთული იყო ჩემთვის, მაინც გადავწყვიტე, რომ ჩემი მეგობრები უნდა იცნობდნენ ჩემი ქვეყნის კულტურას. არასდროს მინანია, რომ ისინი იმ დღეს კონცერტზე დავპატიჟე, მიუხედავად იმისა, რომ საკრედიტო ბარათზე ამ კონცერტთან დაკავშირებული დავალიანების დასაფარად რამდენიმე წელი დამჭირდა. მიუხედავად ამისა, ეს იყო უნიკალური გამოცდილება. მახსოვს, ცრემლმორეული, რა სიამაყით ვუყურებდი, როგორ ეზიარებოდნენ ჩემი მეგობრები ქართულ კულტურას. ბევრი მათგანი ამ კონცერტის შემდეგ ჩამოვიდა საქართველოში. გარდა ამისა, ეს პროგრამა იყო უნიკალური გამოცდილება, რადგანაც მან მომცა ის ცოდნა და უნარები, რომლებიც მე შემდეგ გამოვიყენე ჩემს კარიერაში, არა მარტო საბანკო სექტორში, არამედ კონსულტანტის სტატუსითაც, როცა კონსულტაციებს ვუწევდი სხვა ქვეყნებს საპენსიო სისტემის სტრუქტურის ჩამოყალიბებასთან, ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებასა და საფინანსო სექტორის რეფორმასთან  დაკავშირებით; ასევე – ჩემს პოლიტიკურ კარიერაშიც, როცა გავხდი პარლამენტარი და, რასაკვირველია, როცა გავხდი ეკონომიკის მინისტრი და ჩავები ამ ქვეყნის რეფორმების დღის წესრიგის განხორციელებაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ეს გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რათა საქართველო სამოქალაქო ომის ცეცხლში გახვეული ქვეყნიდან დინამიურ, სწრაფი განვითარების გზაზე მდგარ, დემოკრატიულ, დასავლურ სახელმწიფოდ გარდაქმნილიყო.

პრემიერმა ასევე, აშშ-საქართველოს სტრატეგიულ ურთიერთობებზე და საქართველოს ბოლო წლების მიღწევებზე ისაუბრა.

„დღეს საქართველო არის აშშ-ის სტრატეგიული მოკავშირე. დღევანდელი საქართველო სრულიად განსხვავდება იმისგან, რასაც ის წარმოადგენდა 20 წლის წინ. ყველა სფეროში მიღწეულია სერიოზული პროგრესი, დაწყებული ჯანდაცვითა და განათლებით და დამთავრებული ეკონომიკით, დემოკრატიით, კანონის უზენაესობითა და ადამიანის უფლებათა დაცვით. ეს მიღწევები იოლად არ მოგვეცა. ჩვენ გააფთრებული ბრძოლა გვიწევდა ბევრი ძალის წინააღმდეგ, სამწუხაროდ, როგორც გარეთ, ისე შინ, რომლებიც ცდილობდნენ ამ პროცესების შეფერხებას. ჩვენმა ერთგულმა ამერიკელმა მეგობრებმა კი ამ გზაზე უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულეს. მართალია, წინ დიდი სამუშაო გველის, მაგრამ აუცილებლად უნდა მოვახსენო დიდი მადლობა ამერიკის შეერთებულ შტატებს თანადგომისთვის ჩვენი უახლესი ისტორიის ყველაზე დრამატულ მომენტებში, აქტიური მხარდაჭერისა და წვლილისთვის საქართველოს წარმატების ისტორიის ხორცშესხმაში. მიუხედავად გარე გამოწვევებისა, საქართველოში არასოდეს განელებულა სწრაფვა მშვიდობისკენ როგორც შინ, ისე მთლიანად რეგიონში. სწორედ ეს არის ის საერთო მიზანი, რომელიც ჩვენ გვაკავშირებს ამერიკასთან. ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას უდიდესი, არსებითი მნიშვნელობა აქვს ჩვენი წარმატებისთვის და ამერიკა ჩვენი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორია. შედეგად, ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰყავს ერთგული მეგობარი საქართველოს სახით, სტაბილური გეოპოლიტიკური მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც იზიარებს ამერიკის ღირებულებებს და გლობალურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრიორიტეტებს.  ჩვენ თქვენს გვერდით ვმსახურობთ ავღანეთსა და ერაყში. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე. ჩვენ ვართ რთულ რეგიონში დემოკრატიული ღირებულებების, სტაბილურობისა და პროგრესის მაგალითი“, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს სხვადასხვა საგანანმანათლებლო პროგრამის დაფინანსებისა თუ სტიპენდიის დაწესების მიმართულებით გაწეული ძალისხმევისთვის, რომელთა მიზანია, საქართველოს ჰყავდეს მომავალი ლიდერები. პრემიერი დარწმუნებულია, რომ საგანმანათლებლო პროგრამების მონაწილეთა უზარმაზარი ქსელის ყველა წევრი, აშშ-საქართველოს ურთიერთობების ყველაზე აქტიური მხარდამჭერი და მამოძრავებელი ძალაა.

ფორუმს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს, რომელიც პრემიერმა 22 წლის წინ, ეკონომიკის სფეროში აკადემიური ხარისხით დაასრულა. გიორგი კვირიკაშვილი თსუ-ში წლების შემდეგაც უცვლელ სტუდენტების ენთუზიაზმსა და ლექტორების აკადემიურ შემართებას მიესალმება და მოხარულია, რომ უნივერსიტეტი მუდმივად იცვლება და თანამედროვე საგანმანათლებლო ცენტრად ყალიბდება.

აშშ-ის გაცვლითი პროგრამების მონაწილეთა ლიდერობის ფორუმის მონაწილეებს ასევე მიმართეს თსუ-ს რექტორმა გია შარვაშიძემ და აშშ-ის ელჩმა იან კელიმ. ღონისძიებაში აშშ-ის ყოფილი ელჩები საქართველოში კენეტ იალოვიცი და რიჩარდ მაილსი მონაწილეობდნენ.

 

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

რომელი თბილისელები არიან ქართველებისთვის განსაკუთრებულად საინტერესოები

რომელი თბილისელები არიან ქართველებისთვის განსაკუთრებულად საინტერესოები

8 years ago
ლევან რატიანი – არც ერთი პაციენტის დამძიმების მიზეზი არ გამხდარა ჰოსპიტალიზაციის დაყოვნება, მიზეზი არის თვითონ ორგანიზმი

ლევან რატიანი – ამ ეტაპზე ყველაზე ნაკლები რაოდენობის პაციენტი გვყავს, 28 კოვიდინფიცირებული – სავარაუდოდ, მალე ჩვენი კლინიკა ჩვეულ რეჟიმში გადავა

6 years ago

სასამართლო “Liberty Bank”–ის წინააღმდეგ საქმის განხილვას იწყებს

12 years ago
ირაკლი ღარიბაშვილი კახი კავსაძეს 80 წლის იუბილეს ულოცავს

ირაკლი ღარიბაშვილი კახი კავსაძეს 80 წლის იუბილეს ულოცავს

11 years ago

ახალი ამბები

სკოლაში არასრულწლოვანებზე ძალადობის მომზადების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს
ახალი ამბები

სკოლაში არასრულწლოვანებზე ძალადობის მომზადების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს

10/24/2026

სკოლაში არასრულწლოვანებზე ძალადობის მომზადების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მომზადების ბრალდებით,...

მეტის ნახვაDetails
„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან

10/22/2026
„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან

„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან

10/22/2026
„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს

„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს

10/22/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • სკოლაში არასრულწლოვანებზე ძალადობის მომზადების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს 10/24/2026
  • „რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან 10/22/2026
  • „ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან 10/22/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by