• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 18, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

პენიტენციური სისტემის რეფორმის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

9 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
პენიტენციური სისტემის რეფორმის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

პენიტენციური სისტემის რეფორმის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილეს. ცვლილებები დეპუტატებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალექსანდრე დარახველიძემ წარუდგინა. დეპუტატებმა სხდომაზე „პატიმრობის კოდექსსა“ და მის თანმდევ კანონებში ცვლილებებზე მუხლობრივად იმსჯელეს.

ამასთან, მეორე მოსმენაზე  პირველი მოსმენით განხილვის შემდეგ, კონსულტაციების შედეგად შეჯერებული რამდენიმე სიახლეც იქნა წარდგენილი, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას შეფასებით, უფრო ჰუმანურია.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ავტორობით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიზანია საქართველოს პენიტენციური სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა; სისტემაში ადამიანის უფლებათა და სარეჟიმო პირობების დაცვის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა; პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ხელშეწყობა.

„პატიმრობის კოდექსსა“ და მის თანმდევ კანონებში ცვლილებების თანხმად, პენიტენციურ სისტემაში არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე შემოდის: იქმნება სრულიად ახალი ტიპის გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; არასაპატიმრო სასჯელის სახე შინაპატიმრობა სრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვისაც ინერგება; დაბალი რისკის, გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთისა და არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულებს სასჯელის მოხდის პერიოდში უმაღლესი განათლების მიღების უფლება ექნებათ; კონკრეტული კატეგორიის მსჯავრდებულ დედებს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების უფლება ენიჭებათ; იცვლება უვადოდ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის გადასინჯვის საკითხი; განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს ხანგრძლივი პაემნის უფლება მიენიჭება; ასევე, განსაკუთრებული რისკის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულებს თვეში ორი  სატელეფონო საუბრის უფლება ექნებათ, მოქმედი რედაქციით მათ მხოლოდ ერთი სატელეფონო საუბრის უფლება აქვთ 10 წუთის ხანგრძლივობით, ცვლილების შედეგად, საუბრის ხანგრძლივობა 10-დან 15 წუთამდე გაიზრდება; მცირდება დისციპლინური პატიმრობის ვადები და სხვა.

საკომიტეტო განხილვისას, დეპუტატებმა, ასევე, სახალხო დამცველისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები და წინადადებები წარადგინეს, ასევე, დაზუსტდა კონკრეტულ საკითხთა ფორმულირებები. კომიტეტმა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. „პატიმრობის კოდექსსა“ და მის თანმდევ კანონებში ცვლილებები ახლო მომავალში მეორე მოსმენით პარლამენტის პლენარულ სესიაზე განიხილება.

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

აფხაზეთიდან დევნილი 107 ოჯახი ახალ წელს ბუნებრივი აირით შეხვდება

აფხაზეთიდან დევნილი 107 ოჯახი ახალ წელს ბუნებრივი აირით შეხვდება

12 years ago
მოციმციმე არითმიის ინოვაციური მკურნალობის მეთოდებზე სამედიცინო ფორუმი გაიმართა

მოციმციმე არითმიის ინოვაციური მკურნალობის მეთოდებზე სამედიცინო ფორუმი გაიმართა

8 years ago

„რაზეც 4 თვის განმავლობაში ლანძღვას ვისმენდით, ვენეციის კომისიას შენიშვნა არ აქვს“ – თამარ ჩუგოშვილი

9 years ago

პენიტენციურ სისტემაში ვიდეოჩანაწერების შენახვის ვადა იზრდება

9 years ago

ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს
ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. „თბილისის სასწრაფო დახმარების მე-2 ფილიალის 0232 ბრიგადამ გამოძახება მიიღო....

მეტის ნახვაDetails
„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

08/17/2026
ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

08/16/2026
„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს 08/17/2026
  • „როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია 08/17/2026
  • ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 08/16/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by