• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, May 23, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

გიორგი მარგველაშვილი – ქართული სახლემწიფო ქვეყნის გამთლიანების გზაზე არასდროს, არცერთი ნაბიჯით არ დაიხევს უკან

9 years ago
in პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

გიორგი მარგველაშვილი – ქართული სახლემწიფო ქვეყნის გამთლიანების გზაზე არასდროს, არცერთი ნაბიჯით არ დაიხევს უკან!

საქართველოს შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა გიორგი მარგველაშვილმა, თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე 300-მდე წვევამდელის სამხედრო ფიცი ჩაიბარა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მოსახლეობას, ხელისუფლების წარმომადგენლებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და საქართველოს დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ სავალ გზაზე ერს განვითარება, წარმატება და გამთლიანება უსურვა:

„მივესალმები ქართულ საზოგადოებას,
მივესალმები ქართულ ჯარს,
თქვენო უწმინდესობავ,
თქვენო აღმატებულებავ ბატონო პრემიერმინისტრო,
ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, საქართველოს მთავრობავ ,
მივესალმები პარლამენტის, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელებს,
მივესალმები დიპლომატიურ კორპუსს.
გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
დღეს, ამ საზეიმო ტრიბუნიდან ქართული საზოგადოების და საერთაშორისო თანამეგობრობის გასაგონად კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმ ძირითად ღირებულებებს რის ირგვლივაც გაერთიანებულია ჩვენი საზოგადოება და ჩვენი სალხემწიფო.
პირველ რიგში, მთელი მრავალეროვანი საქართველოს სახელით, მინდა დაუდასტურო ყველას, ჩვენ დევნილ მოსახლეობას, ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ოკუპაციის ხაზს მიღმა ცხოვრობენ, რომ ქართული სახლემწიფო არასდროს დაიხევს არცერთი ნაბიჯით უკან ქვეყნის გამთლიანების, ტერიტორიული მთლიანობის გზაზე, რომ ჩვენ ამ მიზანს მივაღწევთ ყველაზე ძლიერი იარაღით, რაც წარმატებული საქართველოს მშენებლობაში გამოიხატება.

ეს მიზანი იქნება მიღწეული მშვიდობით და არა იარაღის ხარჯზე. ეს მიზანი იქნება მიღწეული ქვეყნის გამთლიანების მეშვეობით. დღესვე მინდა ხელახლა დავადასტურო, რომ ის შეკვეთა, რომელსაც ქართული საზოგადოება წლების განმავლობაში აძლევს ქართულ სახელმწიფოს, შეკვეთა, რომელიც ჩვენს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას გულისხმობს, იქნება წარმატებით მიღწეული.

ქართული სახლემწიფო მტკიცედ დგას ამ გზაზე და ჩვენ მოთმინებით ველოდებით იმ წუთებს, იმ მომენტს, როდესაც როგორც ევროკავშირი, ასევე ნატო გადაწყვეტს გახდეს კიდევ უფრო ძლიერი, კიდევ უფრო მტკიცე საქართველოს თავის რიგებში გაწევრიანებით.

კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო ქართველი ხალხის ურყევი ნება ააშენოს ძლიერი, დმოკრატიული სახელმწიფო, რომელიც ჩვენს კულტურას, ჩვენს საზოგადოებას მისცემდა შესაბამის პოლიტიკურ ინსტიტუტებს, გააძლიერებდა ჩვენს პოლიტიკურ მრავალფეროვნებას და შექმნიდა ჭეშმარიტად მრავალი, სხვადასხვა ხმისგან ერთიან, პოლიტიკურ პროცესს. სამივე ეს მიზანი არის გაერთიანებული და ერთმანეთის შემავსებელი.

სამივე ეს მიზანი აერთიანებს ჩვენი ერის ერთიან სწრაფვას. მაგრამ ის, რაც ამ ყველაფერს აძლევს აზრს ჩვენი თავისუფლებისაკენ სწრაფვაა.

26 წლის წინ ჩვენ გადავდგით ნაბიჯი და მთელი მსოფლიოს გასაგონად ნათლად ვთქვით, რომ საქართველომ აღადგინა თავისი დამოუკიდებლობა. ჩვენ მართლაც შევძელით ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბება, რომელიც ნამდვილად დამოუკიდებელია და თავის პოლიტიკას, თავის განვითარებას, ხალხის ნებით და არა რაიმე სხვა მიზეზით ახორციელებს.

მაგრამ გზა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებამდე ჯერ კიდევ გასავლელია. თავისუფალია ქვეყანა, რომელიც ეფუძნება თავისუფალ საზოგადოებას და თავისუფალია საზოგადოება, როდესაც მისი ყოველი წევრი თავისუფალია.

თითოეული ინდივიდის თავისუფლება, თვითგამოხატვის უფლება არის ფუნდამენტი დემოკრატიული, თავისუფალი საქართველოს შექმნის. მაგრამ საიდან იწყება თავისუფლება? თავისუფლება ძნელად მოსაპოვებელია, იმიტომ რომ თავისუფლება, პირველ რიგში, შენი თანამოქალაქის, საქართველოს სხვა მოქალაქის უფლებების აღიარებაშია.

გეუბნებით, რომ არ არის ადამიანი თავისუფალი, რომელიც სხვა ადამიანის თავისუფლებას არ აღიარებს. ამიტომ იმათ, ვისაც თავისუფლება უმაღლეს ღირებულებად მიგაჩნიათ, ნუ იფიქრებთ იმის თაობაზე დღეს ვის მოუგეთ, ან ვისზე ძლიერები ხართ.

იფიქრეთ იმაზე დღეს ვის გაუგეთ და ვინ დაიცავით. ასე იქმნება მთლიანი ერი. ასე შეუქმნიათ ჩვენი ძლიერი საქართველო ჩვენს წინაპრებს. როგორც ქართული სიმღერის მრავალხმოვანება თავის თავში აერთიანებს მრავალ სხვადასხვა ხმას, მაგრამ ერთ ჰარმონიას ჰქმნის, ისევე საქართველოს თითოეული მოქალაქის ხმა უნდა ისმოდეს ჩვენი ერის განვითარების ერთიან ჰარმონიაში – უზენაესი ღირებულება მაშინ იქნება ყოველდღიურობაში განხორციელებული.

ჩვენს ისტორიასაც რომ გადავხედოთ, დავინახავთ, რომ რამდენჯერაც გვითქვამს ჩვენი მოქალაქეების მიმართ სიტყვა: „ჩავრეცხოთ“, „განვდევნოთ“, „არ გვინდა“- იმდენჯერ ეს ძალიან ცუდათ დაგვბრუნებია, ამიტომ უზენაესი ღირებულება საქართველოს თითოეული მოქალაქის თავისუფლებაა.
ეს სჯეროდათ ჩვენს წინაპრებს, ამის გვჯერა ჩვენ დღესაც და ასე განვაგრძობთ სვლას მომავალშიც. პოეტმა შეაჯამა ჩვენი წარსული და მომავალი ფრაზაში: „სჯობს მონობაში გადიდკაცებულს თავისუფლების ძებნაში მკვდარი“ და დღეს, როდესაც დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს ვზეიმობთ, მე მინდა ქედი მოვიხარო იმ ადამიანების წინაშე, ვინც იარაღით ხელში, ბრძოლის ველზე, ან შეიძლება თავისი პირადი მაგალითით აჩვენა უზენაესი ღირებულების მნიშვნელობა.
დიდება მათ სულებს და სამარადისო ხსოვნა! კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და ღმერთი ფარავდეს ჩვენს სამშობლოს – საქართველოს!“ – აღნიშნა მიმართვაში გიორგი მარგველაშვილმა.

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

ვატიკანში საკადრო ცვლილებები განხორციელდა

13 years ago
“ერთ დღეს შეიძლება, წყალში აღმოჩნდეს ინფრასტრუქტურა, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე შენდება” – რას ამბობს ნინო ჩხობაძე

“ერთ დღეს შეიძლება, წყალში აღმოჩნდეს ინფრასტრუქტურა, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე შენდება” – რას ამბობს ნინო ჩხობაძე

2 years ago
თამარ ბაჩალიაშვილის დედა – შეიძლება, ისეთ სისტემაში შეაღწია, სადაც არ უნდა შეეღწია და მიხვდა, რომ არ აცოცხლებდნენ

თამარ ბაჩალიაშვილის დედა – შეიძლება, ისეთ სისტემაში შეაღწია, სადაც არ უნდა შეეღწია და მიხვდა, რომ არ აცოცხლებდნენ

6 years ago
ავტობუსებში უფასო WI-FI იქნება

ავტობუსებში უფასო WI-FI იქნება

8 years ago

ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა
ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა

05/22/2026

სურსათის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებთან ერთად ბათუმში თევზისა და თევზპროდუქტების გადამამუშავებელი საწარმო შპს ,,როიალ ფიშ ბათუმი“(მისამართი: ნიკო ჯაყელის ქ...

Read moreDetails
„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე

„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე

05/22/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026
„ეს არის ჩემი ყველაზე საშინელი კოშმარი… ჩემს მოსწავლეებს უკანასკნელ გზაზე ვაცილებ“ – რას წერს საზარელი ავარიისას დაღუპული ახალგაზრდების მასწავლებელი

„ეს არის ჩემი ყველაზე საშინელი კოშმარი… ჩემს მოსწავლეებს უკანასკნელ გზაზე ვაცილებ“ – რას წერს საზარელი ავარიისას დაღუპული ახალგაზრდების მასწავლებელი

05/22/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა 05/22/2026
  • „პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე 05/22/2026
  • მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III 05/22/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by