• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, May 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რომელ სამართალდარღვევაზე რა ქულებით დაჯარიმდებით?!

9 years ago
in საზოგადოება
A A
რომელ სამართალდარღვევაზე რა ქულებით დაჯარიმდებით?!
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოში საგზაო წესების უგულებელყოფა ერთ-ერთ გადაუჭრელ და აქტუალურ პრობლემად ითვლება. ამ დრომდე ამ სიტუაციის აღმოფხვრა, ფაქტობრივად, ვერ მოხერხდა. დღეიდან, საგზაო მოძრაობის შესახებ კანონი ოფიციალურად ამოქმედა.  საგზაო მოძრაობის 50-ზე მეტი წესის დარღვევის შემთხვევაში, მძღოლს მართვის მოწმობის ქულები ჩამოაკლდება.

დღეიდან, თითოეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა მართვის მოწმობისთვის მინიჭებული 100 ქულიდან სამართალდარღვევის ტოლფასი ქულის გამოკლებას გამოიწვევს.  მძღოლებს, რომელთაც სამართალდარღვევების გამო ქულები 0-მდე შეუმცირებათ, ავტომობილის მართვის უფლება შეუჩერდებათ, უფლების მისაღებად კი პირი იძულებული იქნება გამოცდა ხელახლა ჩააბაროს.

ერთი  წლის განმავლობაში ქულების 0-მდე განმეორებით შემცირების შემთხვევაში, სამართალდამრღვევს მართვის მოწმობის ასაღებად გამოცდაზე გასვლის უფლება 1 წლით ეზღუდება.

გთავაზობთ ჩამონათვალს, თუ რომელ სამართალდარღვევაზე რამდენი ქულა ჩამოგაკლდებათ:

► სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისათვის -30 ქულა; ერთი წლის განმავლობაში დარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში -40 ქულა;

► სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისათვის -40 ქულა;

► იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც გზისთვის ვარგისობაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების სავალდებულო პერიოდული ტესტირება არ გაუვლია,   გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით, -15 ქულა;

► თუკი მძღოლს ან მის გვერდით მჯდომ მგზავრს არ უკეთია უსაფრთხოების ღვედი -5 ქულა;

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მობილურით სარგებლობა -15 ქულა;

► მოპედით ან მოტოციკლით მოძრაობისას მძღოლის ან/და მგზავრის მიერ შეკრული მოტოჩაფხუტის გამოუყენებლობა -5 ქულა;

► სატრანსპორტო საშუალების მართვა პირის მიერ, რომელსაც თან არ აქვს მართვის მოწმობა, ასევე ავტომობილის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები -5 ქულა;

► გაუმართავი სატრანსპორტო საშუალების მართვა გამოიწვევს დაჯარიმებას 15 ლარის ოდენობით. -5 ქულა;

► იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც გამონაფრქვევში აქვს გამაჭუჭყიანებელ ნივთიერებათა ისეთი შემცველობა, რომელიც აჭარბებს დადგენილ ნორმას -10 ქულა;

► იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელიც თვითნებურად არის გადაკეთებული -10 ქულა;

► სატრანსპორტო საშუალების მართვა იმ პირის მიერ, რომელსაც არა აქვს იმ კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობა, რომელი კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებასაც მართავს -15 ქულა;

► იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის მინები დამუქებულია ან მათი შუქგამტარობა შეზღუდულია შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის დარღვევით, -5 ქულა. აღნიშნული სამართალდარღვევის მეორედ ჩადენა ერთი წლის განმავლობაში -10 ქულა. მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა ერთი წლის განმავლობაში -15 ქულა;

► სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ციმციმა სიგნალის ან/და ხმოვანი სიგნალის ან/და სპეციალური ხმამაღლა მოლაპარაკე ხელსაწყოს დაყენება შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესის დარღვევით -15 ქულა; მისი განმეორებით ჩადენა-20 ქულა;

► იმ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეფერხება, რომელზედაც ჩართულია სპეციალური სიგნალი ან ახორციელებს ესკორტს ან რომელსაც
მიაცილებენ -10 ქულა;

► სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა არასრულწლოვნისათვის ან იმ პირისათვის, რომელსაც არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ან ეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის, -15 ქულა;

► თუკი აღნიშნულ სამართალდარღვევას  სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება მოჰყვა, -25 ქულა; განმეორებით ჩადენა ერთი წლის განმავლობაში -30 ქულა;

► B კატეგორიის ან A1 ან B1 ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე 18 წლამდე ასაკის პირის მიერ მგზავრთა გადაყვანა შემოსავლის (მოგების) მიღების მიზნით (მათ შორის ტაქსით) ან შრომითი ურთიერთობის საფუძველზე მძღოლად მუშაობა -20 ქულა;

► სატრანსპორტო საშუალების მართვა სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე, ან სხვაგვარად შეცვლილი სახელმწიფო სანომრე ნიშნით, ან სატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე დამაგრებული სახელმწიფო სანომრე ნიშნით -10 ქულა;

► სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელიც არ არის რეგისტრირებული დადგენილი წესით, გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით, -20 ქულა;

► სატრანსპორტო საშუალების მართვა წინასწარი შეცნობით სხვისი ან შენიღბული სახელმწიფო სანომრე ნიშნით, -30 ქულა;

► საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვება ან საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე სატრანსპორტო საშუალების შემთხვევის ადგილიდან გადაადგილება -15 ქულა;

► სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ იმ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას -20 ქულა;

► თუკი აღნიშნულ სამართალდარღვევებსსაავარიო ვითარების შექმნა ან საგზაო მოძრაობის შეფერხება  მოჰყვა -35 ქულა;

► სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მაგრამ არა უმეტეს 40 კმ/სთ-სა -10 ქულა;

► სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით -20 ქულა;

► თუკი აღნიშნულ სამართალდარღვევას მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა -30 ქულა. ხოლო, თუკი იგივე სამართალდარღვევას მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება -40 ქულა;

► ქვეითებთან მიმართებით მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა -10 ქულა;

► აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა ერთი წლის განმავლობაში -15 ქულა;

► საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან საგზაო მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის წესების დარღვევა, ან მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას -5 ქულა;

► სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვა ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში, რა დროსაც სრულად არის დაკავებული გზის სავალი ნაწილი -10 ქულა;

► გზის სავალ ნაწილზე მოძრაობის დაწყების ან/და წესების დარღვევა -10 ქულა;

► სატრანსპორტო საშუალებაზე საცნობი ნიშნის დამაგრების წესის დარღვევით მოძრაობა -5 ქულა;

► მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გავლის წესების, პრიორიტეტული ან ამკრძალავი ნიშნის მოთხოვნის დაუცველობა, გასწრების, გზაჯვარედინის, რკინიგზაზე გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა, გავლის უპირატესობის მქონე სატრანსპორტო საშუალებისათვის დაბრკოლების შექმნა -15 ქულა;

► აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა ერთი წლის განმავლობაში -20 ქულა;

► შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა და მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობა -30 ქულა;

► აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენა, რომელსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა -20 ქულა;

სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის ისეთი შეფერხება, რომელმაც გამოიწვია საცობის შექმნა, -20 ქულა;

► მგზავრთა გადაყვანის, ან ტვირთის გადაზიდვის წესის დარღვევა -10 ქულა. იგივე ქმედება, რომელსაც მოჰყვა რაიმე სახის დაზიანება -20 ქულა;

► ტრანსპორტით ბავშვთა გადაყვანის უსაფრთხოების წესის დარღვევა -20 ქულა;

► საერთაშორისო ხელშეკრულებებით, შეთანხმებებითა და კონვენციებით დადგენილი მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევა -25 ქულა;

► საავტომობილო გადაზიდვა-გადაყვანის დროს ევროპის შეთანხმების (AETR) წესების დარღვევა -15 ქულა;

► გზაზე მოძრავი ავტომობილის თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე 10 ტონაზე მეტი ტვირთის, ან ფაქტობრივი მასის 44 ტონის გადაჭარბების შემთხვევაში-15 ქულა.

გამოიღებს თუ არა შედეგს აღნიშნული ცვლილება, სულ ცოტა ხანში გავიგებთ…

ნინო ზარიძე

ShareTweet

ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026
ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი
ახალი ამბები

ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი

12/31/2025

საინტერესო

თინა ხიდაშელი: “ნატოს წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტი ინტენსივობით და კიდევ უფრო ფართოდ გაიშლება”

თინა ხიდაშელი: “ნატოს წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტი ინტენსივობით და კიდევ უფრო ფართოდ გაიშლება”

11 years ago
ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია 19 წლის გოგო – საქალაქო სასამართლომ, ბრიტანეთის მოქალაქეს პატიმრობა შეუფარდა

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია 19 წლის გოგო – საქალაქო სასამართლომ, ბრიტანეთის მოქალაქეს პატიმრობა შეუფარდა

1 year ago
Amazon-ზე ტრამპის ტვიტების კრებული იყიდება

Amazon-ზე ტრამპის ტვიტების კრებული იყიდება

9 years ago
შსს-მ 529 აბი “კოდეინი” ამოიღო

შსს-მ კიბერდანაშაულისთვის სამი პირი დააკავა

10 years ago

ახალი ამბები

ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა
ახალი ამბები

ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა

05/13/2026

თბილისის ზღვაზე ნაპოვნი ახალგაზრდა ნუკრი ქოქუაშვილია. ახლობლების ინფორმაციით, 25 წლის ბიჭის ცხედარი პოლიციამ იპოვა. ნუკრი ქოქუაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან იყო და...

Read moreDetails
„პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

„პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

05/13/2026
სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა

სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა

05/13/2026
დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

05/12/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა 05/13/2026
  • „პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება 05/13/2026
  • სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა 05/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by