თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანის ტყეში ხანძრის ლოკალიზება კვლავ ვერ ხერხდება. კოხტას მთის ფერდობს ცეცხლი უკიდია. ადგილზე 8 ღია კერაა.
ამ დროისთვის 2 ირანული და 1 ქართული ვერტმფრენია ჩართული, რომლებიც 2-ტონიანი წყლის ავზებით ცდილობენ ცეცხლის ჩაქრობას. დილის 5 საათიდან ამ ტერიტორიაზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 400 თანამშრომელი შევიდა. ცოტა ხნის წინ 50 სპეცრაზმელი შეუერთდა მეხანძრეებს.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანის მახლობლად, კოხტას მთის ფერდობზეხანძარი 2 სექტემბერს გაჩნდა.














