• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, February 3, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

პროკურატურა უკანონოდ მსჯავრდებული 14 პირის საქმეს გადასინჯავს

8 years ago
კატეგორია: სამართალი
A A
ტრეფიკინგში ბრალდებულ თურქეთის  მოქალაქეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიებისდეპარტამენტმა უკანონოდ გასამართლებული 14 მსჯავრდებულის მიმართ, გამამტყუნებელი განაჩენისგადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო.

საქმე ეხება 2006 წლის სექტემბერში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ჩატარებულ სპეცოპერაციას, რასაც შედეგად მოჰყვა პოლიტიკური პარტიების: „XXI-ე საუკუნე – ენა, მამული, სარწმუნოების“, ,,სამართლიანობის“, ,,იმედის“ და ,,კონსტიტუციურ-მონარქისტული პარტიის“ წევრების მასშტაბური უკანონო დაკავებები, ხოლო შემდეგ უკანონო მსჯავრდებები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 24 აგვისტოს განაჩენით, კოალიციური პოლიტიკური პარტიის წევრები: მაია ნიკოლეიშვილი, ზაზა დავითაია, გელა არჩუაძე (საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით ცნობილი იქნა პოლიტიკური ნიშნით დევნილად), თეიმურაზ ჟორჟოლიანი, მაია თოფურია, კახაბერ ქანთარია, რამაზ სამნიძე, რევაზ ბულია, გურამ პაპუკაშვილი, გიორგი ახობაძე, გიორგი მეტრეველი, ვარლამ გალდავა, იაკობ კვინიკაძე და ვახტანგ ტალახაძე ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად შეთქმულებისთვის.

აღნიშნულ საქმეზე, გასამართლებულ პირთა საჩივრის საფუძველზე მთავარი პროკურატურის ახალ დეპარტამენტშიჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდაათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალიმტკიცებულებები და ფაქტები, რის საფუძველზეც გამოძიებამ ამ საქმეში მოიპოვა უტყუარ მტკიცებულებათაერთობლიობა, რომლითაც გამოირიცხა მსჯავრდებულთა მიერ იმ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რისთვისაც ისინიგასამართლებულნი არიან.

ჩატარებული ახალი გამოძიებით დადგინდა, რომ მსჯავრდებულთა გასამართლება მოხდა პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით. კერძოდ, 2005-2006 წლებში ხსენებული პოლიტიკური პარტიის ლიდერები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში იმჟამინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ მართავდნენ პერმანენტულ საპროტესტო აქციებს, სადაც ისინი სანდრო გირგვლიანის, ზურაბ ვაზაგაშვილის და სხვა გახმაურებული საქმეების გამო ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებდნენ.

პოლიტიკური მოძრაობის და საპროტესტო ტალღის გაძლიერების შემდეგ კუდის მაღალჩინოსნების მიერ დაიგეგმა უკანონო სპეცოპერაცია, რომლის ფარგლებშიც სამართალდამცავებმა დააკავეს პოლიტიკური მოძრაობის 13 წევრი, ხოლო ერთ წევრს დაუსწრებლად წარუდგინეს ბრალდება, რომლის თანახმადაც 2006 წლის 04 მაისს, ქ.თბილისში, რუსთაველის გამზირი N24-ში მდებარე პოლიტიკური გაერთიანება „სამართლიანობის“ ცენტრალუროფისში შეიკრიბნენ კოალიციური პოლიტიკური პარტიის წევრები, სადაც მათ თითქოს შეიმუშავეს სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა მრავალათასიანი საპროტესტო აქციების გამართვას, რომელიც შეიარაღებულ ამბოხში უნდა გადაზრდილიყო. ამ მიზნით, პოლიტიკური პარტია ,,სამართლიანობის“ წევრი კახაბერ ქანთარია თითქოს საკუთარ საცხოვრებელ სახლში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღსა და ასაფეთქებელ მოწყობილობას.

სინამდვილეში, ჩატარებული ახალი გამოძიებით, მათ შორის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის ჩვენებით დადგინდა, რომ კახაბერ ქანთარიას საცხოვრებელი სახლის სარდაფიდან ამოღებული დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა სამართალდამცავებმა თავად მიიტანეს და დააწყეს სარდაფში; ასევე დადგინდა, რომ მსჯავრდებულთა თითქოსდა საიდუმლო თათბირის შესახებ ყალბი ჩვენებები მისცეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ წინასწარ მოძიებულმა ცრუ მოწმეებმა, რომელთაც არანაირი შეხება ამ საქმესთან არ ქონდათ და მამხილებელი ჩვენებები, მხოლოდ სამართალდამცავების მუქარის, ზეწოლის და მატერიალური დაპირებების შედეგად მისცეს.

სწორედ ახალი გამოძიებით მოპოვებული მტკიცებულებების და გამოვლენილი ახალი გარემოებების საფუძველზე თოთხმეტივე მსჯავრდებულის მიმართ პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილებები სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მსჯავრდებულის უფლების არსებითად დარღვევის თაობაზე, რის საფუძველზეც ჩვენმივმართავთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისმოთხოვნით. რაც შეეხება საქმის მტკიცებულებების გაყალბებასა და მოწმეებზე ზეწოლის განხორციელებაში მხილებულ სამართალდამცავებს, მათ მიმართ მიღებულ იქნება გადაწყვეტილება გამოძიების დასრულების შემდეგ.

პროცესს, რომელიც მთავარ პროკურატურაში შექმნილმა ახალმა დეპარტამენტმა დაიწყო, რაც უკავშირდებაუკანონოდ გასამართლებული პირების განაჩენების გადასინჯვას და მათი დარღვეული უფლებების აღდგენას, შეუქცევადი ხასიათი ექნება, რასთან დაკავშირებითაც მთავარი პროკურატურის ახალ დეპარტამენტში აქტიურად მიმდინარეობს გამოძიებები მსჯავრდებულ პირთა უფლებების არსებითად დარღვევის ფაქტებზე.

fb-share-icon
Tweet
Share1Tweet1

ახალი ამბები

„ჯერ კიდევ შოკში ვარ…“ – ბებია, რომელმაც შვილიშვილს “ტიკ-ტოკის” ლაივში სცემა, ციხიდან გაათავისუფლეს
ახალი ამბები

„ჯერ კიდევ შოკში ვარ…“ – ბებია, რომელმაც შვილიშვილს “ტიკ-ტოკის” ლაივში სცემა, ციხიდან გაათავისუფლეს

02/02/2026
„19 წლის ბიჭი ოჯახის წევრს სცემდა, აუპატიურებდა და მოკვლით ემუქრებოდა“ – პოლიციამ ბრალდებული დააკავა
ახალი ამბები

„19 წლის ბიჭი ოჯახის წევრს სცემდა, აუპატიურებდა და მოკვლით ემუქრებოდა“ – პოლიციამ ბრალდებული დააკავა

01/30/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს – დაკავებულია ერთი პირი
ახალი ამბები

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს – დაკავებულია ერთი პირი

01/09/2026
კახეთში, ბიძამ დისშვილი დაჭრა
ახალი ამბები

კახეთში, ბიძამ დისშვილი დაჭრა

01/05/2026
„საქმე სრულად გახსნილად შეგვიძლია გამოვაცხადოთ“ – ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით მკვლელობის საქმეზე პასუხისგებაში ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე მისცეს
ახალი ამბები

„საქმე სრულად გახსნილად შეგვიძლია გამოვაცხადოთ“ – ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით მკვლელობის საქმეზე პასუხისგებაში ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე მისცეს

12/29/2025

კალენდარი

February 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« Jan    

სიახლეები

  • „ჯერ კიდევ შოკში ვარ…“ – ბებია, რომელმაც შვილიშვილს “ტიკ-ტოკის” ლაივში სცემა, ციხიდან გაათავისუფლეს 02/02/2026
  • იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება 01/30/2026
  • „19 წლის ბიჭი ოჯახის წევრს სცემდა, აუპატიურებდა და მოკვლით ემუქრებოდა“ – პოლიციამ ბრალდებული დააკავა 01/30/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In