• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, May 17, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ქირურგიული ჩარევა ჭარბი წონის წინააღმდეგ – რას გვირჩევს ექიმი?!

9 years ago
in რჩევები, საზოგადოება
A A
ქირურგიული ჩარევა ჭარბი წონის წინააღმდეგ – რას გვირჩევს ექიმი?!
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ჭარბი წონა დღეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა მთელ მსოფლიში. მართალია უამრავი გასახდომი საშუალება არსებობს, მაგრამ მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ პრობლემას კიდევ უჩივის. დღეს  წონის კლებასთან დაკავშირებით ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებას ქირურგიული ჩარევა წარმოადგენს. ,,თბილისი თაიმსი“ დაინტერესდა ამ თემით და მივმართეთ ,,ქირურგიის ეროვნული ცენტრის“ საოპერაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ქირურგ შოთა ძაგანიას, რომელიც გვესაუბრა ჭარბი წონის გამომწვევ მიზეზებსა და მისი გადაჭრის გზებზე.

რა არის წონაში მატების უმთავრესი მიზეზი და როგორ შეგვიძლია გავუმკლავდეთ მას ექიმის ჩარევის გარეშე?

– ჭარბი წონა დღესდღეისობით სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. ამ პროცესს კი სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს. ის ნაწილობრივ არასწორ კვებასთან და ცხოვრების სტილთან არის დაკავშირებული. გარდა ამისა, არსებობს უამრავი სხვა დამატებითი ფაქტორიც. მაგალითად, გენეტიკა, ჰორმონალური დისბალანსი. ჭარბწონიანობის შემთხვევებმა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით იმატა, რასაც ხელს უწყობს კვების სპეციფიურობა (სწრაფი კვება Fast food) ეკოლოგიურად დაბინძურებული გარემო და საკვები პროდუქტები. ადამიანის ცხოვრებაში სწორი კვება და ჯანსაღი პროდუქტების მიღება არის უმთავრესი. პატარა ასაკიდანვე უნდა ვეცადოთ, რომ ვარეგულიროთ კვების რაციონი და საკვების მიღების დრო.

რა სახის ქირურგიული ჩარევები კეთდება სიმსუქნის დროს?

– ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქირურგიული ჩარევაა კუჭის ვერტიკალური რეზექცია, იგივე სლივ-გასტრექტომია – ხალხში ცნობილი კუჭის დაპატარავება.

კუჭის დაპატარავების ოპერაციის გასაკეთებლად უმთავრესად მამაკაცები მოგმართავენ თუ ქალბატონები?

– ამ პრობლემის მოგვარებით დღეს უფრო მეტად ქალბატონები ინტერესდებიან, თუმცა აღნიშნული პრობლემა მამაკაცებსაც არანაკლებ აწუხებთ.

რა არის ის მინიმალური წონა, რის შემდეგაც იგეგმება კუჭის ოპერაციის გაკეთება?

– ეს ინდივიდუალურია და განისაზღვრება პაციენტის წონის, სიმაღლის და სქესის გათვალიაწინებით. მეტის მეტად ჭარბი წონის მქონენი სხვა ტიპის ქირურგიულ ჩარევას საჭიროებენ, რაც უფრო მეტად რთულია და უფრო მეტ რისკებთანაც არის დაკავშირებული. ამასთან ერთად, გასათვალისწინებელია სხეულის მასის ინდექსიც. თუ წონის ინდექსი არის  მაღალი (30-35-ს ზემოთ) და პაციენტს აღენიშნება ჭარბი წონით გამოწვეული მეორადი გართულებები, ასეთ შემთხვევები ქირურგიულ ჩარევას ექვემდებარება. დიდი ყურადღება ექცევა იმასაც, უცდია თუ არა პაციენტს ჩვენთან მოსვლამდე წონაში კლება და რა ხერხებით. თუკი ყველა მისი მცდელობა უშედეგო იყო, ბუნებრივია, სლივ-გასტრექტომიის აუცილებლობა განიხილება. აუცილებელია იმის აღნიშვნა, რომ ამგვარი ქირურგიული ჩარევით არა მხოლოდ წონის კორექცია, არამედ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა უამრავი პრობლემაც გვარდება.

როგორია მოსამზადებელი პერიოდი? რა გამოკვლევები უტარდებათ პაციენტებს?

– ჩვენთან მოსული პაციენტი ოპერაციის გაკეთებამდე გარკვეული დროის განმავლობაში დიეტოლოგებისა და ენდოკრინოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. იღებს და ასრულებს შესაბამის რეკომენდაციებს. პოსტოპერაციულ პერიოდში დაახლოებით 5 დღის განმავლობაში კლინიკაში იმყოფება  და მუდმივად მეთვალყურეობის ქვეშაა მისი კვება და იმჟამინდელი მდგომარეობა. ბუნებრივია, კილოგრამებს კლინიკაშივე ტოვებს და შემდეგაც აგრძელებს გახდომას. ოპერაციის გაკეთებამდე მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური ფაქტორი. პაციენტს გააზრებული უნდა ჰქონდეს ოპერაციის მნიშვნელობა და უმრავლესობა ზედმიწევნით ასრულებს ექიმის რეკომენდაციებს.

როგორია რეაბილიტაციის პერიოდი და რამდენად ხშირად კონტროლდება სამედიცინო პერსონალის მხრიდან პაციენტის მდგომარეობა ოპერაციის შემდეგ?

– როგორც აღვნიშნეთ, სლივ-გასტრექტომია არ არის მარტივი  ოპერაციაა და მუდმივად საჭიროებს კონტროლს. ოპერაციის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა გარკვეული სიხშირით კონტროლდება ენდოკრინოლოგ-დიეტოლოგის მიერ. ამ შემთხვევაში ძალიან დიდი როლი თავად პაციენტს აკისრია, რადგან დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიურ მდგომარეობასა და თავად გახდომის სურვილს.

რა ასაკიდანაა რეკომენდირებული ოპერაციის გაკეთება და თუ უკეთებთ კუჭის დაპატარავების ოპერაციას ბავშვებს?

– ბავშვებს აღნიშნული ოპერაცია არ უკეთდებათ. სლივ-გასტრექტომიისთვის დასაშვები ასაკი 16 წელია, თუმცა დიდი ყურადღებაა საჭირო ამ ასაკის პაციენტებთან მუშაობისას.

ოპერაციის გაკეთების შემდეგ, დაახლოებით რამდენი ხნის მერე იწყება წონის კლება და როდის მიიღწევა სასურველი შედეგი?

– წონის კლება ოპერაციის გაკეთებიდანვე იწყება. ოპერაციის დროს კუჭის მოცულობა მცირდება. ამოსაკვეთ ნაწილთან ერთად, იმ ჰორმონის გამომამუშავებელი უჯრედების მოცილებაც ხდება, რომელიც მადაზეა პასუხისმგებელი (ვგულისხმობთ გრელინს. ის იწვევს შიმშილის გრძნობას). შესაბამისად, კუჭის მოცულობის შემცირებისა და შიმშილის გამომწვევი ჰორმონის მოცილების გამო, პაციენტები ისედაც ცოტას ჭამენ და დანაყრების შეგრძნებაც მალევე ეუფლებათ. ამის შედეგად ათეულობით კილოგრამს იკლებენ.

რა რეკომენდაციები შეგიძლიათ მისცეთ ამ პრობლემის წინაშე მყოფ ადამიანებს. როგორ დავიზღვიოთ თავი ჭარბი წონისაგან?

– თუკი გვინდა, რომ თავი დავიზღვიოთ ჭარბი წონისაგან, აუცილებელია ვიცოდეთ დღეში რამდენჯერ უნდა ვჭამოთ, რომელ საათებში, რა დოზით, თითო ჭამაზე საკვების რა ულუფაა აუცილებელი ჩვენი ორგანიზმისათვის. აუცილებელია, რომ დღეში გამოიყოს გარკვეული დრო ფიზიკური აქტივობისათვის. რაც მთავარია,  საკუთარ თავზე მუშაობა არის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი როგორც წონის კლებისთვის, ასევე შენარჩუნებისათვის.

მარიამ გობიანიძე

Share2Tweet1

ახალი ამბები

ტელევიზორი სახლის კინოთეატრის მოსაწყობად
ახალი ამბები

ტელევიზორი სახლის კინოთეატრის მოსაწყობად

05/05/2026
5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
მწვადის ეს ნაწილი არასდროს მიირთვათ და სხვასაც აუკრძალეთ – გიორგი ღოღობერიძის სასარგებლო რჩევა
ახალი ამბები

მწვადის ეს ნაწილი არასდროს მიირთვათ და სხვასაც აუკრძალეთ – გიორგი ღოღობერიძის სასარგებლო რჩევა

03/06/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026

საინტერესო

“2014 წლის ბიუჯეტში შემოსავლები გადაჭარბებით იქნება შესრულებული”

“2014 წლის ბიუჯეტში შემოსავლები გადაჭარბებით იქნება შესრულებული”

11 years ago
„პაციენტი კლინიკაში სერიოზული დაზიანებებით გადაიყვანეს“ – ავსტრიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც არალეგალურ კოსმეტიკურ ოპერაციებს ატარებდა

„პაციენტი კლინიკაში სერიოზული დაზიანებებით გადაიყვანეს“ – ავსტრიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც არალეგალურ კოსმეტიკურ ოპერაციებს ატარებდა

1 year ago
„საშიში სიტუაციაა… იყავით ფრთხილად!“ – მეტეოროლოგი მოსახლეობას აფრთხილებს

„საშიში სიტუაციაა… იყავით ფრთხილად!“ – მეტეოროლოგი მოსახლეობას აფრთხილებს

8 months ago

ეფექტური ნიღაბი თხელი თმისთვის. შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ!

10 years ago

ახალი ამბები

სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა
ახალი ამბები

სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა

05/16/2026

2 დღის წინ მეტრო „სამგორში“ ტრაგედია დატრიალდა. ახალგაზრდა გოგო მოულოდნელად ცუდად გახდა და გარდაიცვალა. გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნა მა­რი­ამ ტყე­მა­ლა­ძეა. ის თსუ-ს...

Read moreDetails
როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

05/14/2026
“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

05/14/2026
“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა 05/16/2026
  • როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა 05/14/2026
  • “ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები 05/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by