„საპარლამენტო იმუნიტეტის გაუქმება არ იგეგმება. ეს საკითხი პარლამენტში ამჟამად არ განიხილება.“ – გიორგი კახიანი, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.
საპარლამენტო იმუნიტეტის შესაძლო გაუქმება მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის შესახებ საკანონდებლო პაკეტის განხილვა მოეწყო. ერთ-ერთი საკითხი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებისთვის იმუნიტეტის მინიჭება იყო.
სადეპუტატო იმუნიტეტის საკითხს 2 დოკუმენტი არეგულირებს, პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ საქართველოს კანონი და პარლამენტის რეგლამენტი. დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ დეპუტატის დაპატიმრება, მისი ბინის, სამუშაო ადგილის ან პირადი ჩხრეკა მხოლოდ პარლამენტის თანხმობით არის შესაძლებელი.
ნინი მაზიაშვილი