• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, September 29, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

უნიკალური მესხური ყველით, რომელსაც ანალოგი არ მოეპოვება აშშ-ში დაინტერესდნენ

9 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
უნიკალური მესხური ყველით, რომელსაც ანალოგი არ მოეპოვება აშშ-ში დაინტერესდნენ
28
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ტენილი მესხური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტია, რომელიც რძის ნაწარმის დელიკატესად მიიჩნევა. წლების წინ მესხეთში ტენილს მცირე რაოდენობით ამზადებდნენ, რადგან ოჯახისთვის მისი დიდი ოდენობით დამზადება არარენტაბელური იყო. ყველის ამ სახეობისთვის ცხიმიანი რძის სრული რაოდენობა გამოიყენება. ჭობარელებს ტენილი გასაყიდად იშვიათად გაჰქონდათ. ოჯახურ პირობებში ყველის ეს სახეობა  მზადდებოდა  იმ  რაოდენობით, რაც საჭირო იყო სადღესასწაულო დღეებისთვის და სტუმრის პატივსაცემად.

„ტენილი უნიკალურია, არასდროს მინახავს მსგავსი რამ, განსხვავებული გემო აქვს, ნაღებისა და ყველის საინტერესო ნაზავია. მე ფრანგი ვარ, როგორც იცით, საფრანგეთში ძალიან ბევრი სახეობის ყველია, თუმცა, ტენილი განსხვავებულია და არაფერს ჰგავს. ასევე უნიკალურია მისი მომზადების პროცესი, ძალიან საინტერესო სანახაობაა,“- ამბობს ალინ ბრონსტეფერი.

დამუშავების ტექნოლოგიისა და საყველე მასის მომწიფების მიხედვით ტენილი ჩედერიზებული ყველის ჯგუფს მიეკუთვნება.  საყველე მასა დამარილების გარეშე მწიფდება,  შემდეგ კი ამ მასას ადნობენ.  ტენილი მნიშვნელოვნად განსხვავდება ადგილობრივი წათხის ყველებისაგან, როგორც დამუშავების ტექნოლოგიური პროცესით, ისე გარეგნული სახით, გემოთი, სუნით, კონსისტენციითა და სხვა თვისებებით.

2010 წელს ასპინძის რაიონის სოფელ ჭობარეთში შეიქმნა მცირე საწარმო, სადაც აღადგინეს „ტენილის“ დამზადების უძველესი ტრადიციული ტექნოლოგია და ამჟამად ამ ტექნოლოგიით ხდება უნიკალური ქართული ყველის დამზადება. 2013 წელს „ტენილის“ დამზადების ტექნოლოგიას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის (არამატერიალური) ძეგლის სტატუსი მიენიჭა. სოფელ ჭობარეთში ტენილის წარმოებას, ჩეჩილ ყველთან ერთად, ალუდა ჯვარიძემ მოჰკიდა ხელი. კოოპერატივ „მზიანეთთან“ ერთად საკმაოდ დიდ წარმატებასაც მიაღწია. ტენილი და ჩეჩილი ყველის  დამზადების ტრადიციებსა და მათ სამომავლო გეგმებზე „თბილისი თაიმს“ ალუდა ჯვარიძე ესაუბრა.

როდის გადაწყვიტეთ გაგეგრძელებინათ ტრადიციული მეთოდის ყველის დამზადება?

– ბავშვობიდან ვუყურებდი თუ როგორ მზადდებოდა ყველი. რა დიდი შრომა სჭირდებოდა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, გაგვეგრძელებინა ტრადიციული მეთოდით ყველის დამზადება და ჭობარეთის გაუქმებულ ყველის საწარმოში ყველის წარმოება განვაახლე.  ჭობარეთის ერთ-ერთი უბნის, მზიანეთის სახელი დავარქვი და შევქმენით კოოპერატივი „მზიანეთი“.  საწარმო 4 წლის წინ დაფინანსდა, მაგრამ მეწარმეებს წარმოება გაუჭირდათ და დატოვეს. დღეს ჩვენი კოოპერატივი აქტიურად ცდილობს ყველის წარმოებას და მის რეალიზებას.

რა განსხავებაა ჩეჩილსა და ტენილ ყველს შორის და რითია იგი გამორჩეული?

– ჩეჩილი ყველი ტენილთნ შედარებით ადვილად მზადდება. ჩეჩილი ყველი დასაჩეჩად იოლია, შედედებული რძისგან ამოყვანილი ყველი მხოლოდ ხუთიოდე წუთით გადააქვთ ცხელ შრატში. შუაში თითით ნახვრეტს უკეთებენ, მხოლოდ ხუთი წუთი დაატრიალებენ დასაჩეჩად ცხელ შრატში და ჩეჩილი ყველის დამზადების პროცესი ამით მთავრდება. ყველი „ტენილის“ დამზადება რთული და შრომატევადი პროცესია. როცა ტენილს ამზადებენ, ჩეჩილისგან განსხვავებით, ყველს ერთ უშველებელ რგოლად წელავენ და ნახევარ საათს მაინც ატრიალებენ ცხელ შრატში. ამ დროის განმავლობაში, ბუნებრივია, შრატი გრილდება, ამიტომ ქვაბიდან ნაწილ-ნაწილ იღებენ და კვლავ აცხელებენ. ასე გრძელდება ყველის დაჩეჩვა, ცხელ შრატში ტრიალით, ზოგჯერ თითქმის ერთ საათს, ვიდრე ყველი თმის ღერებივით არ დაიჩეჩება. მერე დაჩეჩილ ყველს ერთი დღით ხის საშრობზე გადაკიდებენ, გააშრობენ, დაჭრიან და ნაღებში ამოავლებენ. ნაღებში ამოვლებულ და სუფთა ტილოში გახვეულ ყველს სპეციალურ საშრობზე ვაშრობ ორი დღე. მერე ქოთნებში ვტენით და განსაზღვრული დროის შემდეგ ქოთანს პირუკუ წამოვამხობთ, რომ თუკი ყველში სისველე დარჩა, ისიც გადმოვიდეს.

რამდენად მოთხოვნადია ჩეჩილი და ტენილი ყველი  და სად შეიძლება მათი შეძენა?

– სამწუხაროდ, ქართულ ბაზარზე ნაკლებად მოთხოვნადია. ძირითადად უცხოელები ინტერესდებიან, რადგან სრულიად გამორჩეულია გემოთი და არომატით. რაც შეეხება ფასებს, იმ შრომის გათვალისწინებით, რასაც ყველის დამზადება მოითხოვს ფასები საკმაოდ დაბალია, ერთი კილოგრამის შეძენა დაახლოებით 22 ლარად არის შესაძლებელი. ჩვენი კოოპერატივის მიერ დამზადებული ყველის შეძენა საკმაოდ ბევრ მაღაზიაშია შესაძლებელი. რაც შეეხება მოთხოვნას, მას შემდეგ რაც ჩეჩილი ყველის წარმოება დავიწყეთ, ქართულ ბაზარზე მოთოვნა გაიზარდა. რადგან, ჩეჩილი ყველი ნაკლებად ცხიმიანი და დიეტურია.

რამდენად დაცულია თქვენს საწარმოში ყველის წარმოების ნორმები და სტანდარტები?

– დღეს ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ის ნორმები და დავიცვათ სტანდარტები, რაც ყველის დამზადებას ახლავს თან. თუმცა, რადგან ჩვენ ყველის წარმოებას ტრადიციული მეთოდით ვახდენთ, რთულია ყველაფრის დაცვა. დღეს კვლავ მიმდინარეობს საწარმოს განახლება და ვცდილობთ გავიაროთ ის სავალდებულო ეტაპები, რაც დაგვეხმარება გავიტანოთ ყველი ქვეყნის გარეთ.

რამდენად დიდია მთხოვნა უცხოეთის ბაზარზე?

– მოთხოვნა საკმაოდ დიდია. ამერიკელების მხირდან შემოთავაზებაც გვაქვს, რომ გავიტანოთ ჩეჩილი  და ტენილი ყველი. თუმცა, ჩვენ ვერ ვახერხებთ გატანას, რადგან არ გვაქვს საკმაორისი რესურსი. ჩვენ მხოლოდ ადგილობრივი ჯიშის პირიუტყვი გვყავს. უცხოეთიდან შემოყვანილი მაღალი წველადობის პირუტყვი ჩვენში ჯერჯერობით ვერ ამართლებს.უპირველესად იმიტომ, რომ საძოვარზე ვერ დადის და თივა ადგილზე უნდა მიუტანო. ჩვენთან კი ალპური საძოვრებია, ალპური მდელოების რძე ბევრად გემრიელია. მომავალში ვგეგმავთ პირუტყვის დამატებას და წარმოების გაფართოებას, იმისთვის რომ შევძლოთ საკმარისი რაოდენობის ყველის წარმოება და შემდეგ ექსპორტზე გატანა.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

– უპირველესად, ვაპირებთ ფერმის გაფართოებას და მაღალი სტანდარტებით აღჭურვას.რათა დაცული იყოს ზოგადი ჰიგიენის ნორმები, ძროხა უნდა იყოს ჯანმრთელი და შესაბამის პირობებში იწველებოდეს, საჭირო ტემპერატურაზე უნდა ინახებოდეს რძე.ამის შემდეგ ვაპირებთ საქონლის შეძენას და წარმოების გაფართოებას.

მარიამ ლეკიაშვილი

 

 

 

 

 

 

Share11Tweet7

ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს
ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს

09/14/2026
კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
ახალი ამბები

კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

09/14/2026
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025

საინტერესო

 „ვისაც ეს ჭურჭელი გაქვთ შეძენილი, არ გამოიყენოთ!“ – სურსათის ეროვნული სააგენტოს  განცხადება 

 „ვისაც ეს ჭურჭელი გაქვთ შეძენილი, არ გამოიყენოთ!“ – სურსათის ეროვნული სააგენტოს  განცხადება 

4 years ago

მიხეილ ჯანელიძე რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა

10 years ago
არჩევნებზე ხმას ინდივიდუალური კალმებით მივცემთ – ცესკო

არჩევნებზე ხმას ინდივიდუალური კალმებით მივცემთ – ცესკო

6 years ago
მთის არხის რეაბილიტაცია დასრულდა

მთის არხის რეაბილიტაცია დასრულდა

10 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by