• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, May 25, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

მშვილებელი ოჯახებისათვის მოსამზადებელი კურსების გავლა სავალდებულო გახდა

9 years ago
in ექსკლუზივი, საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

შვილი რომ ყველაზე დიდი ბედნიერებაა, ამაზე არავინ დაობს.  სამწუხაროდ, ყველა ადამიანს ამ ბედნიერების შეგრძნების შესაძლებლობა არ აქვს. საქართველოში საკმაოდ ბევრი უშვილო წყვილია, არიან ისეთებიც, რომლებიც დაოჯახებულნი არ არიან, მაგრამ დედობა/მამობა სურთ.  ამგვარი პიროვნებები შესაბამისი პროცედურების გავლის შემდგომ მშვილებელთა უზარმაზარ რიგს უერთდებიან და ბავშვის მოლოდინში მრავალ წელს ითვლიან. იმის გასარკვევად, თუ რატომ არის გართულებული ბავშვის გაშვილება და,ზოგადად, რა პროცედურებთანაა დაკავშირბეული ყოველივე The Tbilisi Times სოციალური მომსახურების სააგენტოს დაუკავშირდა.

ინფორმაცია, რომ 2015-2017 წლებში საქართველოს ფარგლებს გარეთ 12 ბავშვი გაშვილდა. ეს პროცედურა კანონის შესაბამისი რამდენადაა, იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოში გაშვილების პროცესი საკმაოდ რთულია?

– დავიწყოთ იქიდან, რომ გაშვილების პროცედურა საქართველოში არც რთულია და არც მარტივი. პროცედურა იმგვარად არის გაწერილი, რომ ბავშვის ინტერესები მაქსიმალურად გათვალისწინებული იყოს. რაც შეეხება უცხოეთში ბავშვის გაშვილებას- ეს პროცედურა ნამდვილად დიდ დროსა და საკმაოდ შრომატევად პროცედურებთან არის დაკავშირებული.

უცხოეთში ბავშვი მხოლოდ იმ შემთხვევაში შვილდება, თუკი 8 თვის განმავლობაში სხვადასხვა ოჯახისათვის შეთავაზების შემდეგ, საქართველოში მეურვე არ მოიძებნა.  ამ 12 ბავშვის შემთხვევაც ამდაგვარია. ყველა ბავშვს, რომელიც უცხოეთში გაშვილდა ან  შშმპ-ს სტატუსი, ან  ჯანმრთელობის რაიმე პრობლემა აქვს. ასეთ ბავშვებზე კი საქართველოში მოთხოვნა თითქმის არ არსებობს. მშვილებელი ოჯახები მოთხოვნებში ყოველთვის უთითებენ, რომ  ჯანმრთელი ბავშვის აყვანა სურთ. ბუნებრივია, გაშვილების პროცესი საქართლოს კანონმდებლობის და საერთაშორისო კონვენციების სრული დაცვით  განხორციელდა.

 როგორც ცნობილია,  ბავშვის შვილად აყვანის მსურველმა მოსამზადებელი კურსი უნდა გაიაროს. რას მოიცავს ეს კურსი და მონაწილეობის მიღება რაიმე თანხასთან ხომ არ არის დაკავშირებული? ზოგადად, ბავშვის შვილად აყვანის მსურველი წყვილი, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს?

– საქართველოს კანონში „შვილად აყვანისა და მინდობითი აღზრდის შესახებ“ (ssa.gov.ge) ზუსტად არის  განმარტებული რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს შვილად აყვანის მსურველი  და  ვინ არ შეიძლება იყოს მშვილებელი.

2016 წელის  24 მაისს, კანონში ცვლილებები განხორციელდა  და ამ ცვლილებების მიხედვით, მშვილებელი ოჯახებისათვის მოსამზადებელი კურსების გავლა სავალდებულო გახდა. ბაზაში რეგისტრირებული პირები ეტაპობრივად გადამზადდებიან. სოციალური მომსახურების სააგენტოს დროში შეზღუდვა ამაზე არ აქვს. რეესტრში მყოფ ან ახლადდარეგისტრირებული მშვილებლების მოსამზადებლად ტრენერები უკვე მომზადდნენ.  თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს მათთვის ბავშვების შეთავაზების პროცესს ხელს არ შეუშლის.  ტრენინგის საფასური ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა მოსამზადებელი კურსის გავლა გარკვეული, სიმბოლური, თანხა ნამდვილად ეღირება.

ბავშვის აყვანის მსურველ ცალკეულ ინდივიდებს რაიმე სახის შეზღუდვა ხომ არ აქვთ? ყოფილა თუ არა შემთხვევა, როდესაც აღსაზრდელი მამაკაცისთვის მიგიშვილებიათ?

 – ცალკეული პირებისთვის, რომლებიც ოჯახით წარმოდგენილნი არ არიან, შეზღუდვა არ არსებობს. ანუ, მარტოხელა ქალბატონსაც და მარტოხელა მამაკაცსაც  შვილად აყვანის მსურველთა რეესტრში რეგისტრაცია თავისუფლად შეუძლია. მარტოხელა  მამაკაცისთვის ბავშვის მიშვილების ჯერ-ჯერობით  მხოლოდ 1 შემთხვევა  გვაქვს, თუმცა რიგში კიდევ  რამდენიმე ასეთი მამაკაცია.

რა ღონისძიებას უნდა მიმართონ ადამიანებმა, რომელთაც სურთ შვილი ჰყავდეთ. რა პროცედურების გავლაა საჭირო და სასურველი შედეგი დროის რა პერიოდში მიიღწევა. ზოგადად, ბავშვის გაშვილების პროცესი რა სირთულეებთან ასოცირდება?

– შვილად აყვანის მსურველმა  პირმა სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულს უნდა მიმართოს, რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტები უნდა  წარადგინოს. შემდეგ მას  სოციალური მუშაკი გადაამოწმებს და მომლოდინეთა ბაზაში დაარეგისტრირებს. შვილად აყვანის მსურველთა რეესტრში დარეგისტრირება რთული ნამდვილად არ არის. სასურველი შედეგის მისაღწევად განსაზღვრული დრო არ არსებობს. იმის განსაზღრა, რამდენი დედა მიატოვებს შვილს, რომ შემდეგ ეს ბავშვი შვილად აყვანის მსურველებს შესთავაზო, წინასწარ შეუძლებელია.

მრავალჯერ გვითქვამს და კიდევ ერთხელ  გავიმეორებთ, რომ შვილად აყვანის მსურველთა რიგებს რთული პროცედურა ან ვინმეს გულგრილობა კი არ იწვევს, არამედ ის, რომ გასაშვილებელი ბავშვები სისტემაში ძალიან ცოტაა, მოთხოვნა კი გაცილებით დიდი!! სახელმწიფოს პრიორიტეტია, რომ ბავშვები თავის ბიოლოგიურ ოჯახში იზრდებოდნენ და ამისთვის ყველაფერი კეთდება. აღსანიშნავია მენტალური ცვლილებებიც- თუკი ადრე იყო შემთხვევები, როდესაც მაგალითად, პროვინციაში მცხოვრები მარტოხელა გოგონა(მეუღლის გარეშე), ერიდებოდა და  ეშინოდა საზოგადოებაში ბავშვით მარტო გამოჩენას, ახლა ასეთი ახალგაზრდები ბავშვს აღარ ტოვებენ   და  ცდილობენ გაჭირვებით, მაგრამ საკუთარი შვილი მაინც თავად გაზარდონ. სახელმწიფო ზრუნვაში ძირითადად  ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვებს ტოვებენ, რომელთა გაშვილებაც საქართველოში ასევე იშვიათია. გამონაკლისი შემთხვევები კი ცოტაა, ანუ დედები ისე ხშირად აღარ ტოვებენ ბავშვებს, შესაბამისად ფიზიკურად არ არსებობენ ბავშვები, რომელთაც მშვილებლებს შესთავაზებენ.

უმეტესად, მოთხოვნა რა ასაკის აღსაზრდელებზე ფიქსირდება? აღსაზრდელის დაწუნების შემთხვევა რამდენად ხშირია და, ამ შემთხვევაში, მშვილებელს ბავშვის აყვანის უფლება კიდევ თუ აქვს?

– ქართველ მშვილებლებს მოთხოვნა ძირითადად  ჩვილებზე და მაქსიმუმ 3 წლამდე ასაკის ბავშვებზე აქვთ. მათთვის ასევე მნიშვნელოვანია ეროვნება-უმეტესობას სურს, რომ ბავშვი ქართველი იყოს. კანონის ძველ ვერსიაში არ არსებობდა შეზღუდვა შეთავაზების რაოდენობებზე,  ახალი კანონით კი 2 უარის შემდეგ შვილად აყვანის მსურველი რიგიდან იხსნება და ის თავიდან უნდა დარეგისტრირდეს.

ნინო ზარიძე

ShareTweet

ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026
5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026

საინტერესო

გოგი თოფაძე პარლამენტს ტოვებს

გოგი თოფაძე ბოდიშს იხდის

10 years ago

„ეს გაცვლა მომგებიანია ბიძინა ივანიშვილისთვის“

10 years ago
„ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიას ნუ მოიხსენიებთ იმ რელიგიებს შორის, რომლებიც დადებითად აფასებენ სააგენტოს საქმიანობას“

„ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიას ნუ მოიხსენიებთ იმ რელიგიებს შორის, რომლებიც დადებითად აფასებენ სააგენტოს საქმიანობას“

9 years ago
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ლეგენდარული როჯერ ფედერერი დაამარცხა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ლეგენდარული როჯერ ფედერერი დაამარცხა

5 years ago

ახალი ამბები

მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა
ახალი ამბები

მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა

05/23/2026

მომღერალმა ჯესი ჯეიმ განაცხადა, რომ კიბო დაამარცხა.  38 წლის მომღერალმა ეს ამბავი Instagram-ზე გააზიარა მას შემდეგ, რაც საავადმყოფოში ყოველწლიურ შემოწმებაზე...

Read moreDetails
ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა

ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა

05/23/2026
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა

05/22/2026
„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე

„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე

05/22/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა 05/23/2026
  • ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა 05/23/2026
  • სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა 05/22/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by