“ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძე საირმის ქუჩაზე, 64-ე საარჩევნო უბანზე მისცა ხმა. ის უბანზე ოჯახის გარეშე მივიდა.
“მე არჩევანი გავაკეთე, რომ ჩვენი ქალაქი იყოს ეკოლოგიურად სუფთა, ტრანსპორტი იყოს მოწესრიგებული, ურბანულად იყოს გამართული და არ ხდებოდეს ქაოტური განაშენიანება, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განაცხადა.
კითხვაზე, არის თუ არა ის დღეს ჟურნალისტების წინაშე ბოლოჯერ თბილისის მერობის კანდიდატის სტატუსით, კახა კალაძემ განაცხადა, რომ დღეს ამას გადაწყვეტს დედაქალაქის მოსახლეობა და საღამოს ყველაფერი გახდება ცნობილი.
კითხვაზე, როგორ მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი, კალაძის განცხადებით, ნორმალურად, კარგად.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. დღეს საქართველოს მოქალაქეები მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2058 დეპუტატს და 64 მერს პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით აირჩევენ.