• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 22, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ქართველი მეთოჯინის ნამუშევრები ბაქოში გამოიფინება და გაიყიდება

9 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
ქართველი მეთოჯინის ნამუშევრები ბაქოში გამოიფინება და გაიყიდება
20
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

პროფესიით ექიმია. სანამ მედიცინის სფეროში მოხვდებოდა, ბავშვობიდან ჰქონდა გატაცება, მუდმივად ახლის შექმნისა და რაღაც საინტერესოსკენ მიისწრაფოდა. ხატვის მისებური, განსხვავებული სტილი ჰქონდა. ხატავდა ყველგან და აკეთებდა ყველაფრისგან. ბავშვობაში პლასტელინისა და  კვერცხის ნაჭუჭებისგან ჩაის ჭიქებიც კი გააკეთა.  სურვილის მიუხედავად ჩაებარებინა სამხატვრო აკადემიაში, გარკვეული მიზეზების გამო სამედიცინო უნივერსიტეტში აღმოჩნდა. ხანგრძლივი განშორების მიუხედავად, დღეს ადვილად იპოვო საკუთარი ადგილი სამყაროში. ნანა ბეიტრიშვილი ქმნის თოჯინებს, ბროშებს, შარფებსა, სადგამებს, ბალერინებს. “ნანას თოჯინების”  შექმნაზე, მის წარმატებებზე და გეგმებზე „თბილისი თაიმსიდან“ შეიტყობთ

თქვენ შესახებ  რომ მოუყვეთ ჩვენს მკითხველს, როგორ მოხვდით ხელოვნების სფეროში?

–  „სტუდენტობიდან მოყოლებული სულ ვკერავდი. ვფიქრობ, საკმაოდ წარმატებულადაც გამომდიოდა, რადგან არაერთხელ მქონდა შემოთავაზება გამეკეთებინა თეატრალური დადგმისთვის კოსტიუმები. ამავე პერიოდში დავიწყე გალობა, მიუხედავად იმისა, რომ არ მქონია არანაირი მუსიკალური განათლება.სულ მალე  სკოლაში მიმიწვიეს  და ერთი წელი ვიმუშავე გალობის პედაგოგად. ამის შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკოლაში ხელოვნების მასწავლებლადაც  ვმუშაობდი. მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროში არ მქონდა განათლება, ღვთის წყალობით, ყველაფერი მარტივად  ვისწავლე. შეიძლება ითქვას, ხელოვნება არც არასდროს მიმიტოვებია, თავისუფალ დროს სამკაულებს  ვაკეთებდი და ვყიდდი.“

საიდან გაგიჩნდათ იდეა შეგექმნათ თოჯინები?

–„ერთ დღეს, შეხვედრაზე, ჩემს მეგობარს გულსაკიდი თოჯინა ეკიდა, რომელიც მთლიანად ლითონისგან იყო ჩამოსხმული. თოჯინას პაწაწინა წულის კაბა  ეცვა და ხელში ასეთივე პაწაწინა ჩანთა ეკავა. სწორედ აქედან გამიჩნდა იდეა, გამეკეთებინა მსგავსი სახის თოჯინები. წავედი მაღაზიაში და ვიყიდე ყველაფერი, რაც მსგავსი თოჯინის შექმნაში დამეხმარებოდა. თუმცა, იმ დროს წარმოდგენაც არ მქონდა როგორ უნდა გამეკეთებინა. პირველი თოჯინა საკმაოდ წარმატებით გავაკეთე და მას შემდეგ მუდმივად ვცდილობ, განვვითარდე და  კიდევ უფრო მეტად დავხვეწო ჩემი თოჯინები.

რა ადგილი უჭირავს თქვენს ცხოვრებაში ხელოვნებას და როგორია შექმნის პროცესი?

– თოჯინების შექმნის პროცესი საოცრად შრომატევადია. თითოეული დეტალი ცალ-ცალკე კეთდება, თითოეულ მათგანს სპეციფიკური ცოდნა სჭირდება, რაც ძალიან დიდი დროსა და ენერგიას მოითხოვს. თოჯინების კეთება რომ დავიწყე, მოგვიანებით გამახსენდა, რომ პატრიარქმა ერთ-ერთ წელს მოგვცა კურთხევა, თოჯინები გაგვეკეთებინა და ერთმანეთისთვის  გვეჩუქებინა. თოჯინის შექმნის პროცესი იმდენად სასიამოვნო, თითოეული თოჯინა იმდენად საყვარელია ჩემთვის, რომ ყოველთვის მაქვს სურვილი, რომ კარგი ადამიანის ხელში მოხვდეს. თითქოს ადამიანის მეგობრად იქცევა, ადამიანის მეორე პატარა „მეა“. ადამიანის ორეულია. სწორედ ამიტომ მოსწონთ ეს ნამუშევრები, თითქოს საკუთარ თავს პოულობენ მათში. თითქოს ცოცხლები არიან. ჩემს თოჯინებს არ აქვთ სახე – თვალები პირი და ა.შ, ანუ იმას,  რასაც ზოგადად სახე და მიმიკა გამოხატავს,  ჩემი გოგონები გამოხატავენ პლასტიკით, ჩაცმულობითა და ფერებით. ვფიქრობ, რომ თუ თოჯინა ორეულია სახე მისი ინდივიდუალური წარმოსახვით უნდა შეიქმნას.

როგორია ნამუშევრის ფასები და სად შეიძლება მათი შეძენა?

– თოჯინების ფასები 15 ლარიდან იწყება და განსხვავებულია მითი ზომების  მიხედვით. ჩემთვის მთავარია ჩემი თოჯინები იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის. ჩემთვის მთავარი ის კი არაა ჩემი თოჯინები გავყიდო, არამედ ის, რომ იყიდონ. ხელოვნება ცოტა შორს დგას ბიზნესისგან, ამიტომ აუცილებელია დავიცვათ ის შუალედი, რათა არ დაიკარგოს შემოქმედებითი პროცესით მიღებული სიამოვნება და არ გაქრეს ხელოვნების განსკუთრებული ძალა.  ჩემი ნამუშევრების შეძენა ფეისბუკის გვერდის გარდა, შესაძლებელია  ხელნაკეთი ნივთების მაღაზიებში – „სკივრსა“ და  „კომოდში“.

როგორია კონკურენცია და რამდენად მოთხოვნადია თოჯინები ბაზარზე?

– რაც შეეხება კონკურენციას, როგორც მე ვიცი, მსგავსი სახის თოჯინებს საქართველოში არავინ ამზადებს, შესაბამისად ამ მხრივ არ  გვაქვს კონკურენცია. მომხმარებლისთვის ეს სიახლეა და მათ ძალიან მოსწონთ. ხშირად ყიდულობენ და სულ თან ატარებენ. ეს ყველაფერი იმდენად ახალია, რომ ხშირად მირეკავენ და მთხოვენ გავაკეთო სასწავლო ვიდეო გაკვეთილები, თუმცა ჯერ თავს ვიკავებ. რადგან  ისევ ძიებისა  და ჩამოყალიბების პროცესში ვარ.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები და რა სიახლეებს სთავაზობთ საახალწლოდ მომხმარებლებს?

– სამომავლოდ ვგეგმავ სამზარეულოს თოჯინების გაკეთებას, რომელსაც მალევე შევთავაზებ ჩემს მომხმარებლებს. ასევე, ვგეგმავ ბეწვიანი თოჯინებს ხაზის დამატებას. ცოტა ხნის წინ ჩემი თოჯინები გავაგზავნე ბაქოში, გამოფენა-გაყიდვაზე, რომელიც ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. ფოლკლორის ცენტრში უახლოეს მომავალში იგეგმება ჩემი  პერსონალური გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება როგორც ჩემი  პაწაწინა თოჯინები, ასევე ძველი ნამუშევრებიც.  ძალიან მინდა, უფრო მეტი ყურადღება მიექცეს თოჯინურ ხელოვნებას და მეტი ხელშეწყობა ჰქონდეს მის განვითარებას . წარმატებებს ვუსურვებ ყველა მეთოჯინეს და ზოგადად ხელოვანს!

მარიამ ლეკიაშვილი

Share8Tweet5

ახალი ამბები

გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს
ახალი ამბები

კარგი სიახლე პენსიონერებისთვის – მთავრობის გადაწყვეტილებით, პენსიები კიდევ იზრდება

10/12/2026
ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს
ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს

09/14/2026
კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
ახალი ამბები

კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

09/14/2026
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025

საინტერესო

“მამინაცვალი დიდი სიყვარულით გერს არასოდეს ექცეოდა, უცემია კიდეც..” – ქმრის მკვლელობისთვის დაკავებულ 29 წლის ქალს პატიმრობა მიუსაჯეს: რა მოხდა სამტრედიაში?

“მამინაცვალი დიდი სიყვარულით გერს არასოდეს ექცეოდა, უცემია კიდეც..” – ქმრის მკვლელობისთვის დაკავებულ 29 წლის ქალს პატიმრობა მიუსაჯეს: რა მოხდა სამტრედიაში?

3 years ago
სააგენტო ყირიმ-კონგოს დაავადების საწინააღმდეგო პრევენციულ ღონისძიებებს ატარებს

2016 წელს საქართველოდან ყატარსა და საუდის არაბეთში 11 800-მდე ცხვრის ექსპორტი განხორციელდა

11 years ago
პოლიციამ საქართველოში ნარკოტიკების ინტერნეტით გავრცელების ახალი სქემა გამოავლინა – დაკავებულია 5 პირი

პოლიციამ საქართველოში ნარკოტიკების ინტერნეტით გავრცელების ახალი სქემა გამოავლინა – დაკავებულია 5 პირი

8 years ago
ქრთამის აღების ფაქტზე ნაძალადევის რაიონის გამგეობის საუბნო სამსახურის უფროსი დააკავეს

ქრთამის აღების ბრალდებით შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი დააკავეს

9 years ago

ახალი ამბები

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან

10/22/2026

19 ოქტომბერს, გლდანში ტრაგედია დატრიალდა. ხელბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, რატი მსხვილიძე მოულოდნელად გარდაიცვალა. რატი მსხვილიძეს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული...

მეტის ნახვაDetails
„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან

„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან

10/22/2026
„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს

„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს

10/22/2026
ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

10/20/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან 10/22/2026
  • „ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან 10/22/2026
  • „მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს 10/22/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by