პალესტინის მთავრობის პრეს სამსახურის ცნობით, ამ ქვეყნის ლიდერებიც მიიღებენ მონაწილეობას ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაში.
პალესტინა დონორ ქვეყნებს 500 მილიონი დოლარის ფარგლებში ფინანსურ დახმარებას მოითხოვს, რომელსაც პრემიერმინისტრ რამი ელ-ჰამდალლაჰის განცხადებით, ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას და ხალხის კეთილდღეობის ამაღლებას მოახმარდება.
ამასთან ერთად, პალესტინის მთავრობა აპირებს ნიუ-იორკში სპეციალური ბრიფინგის გამართვას, რომელზეც მსოფლიო თანამეგობრობას ისრაელზე ზეწოლას მოსთხოვენ, რათა მან პალესტინას სამშენებლო სექტორში არსებული შეზღუდვები მოუხსნას.
23.09.13





