• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, July 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

კავკასიაში უკან ბრუნდება დათრგუნული ტენდენცია – ვაჟიშვილი მშობლებისთვის უფრო სასურველი ხდება, ვიდრე გოგონა

13 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, მსოფლიო
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ერთ დროს დათრგუნული ტენდენცია, რომლის თანახმადაც ვაჟიშვილი მშობლებისთვის უფრო სასურველი იყო, ვიდრე გოგონა, უკან ბრუნდება.

ვაჟიშვილებს კავკასიაში უპირატესობას ანიჭებდნენ, მაგრამ ეს ტენდენცია ერთ დროს ითრგუნებოდა, ახლა კი შემაშფოთებლად იკიდებს ფეხს

მიიჩნევდნენ, რომ მდედრობითი სქესის ნაყოფის მოცილების პრაქტიკა ძირითადად ჩინეთსა და აზიის სხვა ქვეყნებშია გავრცელებული. მაგრამ ეს ტენდენცია კავკასიაშიც პრევალირებს. ორი ახალი კვლევა ამის მიზეზს ეძიებს და ვარაუდობს, რომ ამგვარი პრაქტიკა შეიძლება კიდევ უფრო გავრცელდეს.

თუ ბუნებრივ პროცესებში არ ერევიან,  ყოველ 100 გოგონაზე 105 ბიჭი ჩნდება. ბიჭები უფრო მგრძნობიარენი არიან საბავშვო დაავადებებისადმი, ამიტომ პატარა დისბალანსი დაბადებისას, პუბერტატულ ასაკში მათ ტოლ რაოდენობას უზრუნველყოფს.  მაგრამ სომხეთსა და აზერბაიჯანში ყოველ 100 გოგონაზე 115 ბიჭი ჩნდება, ხოლო საქართველოში – 120. აქ უფრო დიდი დისპროპორციაა, ვიდრე ჩინეთში. სამივე ქვეყანაში მაჩვენებლებმა მკვეთრად იმატა 1991 წლის შემდეგ. 2010 წელს, ასკვნის მარკ მაიკლი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტიდან, დაბადებული გოგონების რაოდენობა 10 პროცენტით ჩამორჩებოდა მაჩვენებელს, რომელიც ნორმალურ პროპორციას უზრუნველყოფდა. უფრო დიდი დისბალანსი მხოლოდ ჩინეთშია.

სქესობრივი ბალანსი კავკასიაში განსაკუთრებით მაშინ ირღვევა, როდესაც მეორე ან მესამე ბავშვი იბადება. სომხეთში ყოველ პირველ ას ქალიშვილზე 138 ბიჭი იბადება. თუ პირველი შვილი ბიჭია, უფრო სავარაუდოა, რომ მეორე გოგონა იქნება  (ანუ შეიცვლება სქესის სელექცია). მაგრამ თუ პირველი შვილი გოგონაა, მაშინ ვაჟი ბევრად უფრო სასურველი ხდება. როდესაც პირველი შვილი გოგონაა, მეორე ბავშვი შემთხვევათა 61 პროცენტში – ბიჭია. სომხური ოჯახები, როგორც ჩანს, გეგმავენ არა მხოლოდ ოჯახის წევრების რაოდენობას, არამედ მის შემადგენლობასაც.

ისევე როგორც ყველგან, ულტრაბგერითი გამოკვლევისა და, შესაბამისად, ნაყოფის სქესის დადგენის სიიაფე მნიშვნელოვნად ცვლის ვითარებას. საბჭოთა კავშირის დაშლამდე ასეთი აპარატურა იშვიათად მოიპოვებოდა, რადგან  ნაწილს სამხედრო მიზნებისთვის იყენებდნენ, ხოლო დასავლეთიდან მათი შემოტანა აკრძალული იყო. როგორც კი 1991 წლის შემდეგ ასეთი აპარატურა გავრცელდა, სელექციური აბორტების რაოდენობაც გაიზარდა. თუმცა, ეს აპარატურა უფრო ბევრია უკრაინასა და სხვა მეზობელ ქვეყნებში, მაგრამ აქ სქესობრივი წონასწორობა სტაბილურია. მაჩვენებლები გაიზარდა ჩრდილო ოსეთში, რომელიც რუსეთის შემადგენლობაშია და კავკასიაში მდებარეობს და თურქეთის ნაწილში, მაგრამ მხოლოდ 107-მდე.

რით არის განპირობებული კავკასიის პრეცედენტი? ავტორები ვარაუდობენ, რომ პასუხი შეიძლება პოლიტიკაში ვეძიოთ: ვაჟები ასე ძალიან იმიტომ ურჩევნიათ, რომ სამივე ქვეყანას აქვს „გაყინული კონფლიქტები“, რომლებსაც შეუძლიათ ისე შეამცირონ გოგონების ფასი, რომ ოჯახის დაგეგმვა ვაჟების სურვილმა განაპირობოს“. თუ ეს ასეა, ეს დიდი ცვლილება მნიშვნელოვანი იქნება. საბჭოთა კავშირი 70-იანებში თავს იწონებდა იმით, რომ იქ  ქალებს ისეთი უფლებები ჰქონდათ, როგორიც არსად სხვაგან. გარდა ამისა, საბჭოთა კავშირი არ უშვებდა ქალების დისკრიმინაციას რელიგიური ნიშნით. ვაჟების ამჟამინდელი პრეფერენცია კავკასიაში იმის დასტურია, რომ ტრადიციული ფასეულობები უკან ბრუნდება.

მეორე მხრივ, კავკასია შეიძლება არც წარმოადგენდეს გამონაკლისს. ნიუ-იორკული ორგანიზაციის, პოპულაციის საბჭოს, თანამშრომელმა ჯონ ბონგაარტმა 61 ქვეყანაში ჩაატარა კვლევა, რათა დაედგინა, როგორი იქნებოდა სქესობრივი პროპორცია იმ შემთხვევაში, თუ მშობლებს ვაჟიშვილებისა და გოგონების სასურველი რაოდენობა ეყოლებოდათ. აღმოჩნდა, რომ ქვეყნების ნახევარში სასურველი პროპორცია 110-ზე მეტია (უფრო მაღალი, ვიდრე ინდოეთში, სადაც ეს მაჩვენებელი 108-ს შეადგენს). სომხეთი და აზერბაიჯანი იმ ქვეყნებს შორისაა, რომელთაც ყველაზე მაღალი მაჩვენებლები აქვთ, მაგრამ მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით აფრიკაში მშობლები ამბობენ, რომ მათთვის უფრო სასურველია, ვაჟიშვილი ჰყავდეთ მეტი, ვიდრე გოგონა. როგორც ბონგაარტი ამბობს, „არსებობს დიდი, ფარული მოთხოვნა სელექციურ აბორტებზე“. თუ კავკასია მაგალითია, მაშინ ეს მოთხოვნა საკმაოდ ადვილად შესრულდება.

23.09.13

Tags: ვიდრე გოგონაკავკასიაში უკან ბრუნდება დათრგუნული ტენდენცია - ვაჟიშვილი მშობლებისთვის უფრო სასურველი ხდება
ShareTweet

ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

07/15/2026
იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
ახალი ამბები

იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

07/15/2026
„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება
ახალი ამბები

„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

07/14/2026
„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა
ახალი ამბები

„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა

07/14/2026
„გარდაიცვალა ჩვენი სკოლის თანამშრომელი, ჩვენი მოსწავლეების დედა…“ – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
ახალი ამბები

„გარდაიცვალა ჩვენი სკოლის თანამშრომელი, ჩვენი მოსწავლეების დედა…“ – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

07/14/2026
„დავიღუპე ხალხო… ჩემი ანგელოზი მართა კამერებში ჩანს, დედას რომ მოეხვია სიმწრით… გადმოხტი და გაიქეცი, რატომ?“ – გორში დაღუპულ დედა-შვილს გლოვობენ
ახალი ამბები

„დავიღუპე ხალხო… ჩემი ანგელოზი მართა კამერებში ჩანს, დედას რომ მოეხვია სიმწრით… გადმოხტი და გაიქეცი, რატომ?“ – გორში დაღუპულ დედა-შვილს გლოვობენ

07/14/2026

საინტერესო

სოზარ სუბარი: “მთავრობაში ვეღარ მიხილავთ”

სოზარ სუბარი და მიხეილ ჩხენკელი პრემიერ-მინისტრის მრჩევლებად დაინიშნენ

8 years ago

დავით აზალკანიანი: “გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე დელეგაციას პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს”

12 years ago
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში აზარტული თამაშებისა და სიმთვრალისათვის პოლიტიკა მკაცრდება

1-2 ნოემბერს, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო „საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციას“ (GDSC) უმასპინძლებს

8 years ago
ისტორიაში პირველად, პარალიზებულმა კაცმა ხერხემლის იმპლანტის მეშვეობით ფეხზე გაიარა 

ისტორიაში პირველად, პარალიზებულმა კაცმა ხერხემლის იმპლანტის მეშვეობით ფეხზე გაიარა 

4 years ago

ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

07/15/2026

15 ივლისს ვლაქერნობაა. წელიწადში მხოლოდ ერთხელ, მორწმუნეები ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი საგანძურის, ღმრთისმშობლის სამოსლის სანახავად, მთელი საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან...

მეტის ნახვაDetails
იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

07/15/2026
„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

07/14/2026
„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა

„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა

07/14/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • 15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ 07/15/2026
  • იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა 07/15/2026
  • „პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება 07/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by