• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, February 3, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საია პარლამენტს ქალთა ქონებრივი უფლებების დაცვის გარანტიების გაზრდის მიზნით საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს

8 years ago
კატეგორია: სამართალი
A A
საია: “ე.წ კაბელების საქმეზე სასამართლომ უკანონო, უსამართლო და დაუსაბუთებელი განაჩენი გამოიტანა”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს, რომლის მიზანია მეუღლეთა ქონებრივი უფლებების დაცვის სამართლებრივი გარანტიების გაზრდა, რაც გულისხმობს ქორწინებაში მყოფი პირის მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილ უძრავ ქონებაზე თანასაკუთრების რეგისტრაციის შესაძლებლობას მეორე მეუღლის თანხმობის გარეშე. საკანონმდებლო წინადადება განსაკუთრებით ხელს შეუწყობს  ქორწინებაში მყოფ ქალთა ქონებრივი უფლებების დაცვას, რადგან საქართველოში არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით,  ქალების სახელზე ძირითადად არ არის დარეგისტრირებული თანასაკუთრებაში არსებული ქონება და მათ, უმეტეს შემთხვევაში, უწევთ სასამართლოს გზით თანასაკუთრებაზე უფლების აღიარება.

საიას ინფორმაცით, საკანონმდებლო წინადადება განსაზღვრავს ქორწინების განმავლობაში შეძენილ უძრავი ქონებაზე თანასაკუთრების რეგისტრაციის სპეციალურ წესს. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში შეთავაზებული ცვლილებით მეუღლეს უფლება აქვს ქორწინების პერიოდში მოითხოვოს ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებაზე თანამესაკუთრედ რეგისტრაცია. უფლების რეალიზაციისათვის საკმარისია მეუღლემ საჯარო რეესტრში წარადგინოს ქორწინების მოწმობა ან შესაბამისი ცნობა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან. ასევე, ქორწინების განმავლობაში შეძენილ უძრავ ქონებაზე თანასაკუთრების რეგისტრაციისათვის მეორე მეუღლის თანხმობის წარდგენა არ არის საჭირო. გარდა ამისა, შემოთავაზებული ცვლილება თანასაკუთრების რეგისტრაციის შესაძლებლობას იძლევა მხოლოდ ქორწინების პერიოდში, რადგან განქორწინების შემთხვევაში თანასაკუთრების გაყოფის საკითხზე გადაწყვეტილება მიიღება სასამართლოს მიერ.

შეთავაზებული ცვლილება უზრუნველყოფს მეუღლეთა მიერ ქორწინებაში შეძენილ ქონებაზე თანასაკუთრების უფლების სათანადო რეალიზაციას, შეამცირებს თანასაკუთრებაში არსებული ქონების ერთპიროვნულად განკარგვის რისკებს და მეუღლეებს თავიდან აარიდებს სასამართლოში თანასაკუთრების მტკიცების ტვირთს.

საკანონმდებლო წინადადება ეფუძნება „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ 2016 წლის საერთაშორისო პრაქტიკის კვლევას „მეუღლეთა თანასაკუთრება მსოფლიოს სხვადასხვა სამართლებრივ სისტემებში“, რომლის საფუძველზეც გამოვლინდა საქართველოს კანონმდებლობაში არსებული საკანონმდებლო ხარვეზები და მომზადდა შესაბამისი რეკომენდაციები.

საია იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტი გაითვალისწინებს საკანონმდებლო წინადადებაში წარმოდგენილ მოსაზრებებს და უზრუნველყოფს ქალთა ქონებრივი უფლებების დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნას.

fb-share-icon
Tweet
ShareTweet

ახალი ამბები

„ჯერ კიდევ შოკში ვარ…“ – ბებია, რომელმაც შვილიშვილს “ტიკ-ტოკის” ლაივში სცემა, ციხიდან გაათავისუფლეს
ახალი ამბები

„ჯერ კიდევ შოკში ვარ…“ – ბებია, რომელმაც შვილიშვილს “ტიკ-ტოკის” ლაივში სცემა, ციხიდან გაათავისუფლეს

02/02/2026
„19 წლის ბიჭი ოჯახის წევრს სცემდა, აუპატიურებდა და მოკვლით ემუქრებოდა“ – პოლიციამ ბრალდებული დააკავა
ახალი ამბები

„19 წლის ბიჭი ოჯახის წევრს სცემდა, აუპატიურებდა და მოკვლით ემუქრებოდა“ – პოლიციამ ბრალდებული დააკავა

01/30/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს – დაკავებულია ერთი პირი
ახალი ამბები

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს – დაკავებულია ერთი პირი

01/09/2026
კახეთში, ბიძამ დისშვილი დაჭრა
ახალი ამბები

კახეთში, ბიძამ დისშვილი დაჭრა

01/05/2026
„საქმე სრულად გახსნილად შეგვიძლია გამოვაცხადოთ“ – ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით მკვლელობის საქმეზე პასუხისგებაში ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე მისცეს
ახალი ამბები

„საქმე სრულად გახსნილად შეგვიძლია გამოვაცხადოთ“ – ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით მკვლელობის საქმეზე პასუხისგებაში ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე მისცეს

12/29/2025

კალენდარი

February 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« Jan    

სიახლეები

  • „ჯერ კიდევ შოკში ვარ…“ – ბებია, რომელმაც შვილიშვილს “ტიკ-ტოკის” ლაივში სცემა, ციხიდან გაათავისუფლეს 02/02/2026
  • იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება 01/30/2026
  • „19 წლის ბიჭი ოჯახის წევრს სცემდა, აუპატიურებდა და მოკვლით ემუქრებოდა“ – პოლიციამ ბრალდებული დააკავა 01/30/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In