• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, August 26, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები: საქართველო იმსახურებს პროგრესის აღიარებას

9 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები: საქართველო იმსახურებს პროგრესის აღიარებას
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

„ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვან და თანმიმდევრულ პროგრესს მიაღწია ევროპის საბჭოს მიმართ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კუთხით და ეს ყველაფერი გაკეთდა ევროპის საბჭოსთან ბრწყინვალე თანამშრომლობით. საქართველო იმსახურებს ამ პროგრესის აღიარებას”,- ამის შესახებ ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის საინფორმაციო ბარათშია ნათქვამი. დოკუმენტში, რომელიც მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებმა – კერსტინ ლუნდგრენმა და ტიტუს კორლატეანმა საქართველოში ვიზიტის შემდეგ მოამზადეს, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესებისა და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებაა საუბარი.

საინფორმაციო ბარათში განსაკუთრებული ყურადღება საკონსტიტუციო რეფორმას ეთმობა. რეფორმა პოზიტიურადაა შეფასებული და აღნიშნულია რომ საქართველოს კონსტიტუციურ სისტემაში ეს ცვლილებები მნიშვნელოვანი პროგრესია. მომხსენებლები მიესალმებიან კონსტიტუციური ცვლილებების იმ კომპრომისულ ვარიანტს, რომელიც საქართველოს პარლამენტმა უკვე ორი მოსმენით მიიღო და რომელიც, მათი თქმით, სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლამდე უზრუნველყოფს მეტად პლურალისტურ პოლიტიკურ გარემოს. დოკუმენტში, ასევე, პოზიტიურადაა შეფასებული, რომ მმართველმა გუნდმა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები დაუყოვნებლივ გაითვალისწინა. ანგარიშში გარდა ამისა, ხაზგასმულია, რომ საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია მოიცავს ნორმებს, რომლებიც ქვეყანაში მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის გაუმჯობესებას ემსახურება.

საინფორმაციო ბარათში ყურადღება პარლამენტის როლზეა გამახვილებული და ნათქვამია, რომ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საზედამხედველო ფუნქცია უნდა გაძლიერდეს. კერძოდ, აღნიშნულია, რომ უნდა გაძლიერდეს საპარლამენტო კონტროლი თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორზე, ასევე, ხელი უნდა შეეწყოს ოპოზიციის როლის ზრდას პარლამენტში. მომხსენებლები ოპოზიციას უმრავლესობასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ და აღნიშნავენ, რომ ოპოზიცია არ უნდა შეეწინააღმდეგოს ხელისუფლებიდან წამოსულ ინიციატივებს მხოლოდ იმ მიზეზის გამო, რომ ისინი უმრავლესობიდან მოდის.

დოკუმენტში საუბარია საქართველოში არსებულ მედია გარემოზეც და აღნიშნულია, რომ ამ მხრივ, საქართველო რეგიონში სამაგალითო ქვეყანაა. მომხსენებლები მიესალმებიან საქართველოს გადაწყვეტილებას, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდოს.

საინფორმაციო ბარათში პოზიტიურადაა შეფასებული გასულ წელს ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ასევე, მომხსენებლები დადებითად აფასებენ საქართველოს ახალი სახალხო დამცველის არჩევის პროცესს და მტკიცე მხარდაჭერას უცხადებენ ომბუდსმენის ინსტიტუტს.

დოკუმენტში საუბარია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმ გადაწყვეტილებაზეც, რომელიც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ივანე მერაბიშვილის საქმეს ეხება. საინფორმაციო ბარათში ხაზგასმულია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ივანე მერაბიშვილის სასამართლო პროცესსა და გამამტყუნებელ განაჩენს არ უკავშირდება.

ანგარიშის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, ბორდერიზაციის პროცესსა და ეთნიკური ქართველების დევნისა და შევიწროვების ფაქტებზე საუბარს ეთმობა. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე და ურყევ მხარდაჭერას.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლები -კერსტინ ლუნდგრენი და ტიტუს კორლატეანი საქართველოში გასული წლის ნოემბერში იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში, თანამომხსენებლებმა შეხვედრები საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, პრეზიდენტთან, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციების, არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან და სახალხო დამცველთან გამართეს.

კერსტინ ლუნდგრენი და ტიტუს კორლატეანი საქართველოში მომდევნო ვიზიტს 2018 წლის პირველ ნახევარში გეგმავენ.

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

ძალადობას ვემიჯნებით. დაპირისპირების პრევენციისთვის აქციაზე მხოლოდ სახელმწიფო სიმბოლიკა დაიშვება – გოლეთიანი

“შევთანხმდით ბარიკადების აღებასა და პოლიციის გაყვანაზე” – ნამახვანჰესზე შეხვედრა დასრულდა

5 years ago

თურქეთის პრემიერმა, გამოთქვა მზაობა საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს დაეხმაროს

11 years ago

წითელ ხიდზე ფსიქოტროპული მედიკამენტები აღმოაჩინეს

13 years ago
გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა და ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა და ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

12 years ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by