• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, October 21, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

თბილისში სასტუმრო „ჰილტონის“ მშენებლობა იწყება

9 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
თბილისში სასტუმრო „ჰილტონის“ მშენებლობა იწყება
23
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

“გილოცავთ ამ, მართლაც, ძალიან მნიშვნელოვან დღეს. დიდი პაუზის შემდეგ გამოიძებნა ინვესტორი, რომელიც სრულიად ახალ სიცოცხლეს შთაბერავს ამ ულამაზეს ისტორიულ შენობას,“ – ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმრო „ჰილტონის“ მშენებლობის დაწყების საზეიმო ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს.

მთავრობის მეთაურმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, რის შემდეგაც ხელი მოაწერა მემორანდუმს და საძირკველში სიმბოლური კაფსულის ჩადების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

პრემიერმა ხაზი გაუსვა ტურიზმის სფეროში არსებულ მზარდ დინამიკას და აღნიშნა, რომ ახალი სასტუმრო არა მხოლოდ დედაქალაქის ვიზიტორებს უმასპინძლებს, არამედ ის იქნება სარგებლის მომტანი მთლიანად ქვეყნისა და თითოეული მოქალაქისათვის.

„პირველ რიგში, მე მინდა, ჩვენს თანამოქალაქეებს ვუთხრა, რომ მზარდი ეკონომიკა, ის დინამიკა, რომელიც ჩვენ გვაქვს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, მისცემს მათ საშუალებას, რომ გაიუმჯობესონ ეკონომიკური ყოფა და მათაც შეძლონ ამ სასტუმროში დასვენება. გვერდითი ეფექტები კი იქნება ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი, მათ შორის – ამ სასტუმროში ჩამოსული ათასობით ტურისტი, რაც თავისთავად გააჩენს მოთხოვნას, მაგალითად სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე და შესაბამისად, სოფელში დასაქმდებიან ადამიანები. ასევე, გაიზრდება მოთხოვნა ტრანსპორტზე და ტრანსპორტის სფეროში დასაქმდებიან ახალი ადამიანები, აგრეთვე, იქნება სამომხმარებლო საქონელზე მოთხოვნა სავაჭრო სფეროში და რა თქმა უნდა, ეს იქნება უამრავ პატარა მაღაზიასა თუ სავაჭრო მოლში გაყიდული ახალი პროდუქცია და ახალი შემოსულობა ქვეყანაში, რაც ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების დონეს გააუმჯობესებს. რამდენიმე ასეული ადამიანი დასაქმდება მშენებლობაზე და შემდეგ უკვე მუდმივად სასტუმროში. ამიტომ, ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი სასტუმროს მშენებლობა, ამ სასტუმროს მშენებლობას უამრავი სარგებელი მოაქვს,“ – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ,გრანატ-ინვესტმენტს“ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციებისთვის და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

„მინდა, ,,გრანატ-ინვესტმენტს“ დიდი მადლობა გადავუხადო ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციებისთვის. დიმიტრი აბდუშელიშვილს, მერაბ ჩიხრაძეს და თქვენს გუნდს. ასევე, თქვენს კონტრაქტორ კომპანიებს. მინდა ვთქვა, რომ ეს ადამიანები საქართველოს სხვა რეგიონებშიც ახორციელებენ მნიშვნელოვან ინვესტიციებს, ეს არის ბაკურიანში სასტუმროების მშენებლობა, ასევე, ერთ-ერთი პირველი იყო დიმიტრი, რომელიც ხანძრის შემდეგ გამოგვეხმაურა და გამოთქვა მზაობა ტყის აღდგენაში მონაწილეობის მიღებისა. ანაკლიის პორტში, აგრეთვე, მისი მონაწილეობა არის მნიშვნელოვანი. სწორედ, ასეთ ადამიანებზე, ასეთ ინვესტორებზე დგას ეკონომიკა. მსგავსი ტიპის სასტუმროები კი სარგებლის მომტანია, არა მხოლოდ იმ კონკრეტულ მომენტში იქ მცხოვრები ტურისტებისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვისა და ჩვენი მოსახლეობისთვის. ამიტომ არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი დღევანდელი დღე და რა თქმა უნდა, თბილისის გალამაზება ყველას გვახარებს. დიდი მადლობა, გილოცავთ და ძალიან მოხარული ვარ, რომ როგორც იქნა, გამოჩნდა ინვესტორი, რომელიც ასეთ ლამაზ ობიექტს შემატებს ჩვენს დედაქალაქს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილი შენობის ადგილას. ორ წელიწადში, როგორც შეგვპირდნენ, მშენებლობა დასრულდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 2020 წლისთვის სასტუმრო ექსპლუატაციაში შევა და შეემატება თბილისს. გმადლობთ,“- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

თბილისში, კოსტავას ქუჩის N 41-ში, ახალი, 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა 2019 წელს დასრულდება და ექსპლუატაციაში 2020 წელს შევა. საინვესტიციო კომპანია ,,გრანატ-ინვესტმენტი“ პროექტში 45 მლნ-მდე ევროს ინვესტიციას განახორციელებს. „ჰილტონ თბილისის“ მთავარი კონტრაქტორი დეველოპერი კომპანია იქნება BBC, სამშენებლო პროცესს კი, მენეჯმენტს ბრიტანული კომპანია BHP გაუწევს, რაც მთავრობის მეთაურის თქმით, უმაღლესი სტანდარტების დაცვის გარანტი იქნება. ამ ეტაპზე, პროექტის თანახმად, 150 ახალი სამუშაო ადგილია შექმნილი, საერთო ჯამში კი, 500-მდე ადამიანი დასაქმდება.

Share9Tweet6

ახალი ამბები

გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს
ახალი ამბები

კარგი სიახლე პენსიონერებისთვის – მთავრობის გადაწყვეტილებით, პენსიები კიდევ იზრდება

10/12/2026
ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს
ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს

09/14/2026
კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
ახალი ამბები

კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

09/14/2026
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025

საინტერესო

“პრეზიდენტს გაცილებით ფართოდ უნდა მიმოეხილა ის პრობლემატიკა, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში არის”

8 years ago

თბილისის მუნიციპალური ბიბლიოთეკები მსოფლიო პოეზიის დღეს აღნიშნავენ

11 years ago
„ოსკარის“ მფლობელი გილერმო დელ ტოროს ფილმი „წყლის ფორმა“ გახდა

„ოსკარის“ მფლობელი გილერმო დელ ტოროს ფილმი „წყლის ფორმა“ გახდა

9 years ago
იუსტიციის სამინისტრო პროკურატურის კანონში ცვლილებების საბოლოო რედაქციას აქვეყნებს

იუსტიციის მინისტრი „OGP“-ის გლობალურ სამიტში მონაწილეობს

10 years ago

ახალი ამბები

ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს
ახალი ამბები

ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

10/20/2026

ქობულეთის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანი შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს. ინფორმაციას მომხდარის შესახებ „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს. არსებული ცნობით, შემთხვევის დროს...

მეტის ნახვაDetails
ქორწინების იძულებისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ორ სხვადასხვა ფაქტზე, მარნეულში სამი პირი დააკავეს

ქორწინების იძულებისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ორ სხვადასხვა ფაქტზე, მარნეულში სამი პირი დააკავეს

10/20/2026
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება

10/19/2026
ტრაგედია „გლდანი მოლში“ – ახალგაზრდა კაცი აფთიაქში გარდაიცვალა

ტრაგედია „გლდანი მოლში“ – ახალგაზრდა კაცი აფთიაქში გარდაიცვალა

10/19/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს 10/20/2026
  • ქორწინების იძულებისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ორ სხვადასხვა ფაქტზე, მარნეულში სამი პირი დააკავეს 10/20/2026
  • სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება 10/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by