• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, December 5, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ვისურვებდი ქალაქი აღარ იყოს ნაცრისფერი – რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა

8 years ago
კატეგორია: პერსონა
A A
18
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ირაკლი ტაბაღუა – ქალაქ რუსთავის მერი: 

1996 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი.

1996 წლიდან მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში.

2012 წლიდან ბოლო დრომდე (რუსთავის მერობის კანდიდატად წარდგენამდე) ეკავა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობა.

ეს ის ინფორმაციაა, რომლის მოძიებაც ქალაქ რუსთავის მერზე, ირაკლი ტაბაღუაზე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. თუმცა, ალბათ, ახლობლების გარდა, ძალიან ცოტა ადამიანმა იცის, თუ როგორია ირაკლი ტაბაღუა სამსახურის გარეთ. რა მოსწონს და არ მოსწონს მას, რას ფიქრობს რუსთაველებსა და ქალაქის მშენებლობაზე…

 არ მოსწონს ქალაქის სერი ფერი, რომელიც ბავშვობიდან ახსოვს. ფიქრობს, რომ ქალაქის მშენებლობა დამოკიდებულია სწორედ რუსთავში მცხოვრებ ხალხზე. ამ და სხვა საკითხებზე რუსთავის მერმა „თბილისი თაიმსთან“ ისაუბრა.

მოგვიყევით თქვენზე… რა გზა გაიარეთ რუსთავის მერის თანამდებობამდე?

– დავიბადე ქალაქ რუსთავში, 1974 წლის 23 აგვისტოს. დედა – პედაგოგი, მუსიკის მასწავლებელი, მამა- იურისტი. დავამთავრე რუსთავის მე-2 საჯარო სკოლა და იმავე წელს ჩავირიცხე ეკონომიკის ფაკულტეტზე. როგორც დღეს სტუდენტებს უჭირთ გადაადგილება, დაახლოებით ასეთი სიტუაცია იყო ჩვენს დროსაც. უბრალოდ, ფიზიკურად არ იყო ტრანსპორტი. არეული დრო იყო – ხან შეიძლება ლექტორი არ მოსულიყო, ან შუქი არ ყოფილიყო… გადავწყვიტე სწავლა საღამოს გადამეტანა და პარალელურად მემუშავა. მუშაობა დავიწყე ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში, რომელსაც „დავით აღმაშენებელი“ ერქვა. დაახლოებით 2 წელი მომიწია აქ ყოფნა. შემდეგ აღმოვჩნდი საგადასახადოში შტატგარეშე ინსპექტორად, საიდანაც დაიწყო ჩემი კარიერა ამ სამსახურში- რუსთავში ვიყავი რეგიონის მოადგილე, შემდეგ თბილისში სამმართველოს უფროსი,  მერე გადავედი ფოთში, ისევ თბილისში ვიყავი, ქუთაისში, ბათუმში და თბილისში 2011 წელს დავბრუნდი.

თქვენ შემოსავლების სამსახურში მუშაობდით სხვადასხვა თანამდებობებზე. რუსთავის გარდა იყავით ბათუმსა და თბილისში. თქვენთვის ქალაქიდან მოშორებით ყოფნა რამდენად რთულია? ამ დროს, რა გენატრებოდათ ყველაზე მეტად….

– სიმართლე გითხრათ, ძალიან მიჭირდა ქალაქიდან მოშორებით ყოფნა. ფოთში რომ გადავედი, მაშინ არ მიგრძვნია, რადგან არ გამიწყვეტია რუსთავთან ცხოვრება. მაშინ მესამე ბავშვს ველოდებოდით და შაბათს ჩამოვდიოდი, კვირას ღამით ისევ მივდიოდი. დიდი ხნით დაშორება მაშინ მომიწია, როცა ბათუმში გადავედი. მანძილის გამო ხშირად ვეღარ ჩამოვდიოდი. რუსთავი მაგნიტივით მიზიდავს. სულ სხვა დამოკიდებულება და განცდა მაქვს აქ რომ ჩამოვდივარ. ყოველთვის იმის ძიებაში ვარ, რა გავუკეთე ამ ქალაქს, რა გავუკეთე რუსთაველებს და რა შეიძლება რომ გავაკეთო და ამ ფიქრში სულ ვხატავდი რაღაცებს, ხანდახან ძალიან დიდი ნახატი გამოდიოდა.

როგორც რუსთავის მერი, რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდით? რა გეგმები გაქვთ 2018 წლისთვის და რა ღონისძიებებია დაგეგმილი? რუსთავში რის ნახვას ისურვებდით?

– ადამიანებთან მეტი ურთიერთობის ხარჯზე მინდა ძველი ურთიერთობები და ტრადიციები აღვადგინო. მათ გარშემო უფრო მეტი კომუნიკაცია შევქმნა, იმიტომ რომ, ეს ადამიანები არ არიან მიტოვებულები და მათ ბევრი საქმის კეთება შეუძლიათ, ბევრიც გაუკეთებიათ. ქალაქის განვითარებისთვის კი კარგი იდეების მოწოდებაც შეუძლიათ. რუსთავის საზოგადოების დიდ წრედ შეკვრა ერთგვარი გამოწვევაა, რადგან ეს ის ძალაა, რომელიც ამ ქალაქს გარდაქმნის, სიხალისესა და შემართებას დაუბრუნებს. ქალაქის მშენებლობა დამოკიდებულია სწორედ რუსთავში მცხოვრებლებზე. აქ არავინ არ ჩამოვა და არ დაგვიწერს ქალაქის განვითარების გეგმას ან ურბანულ განვითარებას, ექსპერტი ვერ ჩამოვა და ვერ შეისწავლის ჩვენს ქალაქს ჩვენზე უკეთესად. ამის მაგალითები ვნახეთ პოლონეთში, სადაც გვითხრეს, არავის იმედი არ გქონდეთ, თქვენი გაკეთებული უკეთესი გამოვა და უფრო ბევრს დაინახავენ ის ადამიანები, ვინც მოგეხმარებიან ამ ქალაქის მშენებლობაშიო და სრულიად ვეთანხმები ამას.

რაც შეეხება გეგმებსა და ღონისძიებებს, 2018 წელი რუსთავის იუბილის აღნიშვნით დაიწყო.  მინდა, რომ ღონისძიებებში ჩაერთონ როგორც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, ასევე სკოლის მოსწავლეები. ასევე იქნება სპორტული ღონისძიებები სხვადასხვა მიმართულებით – შეჯიბრებები კალათბურთში, ფეხბურთში, მაგიდის ტენისში და სხვა. ასევე მინდა მაქსიმალურად გამოვიყენო რუსთავში მცხოვრები ხელოვანი ადამიანები, რომლებსაც დიდი ნიჭის ფასად სერიოზული აღიარება აქვთ.

რუსთავში ვისურვებდი ვნახო ის, რაც პოლონეთში ვნახე – ვისურვებდი ქალაქს აღარ ჰქონდეს  ნაცრისფერი, რომელიც ჩემი ბავშვობიდან მახსოვს. ასევე ვისურვებდი კულტურისა და დასვენების უფრო მეტ ადგილს, სპორტის მხრივ- უფრო განვითარებულ ინფრასტრუქტურას და მრეწველობის დარგში – ინოვაციებსა და საწარმოო ქარხნებს, სადაც მაქსიმალურად დასაქმდებოდა ხალხი.

როგორია ირაკლი ტაბაღუა სამსახურში, თქვენთვის როგორც ხელმძღვანელი პირისთვის რა არის მიუღებელი მუშაობისას….

– ირაკლი ტაბაღუა სამსახურში, უპირველეს ყოვლისა, არის ჩვეულებრივი თანამშრომელი. თანამშრომლობაში, ალბათ, ირაკლი ტაბაღუასთვის მიუღებელი იქნება უპასუხისმგებლობა, გულგრილი დამოკიდებულება და ამპარტავნობა იმ ადამიანების, რომლებსაც შეუძლიათ ჰქონდეთ განცდა, რომ თანამდებობრივად და ა.შ სხვებზე მაღლა დგანან.

სამსახურის გარეთ როგორია ირაკლი ტაბაღუა… როგორია თქვენთვის იდიალური განტვირთვა და დასვენება…

– სამსახურის გარეთ მიყვარს ოჯახთან ერთად ყოფნა. სამსახურებრივი მოვალეობის განხორცილების დროს ოჯახი ყოველთვის ზარალდებოდა და უჩემობას განიცდიდა და მეც მაქსიმალურად ვცდილობ, თავისუფალი დრო ოჯახთან ერთად გავატარო.

მეუღლე და სამი შვილი გყავთ. მოგვიყევით მათ შესახებ… პრინციპები, რომლითაც შვილებს ზრდით…

– მეუღლე – მაია დალაქიშვილი. ერთ სკოლაში ვსწავლობდით. შემდეგ თბილისში გადავიდა სასწავლებლად და იქაც არ დავანებე თავი (იცინის). 13 წლის ვიყავი, როდესაც ჩვენი სიყვარულის ისტორია დაიწყო. 21 წლის ასაკში დავქორწინდი და ჩემს დაბადების დღეზე შემეძინა პირველი ვაჟი. ამჟამად სწავლობს და პარალელურად მუშაობს სამშენებლო კომპანიაში ( რაღაც ჩემნაირად დაიწყო, თან დაბადების თვე და რიცხვიც ემთხვევა (იცინის)). მეორე შვილი, გიგი ტაბაღუა, იმ სკოლაში სწავლობს, რომელიც მე დავამთავრე. ის 16 წლისაა, სპორტსმენი, კერძოდ, კალათბურთელია. მესამე შვილი, ლუკა ტაბაღუა, 10 წლისაა. სწავლობს და ისიც კალათბურთს თამაშობს. თვითონაც კალათბურთელი ვარ და როგორც ჩანს, მიიზიდა ამ სპორტმა ჩემი შვილები. მეუღლე ერთ-ერთ ბაღში მენეჯერად მუშაობს.

პრინციპებს რაც შეეხება, მაქსიმალურად ზრდილობაზე მაქვს გამახვილებული ყურადღება და შესაბამისად, საქციელს უკავშირდება. მნიშვნელოვანია, როდესაც საზოგადოებაში გამოდის ადამიანი, მოიქცეს ისე, როგორც ღირსეულ ადამიანს ეკადრება, ღირსეული ოჯახის შვილს და ჩვეულებრივ მოქალაქეს, ქართველს. ასევე არ იყოს მიმბაძველობითი საქციელი. უმჯობესია, შენგან ისწავლონ და მოგბაძონ, ვიდრე – სხვას. სწავლაზეც გვაქვს ყურადღება გამახვილებული, რა თქმა უნდა…

როგორც ვიცი, სპორტი თქვენს ცხოვრებაში საკმაოდ ფართო ადგილს იკავებს. კალათბურთელი იყავით, როგორ გაიხსენებთ ამ პერიოდს, რა არის თქვენთვის სპორტი…

– 1990 წელს ჩემპიონები გავხდით და ეს იყო საოცარი განცდა. შემდეგ ერთი წლით დიდების გუნდში გადამიყვანეს. ყოველ წელს იმატებდნენ მოთამაშეებს დაბალი ასაკის ჯგუფიდან, მათ, ვინც კარგად თამაშობდა და მეც გამიმართლა.

ჩემთვის სპორტი არის ჯანმრთელობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, დამოკიდებულება, გუნდური მუშაობის პრინციპი, ადამიანებთან ურთიერთობა… ეს არის ცხოვრების საწყისი ეტაპი, რომელიც სწორი და გამართლებულია ჩემთვის.

როგორ ფიქრობთ, რა თვისებები უნდა ჰქონდეს იდეალურ პოლიტიკოსს? ვინ არის თქვენთვის ასეთი?

– ალბათ, სიმართლე უნდა უყვარდეს, გულწრფელი იყოს და არ თამაშობდეს.

ასე კონკრეტულად არ მიძებნია, წარმოსახვაშია. პოლიტიკოსიც ჩვეულებრივი ადამიანია. არ აქვს მნიშვნელობა საგადასახადოს თანამშრომელია თუ დასუფთავების… ნებისმიერ შემთხვევაში, ის ადამიანია და ამ კუთხით, რომ ის პოლიტიკოსია, თანამდებობის პირია, დამლაგებელია, ვერ ვანსხვავებ. შესაბამისად, ჩემთვის იდეალური არის ადამიანი.

ბლიც კითხვები:

ხშირად ვფიქრობ – მომავალზე და ხშირად ვფიქრობ ამ მომავალში რამდენი ბედნიერი და გახარებული ადამიანი იქნება, როგორც ჩემ გარშემო, ასევე ქალაქში.

უცნაური ჩვევა – ბევრი უცნაური ჩვევა მაქვს, მგონი. რომ მიეჩვევი, უცნაური აღარ გგონია (იცინის). ალბათ, ის, რომ დროს ვერ ვსაზღვრავ. შეიძლება ღამის 2 საათზე დავურეკო მეგობარს ან თანამშრომელს სამსახურებრივად რაღაც ვკითხო და საათს მერე დავხედო.

საყვარელი კერძი – გურმანი ვარ ძალიან და რომ არ მიყვარდეს, ისეთი კერძი არ არსებობს. ყველაფერში რაღაცას ვპოულობ.

არასდროს ვაპატიებ – ღალატს… ზოგადად ღალატს, ნებისმიერ ურთიერთობაში. არ უკავშირდება ეს მხოლოდ ოჯახურს, მეგობრულს… ეს ეხება თანამშრომლობასაც აუცილებლად და ყველაფერს, რაც ურთიერთობასთან არის კავშირში.

ყველაზე მეტად მინდა – რომ ის ადამიანები, რომლებმაც ოჯახებთან ერთან დატოვეს საქართველო, ჩამოვიდნენ და ერთად ვიცხოვროთ.

ცხოვრების მთავარი პრინციპები – ალბათ, წესიერება, სიყვარული და რწმენაა.

ნინი მაზიაშვილი

fb-share-icon
Tweet
Share7Tweet5

ახალი ამბები

,,მინდა მოგმართოთ ყველას…ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული“ – თეონა კბილაშვილი მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

,,მინდა მოგმართოთ ყველას…ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული“ – თეონა კბილაშვილი მიმართვას ავრცელებს

11/08/2025
მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა
ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა

10/14/2025
“დაშორება რთულია, ახლაც გამკლავების პროცესში ვარ… არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა” – რუსკა მაყაშვილი პირადზე
ახალი ამბები

“დაშორება რთულია, ახლაც გამკლავების პროცესში ვარ… არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა” – რუსკა მაყაშვილი პირადზე

09/12/2025
“მერაბის ოჯახისგან და მერაბისგან მოხდილი ბოდიში მიღებულია და კონფლიქტიც ამოწურულია” – რას წერს გია ნიკოლაძე მერაბ დვალიშვილთან სკანდალური დაპირისპირების შემდეგ?
ახალი ამბები

“მერაბის ოჯახისგან და მერაბისგან მოხდილი ბოდიში მიღებულია და კონფლიქტიც ამოწურულია” – რას წერს გია ნიკოლაძე მერაბ დვალიშვილთან სკანდალური დაპირისპირების შემდეგ?

05/31/2025
გიორგი გილიგაშვილმა სიმსივნე დაამარცხა
ახალი ამბები

გიორგი გილიგაშვილმა სიმსივნე დაამარცხა

03/19/2025
“ახალგაზრდობა ყოველთვის იმარჯვებს! ერთიც კი ვერ დავინახე მათ ქცევაში ხელოვნურობა, მეტიჩრობა… დაჩოქილი ვუხდი მადლობას მათ” – მურმან ჯინორია
ახალი ამბები

“ახალგაზრდობა ყოველთვის იმარჯვებს! ერთიც კი ვერ დავინახე მათ ქცევაში ხელოვნურობა, მეტიჩრობა… დაჩოქილი ვუხდი მადლობას მათ” – მურმან ჯინორია

12/08/2024

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025
  • „ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა 12/02/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In