• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 1, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა

9 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტი თანმხლებ პაკეტთან ერთად  მეორე მოსმენით განიხილეს დღეს  ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.   კანონპროექტის წარდგენამდე კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ  საპარლამენტო უმრავლესობის, ფრაქცია „ქართული ოცნებისა“  და კომიტეტის პოზიცია დააფიქსირა.

„ჩვენ უპირობოდ  ვუჭერთ მხარს ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების ეფექტიანი და მდგრადი სისტემის სასწრაფოდ შექმნას. ეს კანონპროექტი იქნება ამ სისტემის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი. არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ მხოლოდ ამ კანონის მიღებით და შემდეგ მისი თუნდაც  ძალიან კარგი  აღსრულებით შევძლებთ შრომის უსაფრთხოების იდეალური სისტემის ჩამოყალიბებას ხვალიდანვე. მხოლოდ ის კანონპროექტი, რომელსაც ჩვენ დღეს განვიხილავთ,  ამისთვის საკმარისი არ არის. გარდა აღნიშნული კანონპროექტისა,  არის მთელი რიგი მექანიზმები, რომელიც ჩვენი საერთო ძალისხმევით უნდა ამოქმედდეს. მათ შორის, საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის ინიციატორიც,  აქედანვე ვაცხადებ, იქნება ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი“, – აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

სამომავლოდ განსახორციელებელ ერთ-ერთ საკანონმდებლო ინიციატივად  მან  სახელმწიფო შესყიდვების შესახებ  კანონთან მიმართებაში განსახორციელებელი ცვლილებები დაასახელა. მისი თქმით, კომიტეტი იმუშავებს შესაბამისი ნორმის შექმნაზე, რათა ერთი მხრივ, გამოვლინდნენ ის ორგანიზაციები, რომელთაც აქვთ შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის ცუდი ისტორია, მეორე მხრივ, წახალისდნენ და უპირატესობა მიეცეთ იმ ორგანიზაციებს, რომელთაც აქვთ შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის უმწიკვლო და კარგი  ისტორია.  მისივე ინფორმაციით, ეს პრაქტიკა ბევრ ქვეყანაშია მიღებული.

„პარლამენტის ლეგიტიმური ინტერესია, შეიქმნას სამუშაო ადგილები, რათა ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ მეტი შემოსავალი, მაგრამ ამავდროულად, ჩვენი ინტერესია, ეს სამუშაო ადგილები არ უქმნიდეს საფრთხეს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.  საკანონმდებლო გარემო, რომელსაც შევქმნით,  ხელსაყრელი უნდა იყოს ორივე მნიშვნელოვანი ამოცანისთვის – სამუშაო ადგილების შექმნისა და, ამასთანავე, ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის უსაფრთხო სამუშაო პირობებისთვის. სახელმწიფოს, დამსაქმებლისა და დასაქმებულის ინტერესები მიმართული უნდა იყოს  ერთ მხარეს –  ადამიანის კეთილდღეობისაკენ“, -განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მისი თქმით,  აღნიშნულ საკითხზე დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად პარლამენტის თავმჯდომარემ,   პარლამენტი გამოაცხადა   ღია პლატფორმად.  დისკუსიაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ექნებათ როგორც  სახელმწიფოს, დამსაქმებელსა და დასაქმებულებს, ასევე ყველა დაინტერესებულ პირს, საერთაშორისო პარტნიორებს, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას, სავაჭრო პალატებს, არასამთავრობო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს.

„ყველას  შეუძლია მიიღოს მონაწილეობა მსჯელობაში,  თუ რა უნდა გავაუმჯობესოთ, რათა შევქმნათ მრავალშვილიანი, რეალური და ეფექტური შრომის უსაფრთხოების სისტემა“, -აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

მთავრობის საპარლამენტო მდივნის, შალვა თადუმაძის განმარტებით, კანონპროექტის ძირითადი პრინციპია სახელმწიფოს მიეცეს შესაძლებლობა, მონიტორინგი განახორციელოს მომატებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოზე. „შესაბამისად, სახელმწიფოს ექნება შესაძლებლობა, გარკვეული სანქციები გამოიყენოს იმ დაწესებულებების მიმართ, რომელშიც მიმდინარეობს მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავნე და საშიში პირობების მქონე სამუშაოები“, – განაცხადა შალვა თადუმაძემ.

პარლამენტის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ შეჯერებული პრინციპები და ცალკეული საკითხები მიმოიხილა. მისი თქმით, ეს არის ქვეყნის განვითარების ისტორიული ეტაპი. მან გაიხსენა  2006-2007 წლები, როდესაც კანონში შეტანილი ნეგატიური  ჩანაწერით შრომითი უფლებებისა და შრომითი უსაფრთხოების კუთხით გაუქმდა და მოიშალა ინსტიტუციური მექანიზმი.

კომიტეტის სხდომაზე ცალკეული მუხლების განხილვისას მოსაზრებები გამოთქვეს როგორც დეპუტატებმა, ასევე, პროფესიული კავშირის, საერთაშორისო და  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

Share1Tweet1

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

ტრეფიკინგის განვითარება საქართველოში

ტრეფიკინგის განვითარება საქართველოში

7 years ago
სამცხე-ჯავახეთში მოქალაქეებმა დიდი ოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარეს

სამცხე-ჯავახეთში მოქალაქეებმა დიდი ოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარეს

12 years ago

ბოლო ერთ თვეში რუსეთის ბაზარზე ორი მილიონი ბოთლი ქართული ღვინო გავიდა

13 years ago
Weforum.org: აფრიკაში მოსახლეობის საშუალო დღიური ხელფასი 2 დოლარია

Weforum.org: აფრიკაში მოსახლეობის საშუალო დღიური ხელფასი 2 დოლარია

9 years ago

ახალი ამბები

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე: “აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი, ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ოკუპირებულ რეგიონებში მოაწესრიგებს – შეხვედრა იმედს ტოვებს.“

10/01/2026

საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია. სტუმრები უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა...

მეტის ნახვაDetails
საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია

საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია

09/30/2026
როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე: “აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი, ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ოკუპირებულ რეგიონებში მოაწესრიგებს – შეხვედრა იმედს ტოვებს.“ 10/01/2026
  • საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია 09/30/2026
  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by