• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, July 13, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ირაკლი კობახიძე: უმრავლესობა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს

8 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
“პრეზიდენტს არ აქვს უფლება, ჩაერთოს კანონშემოქმედებით საქმიანობაში”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

„გვქონდა სიღრმისეული მსჯელობა არგუმენტებით ვეტოსთან დაკავშირებით, კანონპროექტთან დაკავშირებით და ამის საფუძველზე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება – საპარლამენტო უმრავლესობა დაძლევს ვეტოს“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, საკითხი თავისუფალ კენჭისყრაზე არ დადგება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვეტოს დაძლევას უმრავლესობის ყველა წევრი დაუჭერს მხარს. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ რამდენიმე დეპუტატის სახით, იქნება გამონაკლისიც.

 „ეს საკითხი არ დადგება თავისუფალ კენჭისყრაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა დეპუტატი მხარს დაუჭერს ვეტოს დაძლევას. გამონაკლისი იქნება რამდენიმე დეპუტატი და ესენი არიან ის დეპუტატები, რომლებიც ამ თვეების განმავლობაში, საკუთარი არგუმენტებით გამოდიოდნენ კანონპროექტის წინააღმდეგ. მათ შეეძლებათ საკუთარი პოზიციის თავისუფლად გამოხატვა. მათ დაკავშირებით. რაც შეეხება, ზოგადად, თავისუფალ კენჭისყრას, თავისუფალ კენჭისყრაზე ეს საკითხი არ დადგება“,- განმარტა ირაკლი კობახიძემ.

ჟურნალისტებთან საუბრისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ის მთავარი არგუმენტებიც დაასახელა, რის გამოც უმრავლესობამ ვეტოს დაძლევის გადაწყვეტილება მიიღო.

„ვეტო დადებული აქვს ორ საკითხს: ერთი არის შესყიდვები და შესყიდვებთან დაკავშირებით, ჩვენ შევაჯერეთ პოზიციები ჯერ კიდევ უმრავლესობის შიგნით, როდესაც მიიღებოდა ეს კანონი და შემდეგ უკვე – მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ბოლო შეხვედრაზე, რომელიც მედიაორგანიზაციებთან გასულ კვირაში გაიმართა, იქ შეჯერდა პოზიციები იმის თაობაზე, რომ ახალი სახით, როგორც არის წარმოდგენილი კანონპროექტში, უნდა შეიცვალოს შესყიდვების პროცედურა. შესაბამისად, აქ შეჯერებული ვართ ყველასთან – ეს არის ერთი საკითხი და რაც შეეხება რეკლამას, რეკლამასთან დაკავშირებით,  ვთქვით, რომ იწვევს ეს ცვლილება, დაახლოებით, მილიონიდან ორ მილიონამდე ბიუჯეტის გაზრდას საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, რაც არის მთლიანი ბაზრის 1-დან 2 %-მდე, რაც, ბუნებრივია, რყევებს ვერ გამოიწვევს და ვერც რაიმე არსებით ცვლილებებს მედია ბაზარზე – ეს ერთი. მეორე  -სტიმულირებისთვის ესაჭიროება ეს საზოგადოებრივ მაუწყებელს იმისთვის, რომ გააუმჯობესოს საკუთარი პროდუქციის ხარისხი. ეს არის მეორე არგუმენტი. რეგიონულ ტელევიზიებს არ წაართმევს საზოგადოებრივი მაუწყებელი არაფერს და ძალიან დიდი ალბათობით, არ წაართმევს არაფერს არც სხვა კერძო მაუწყებლებს, გამომდინარე იქიდან, რომ მიწოდების ზრდა, როგორც წესი, პირდაპირპროპორციულად თუ არა, არსებითად იწვევს მოთხოვნის ზრდასაც. ეს არის კონკრეტული არგუმენტები. შესაბამისად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ არავითარ შემთხვევაში, არავითარი ფორმით არ დააზიანებს კერძო მაუწყებლების ინტერესებს ის კანონი, რომელიც, კიდევ ერთხელ იქნება მიღებული პარლამენტის მიერ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება შესყიდვებს, ამასთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ არსებობს მრავალი მექანიზმი, რომელიც შესყიდვების გამარტივების პირობებში კორუფციის პრევენციას მოახდენს.

ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მედიაპლურალიზმი ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარია 2012 წლის შემდეგ და ხელისუფლება არ დაუშვებს, მედიაბაზარს ზიანი მიადგეს.

„ ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა 2012 წლის შემდეგ არის მედიაპლურალიზმი. სწორედ ამიტომ  იყო მთელი პოლემიკა, იზრდება თუ არ იზრდება მედიაბაზარი. სწორედ იმიტომ გაიზარდა 25 მილიონით 2012 წლიდან 2016-მდე ბაზარი, რომ საქართველოში გაჩნდა მედიაპლურალიზმი. ანუ ის, რაც ჩვენ არ გვქონდა 2012 წლამდე. მედიაპლურალიზმი არის ჩვენი უმთავრესი მიღწევა და ამ მიღწევას ჩვენ ძალიან ვუფრთხილდებით. შესაბამისად, არ დავუშვებთ იმას, რომ რაიმე საკანონმდებლო ცვლილებით თუ სხვა ფორმით რაიმე შეეხოს უარყოფითი სახით მედიაბაზარს. ეს არის ჩვენი სულისკვეთება. აქედან გამომდინარე, თითოეული ნაბიჯი, რომელიც იდგმება ჩვენი მხრიდან, იდგმება სწორედ ამ სულისკვეთებით. ჩვენი მიზანია, გაძლიერდეს მედია, ზოგადად, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი, ისე კერძო მაუწყებლები და ამას უზრუნველყოფს თითოეული ის ნაბიჯი, პრაქტიკული თუ საკანონმდებლო, რომელიც იდგმება ჩვენი მხრიდან“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

გარდაბანში მომხდარი ავარიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა

გარდაბანში მომხდარი ავარიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა

2 months ago
ლადო გუდიაშვილის ნახატი eBay-ზე იყიდება

ლადო გუდიაშვილის ნახატი eBay-ზე იყიდება

7 years ago

“არ მოხდება ისე, რომ მესაკუთრეს კანონიერ მფლობელობაში არსებული მიწა ჩამოერთვას”

10 years ago

ევროკავშირსა და რუსეთს შორის სირიის სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებით მოლაპარაკებებეის პირველი რაუნდი იწყება

13 years ago

ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

07/09/2026

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში - დაღუპულია 25 წლის ახალგაზრდა. შემთხვევა სოფელ ცხაკაიასთან მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ არეშფერანში მცხოვრები...

მეტის ნახვაDetails
გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

07/07/2026
სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 07/09/2026
  • გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა 07/07/2026
  • სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა 07/04/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by