• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, May 10, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

მამუკა ბახტაძე: “ჭარბვალიანობა საზოგადოებაში იმ მიზეზით დაგროვდა, რომ წლების განმავლობაში შემოსავლის დადასტურებას არავინ ითხოვდა”

8 years ago
in პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ჭარბვალიანობის პრობლემის აღმოსაფხვრელად მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ეროვნულ ბანკთან ერთად ახალ დოკუმენტზე მუშაობს, რომელიც ძალაში  მიმდინარე წლის მაისში შევა, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ფეისბუქ-ლაივ ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებისა და მოსახლეობისთვის ჭარბვალიანობაძალიან სერიოზული და მტკივნეული პრობლემაა, გადაზრდილია ისეთ მასშტაბში, რომლის აღმოფხვრას სჭირდება სისტემური მიდგომა და ერთობლივი ძალისხმევა.

მინისტრმა განმარტა, რომ ჭარბვალიანობა არის მდგომარეობა, როდესაც მოქალაქეს სესხის მომსახურებაზე საკუთარი განკარგვადი შემოსავლის არაორდინალურად მაღალი ნაწილის გადახდა უწევს.

მისი თქმით, არასამართლიანი მიდგომის კლასიკური მაგალითია ის, რა მიზეზითაც ჭარბვალიანობა წარმოიქმნა. ხდებოდა დიდი ენერგიის ფოკუსირება იმაში, რომ მოსახლეობას მიეღო სესხები შემოსავლის დოკუმენტის გარეშე, რაც ერთგვარ მოდად და შემდეგ ტრენდად იქცა.

„ჭარბვალიანობა დაგროვდა საზოგადოებაში იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ შემოსავლის დადასტურებას არავინ ითხოვდა წლების განმავლობაში. ეს არის მიუღებელი პრაქტიკა, მიუღებელი პრაქტიკა ევროპისთვის, საითკენაც ჩვენ მივისწრაფვით და ამ პრობლემას სჭირდება კონკრეტული გადაჭრის გზები“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, პრობლემის აღმოსაფხვრელად ეკონომიკური გუნდი ეროვნულ ბანკთან ერთად ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტზე მუშაობს, რომელშიც გაწერილი იქნება რეგულაციები და კონკრეტული ზღვარი, თუ განკარგვადი შემოსავლის რა ნაწილს შეიძლება იხდიდეს მოქალაქე ვალდებულებების დასაფარად.

„ეკონომიკური გუნდი ეროვნულ ბანკთან ერთად ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტზე მუშაობს. მე გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის და იმედს გამოვთქვამ, რომ მაისში ეს დოკუმენტი შევა ძალაში, რომელსაც ჰქვია პასუხისმგებლიანი დაფინანსების პოლიტიკის შემოღება. ეს აპრობირებულია ყველა წამყვან ქვეყანაში და ეკონომიკაში. დოკუმენტში დაფიქსირებული იქნება სესხის მომსახურების კოეფიციენტები. არ შეიძლება ადამიანი თავისი განკარგვადი შემოსავლიდან იხდიდეს იმ რაოდენობის თანხებს, რაც ხშირ შემთხვევაში, ჩვენს მოსახლეობაში არის დაფიქსირებული. სწრაფი და ონლაინ-სესხებისშემთხვევაში, ეს პრობლემა კიდევ უფრო რთული და მტკივნეულია“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, გარდა ამისა, დოკუმენტში დაფიქსირებული იქნება პროცედურები, რომლითაც არათუ შემცირდება ჭარბვალიანობა, არამედ სამომავლოდ მისი პრევენციაც მოხდება.

„ახალი რეგულაცია მნიშვნელოვანწილად გააკეთებს პრევენციას ჭარბვალიანობისპრობლემაზე, იქ ჩადებული ფილტრები საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ჩვენ საშუალო ვადაში დავიწყოთ და კონკრეტულად ეკონომიკაში ვიხილოთ ნაკლები ჭარბვალიანობისდონე“, – განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ თუ საზოგადოებასთან და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან კონსულტაციის შედეგად აღმოჩნდა, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად ეს საკმარისი არ იქნება, რეგულაციები გამკაცრდება.

მისი თქმით, პირველადი დოკუმენტი საკმაოდ გამართულია, გაწერილია შემოსავლის რა პროცენტი უნდა მიდიოდეს კრედიტების პროცენტებისა და ძირი თანხის დაფარვაზე. ამასთან, მინისტრის განცხადებით, დაცულია ჯანსაღი ბალანსი ბიზნესის განვითარებასა და მოქალაქის ინტერესის დაცვასთან დაკავშირებით, რომ აღარ იყოს ისეთი შემთხვევები, როცა ადამიანი, თავისი შემოსავლის დიდ ნაწილს იხდის სესხის მომსახურებაზე.

„ჭარბვალიანობის თემა სერიოზული პრობლემაა ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენ გვჭირდება კონკრეტული დოკუმენტი, რეგულაცია, ნაბიჯთა ერთობლიობა, რომელიც საშუალებას მოგვცემს ჭარბვალიანობა შევამციროთ და  მეორეს მხირვ, მოხდეს პრევენცია, რომ ეს პრობლემა მომავალში აღარ დადგეს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

“ათონელის რეზიდენციის სარემონტო სამუშაოები დასრულებულია და ის ეკონომიკის სამინისტროს გადაეცემა”

11 years ago
„საგნების შემცირება ნამდვილად გამართლებული ნაბიჯია, თუმცა ჩვენს პირობებში სამი გამოცდაც ბევრია“

„საგნების შემცირება ნამდვილად გამართლებული ნაბიჯია, თუმცა ჩვენს პირობებში სამი გამოცდაც ბევრია“

6 years ago
ანგელა მერკელი ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგია

ლონდონში განხორციელებულ ტერაქტს მსოფლიო ლიდერები გმობენ

9 years ago
კვიპროსის პრეზიდენტი – კვიპროსში ქართული მართლმადიდებლური ტაძარი აშენდება

კვიპროსის პრეზიდენტი – კვიპროსში ქართული მართლმადიდებლური ტაძარი აშენდება

7 years ago

ახალი ამბები

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი  დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

05/10/2026

"ტვ პირ­ვე­ლის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლის­ში, ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში ინ­კა­სა­ტო­რე­ბის სა­ხე­ლით შე­სულ­მა ყა­ჩა­ღებ­მა, 3 ადა­მი­ანს ყუ­რე­ბი და თი­თე­ბი და­აჭ­რეს, რათა დიდი ფული...

Read moreDetails
გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

05/10/2026
ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026
“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი” 05/10/2026
  • გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი 05/09/2026
  • ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი 05/08/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by