• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 1, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რა ისტორია აქვს ქართულ გენიას?! – საინტერესო ინფორმაცია ქართული ცეკვის შესახებ

8 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
რა ისტორია აქვს ქართულ გენიას?! – საინტერესო ინფორმაცია ქართული ცეკვის შესახებ
70
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ამბობენ, ყოველ ერს თავისი ნიშა აქვსო. ალბათ, ეს მართალიცაა. ქართული ერის გენია  სწორედ ცეკვაშია. მართალია, სხვადასხვა ქვეყნებს თავიანთი ტრადიციული ცეკვები გააჩნიათ, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით, ქართული ცეკვა არც ერთ მათგანში არ მეორდება. მას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს.  ჩვენი ტრადიციული ცეკვის  თითოეულ ილეთსა თუ მოძრაობას თავისი შინაარსი გააჩნია. ქართველები ცეკვაში ქართულ სულს ძერწავენ. ცეკვის დროს ქალი კაცისგან  გარკვეულ დისტანციას ინარჩუნებს-ეს ოდითგანვე ქართველი მანდილოსნის კდემამოსილებაზე მეტყველებდა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართულ ცეკვას საქართველოს გარდა მსოფლიოშიც დიდი აღიარება აქვს მოპოვებული. ქართულ ანსამბლებს უცხოურ სცენებზეც  მრავალჯერ დაუნთიათ ცეცხლი. მართლაც, სხეულის მოძრაობით მაყურებლის აღტაცება ნამდვილად ღვთის ნიჭია, რაც ყველას არ შეუძლია. ქართულ ცეკვას ქართველისავით უცხოელი ვერასდროს იცეკვებს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე კი, კარგი იქნება თუ ქართველებს  ქართული ცეკვის ცოდნასთან ერთად, მისი ისტორიაც ეცოდინებათ. მით უფრო, რომ ქართული ცეკვა როგორც ქართველების, ასევე კონკრეტულად თითოეული კუთხის წარმომადგენლების ხასიათზე მეტყველებს.

საინფორმაციო სააგენტო „თბილისი თაიმსი“ რამდენიმე გავრცელებული ქართული ცეკვის  მოკლე ისტორიისა და შინაარსის შესახებ მოგიყვებათ.

,,ცეკვა ქართული“: ,,ქართული” ჩვენს დრომდე მოღწეული რომანტიკული ხასიათის წყვილთა ცეკვებიდან უძველესია. ეს ცეკვა ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მწვერვალად შეიძლება ჩაითვალოს. ქართული ცეკვა – სადარბაზო, სატრფიალო, საარშიყო, ქალ-ვაჟთა უძველესი, რომანტიკული შინაარსის წყვილური ცეკვაა. ქართულის ქორეოგრაფიული დადგმა სცენისთვის განხორციელდა, მაგრამ ძალზედ განსაზღვრული წესებითა და ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობის თანმიმდევრობით  სრულდება. იგი 5 ნაწილისგან  შედგება, სადაც კაცი ქალს იწვევს საცეკვაოდ, ამას მოსდევს ერთად ცეკვა, ქალის სოლო შესრულება და დასკვნა, სადაც ისინი ერთად ცეკვავენ. ცეკვისთვის დამახასიათებელია სხეულის ზედა ნაწილის გამართულად ჭერა. მოძრაობები მკაცრი წესებით იმართება: კაცს უფლება არა აქვს ქალის შეხებისა, თვით სამოსისაც კი.

,,დავლური“: ,,დავლური”  ქართული ჯგუფური ცეკვების რიცხვს განეკუთვნება, სრულდება ნელი დავლით, ნარნარი მიხვრა-მოხვრით. ამ ცეკვის კომპოზიციური მონახაზი: მწკრივების შექმნა, დაშლა, წყვილად დაყოფა, წრეზე სვლა და ა.შ. ბევრი სხვა ქართული ცეკვისთვისაცაა დამახასიათებელი.

,,აჭარული“: ,,აჭარული“ როგორც სხვა დანარჩენი ცეკვები, ოდითგანვე, ქალებისა და კაცების მიერ, საზეიმო ვითარებისას სრულდებოდა.  ცეკვა ვაჟთა ძლიერი, აქტიური მოძრაობებით, ქალთა ნარნარი მოძრაობების ფონზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. ურთიერთმოქმედებები თავისუფალია, მსუბუქი და კეკლუცურიც კი.

,,მთიულური“: ,,მთიულური ცეკვა“  მთაში იღებს სათავეს და მისი შინაარსი სატრფიალო მეტოქეობას ეფუძნება, პაექრობა მოცეკვავეთა ორ ჯგუფს შორის მიმდინარეობს. ეს არის საბრძოლო ხელოვნებისა და ოსტატობის ნამდვილი ზეიმი. ,,მთიულური ცეკვის“ შემადგენელი ნაწილია-მრავალფეროვანი ჩაკვრები, ცერილეთები, მუხლილეთები, ბრუნები, ხტომისებური მოძრაობები და სხვ.

,,რაჭული“:  ცეკვა და სიმღერა “ტაში ბოშო გიორგუნა” სწორედ რომ რაჭაში, სოფელ ხიმში, სხირტლაძეების ოჯახში დაიბადა. სიმღერის ტექსტი  გიგა სხირტლაძემ დაწერა, ხოლო შემდგომ მისმა შვილმა– დავით სხირტლაძემ სიმღერა ,,რაჭული“ ცეკვის ილეთებს მოარგო და ასე შეიქმნდა ,,რაჭული ცეკვა“.

დავით სხირტლაძე  ცნობილი ანსაბლის- ,,სუხიშვილების“ ყოფილი მოცეკვავე გახლდათ. აღსანიშნავია, რომ ცეკვა ,,რაჭული“  სხარტი მოძრაობებით გამოირჩევა.

,,ოსური“: “ოსურის” მთავარი სილამაზე მისი ხაზებში დგომა და ნელი რიტმული მოძრაობაა. ამ ცეკვისთვის   ბიჭის რთული პარტიაა დამახასიათბელი.

,,კინტოური“: ,,კინტოური“ ქალაქური ტიპის ცეკვათა რიცხვს განეკუთვნება და თავისი არსით ძველი ქალაქის ცხოვრებას ასახავს. თავად ცეკვის სახელწოდება, ძველი თბილისის კოლორიტი წვრილი ვაჭრების, კინტოების, სახელს უკავშირდება. მოცეკვავეთა სამოსიც კინტოებისთვის დამახასიათებელია: შავი ატლასის შარვალ-ხალათი და ვერცხლის ქამარში გაჩრილი აბრეშუმის წითელი ხელსახოცი. კინტოები ამ ხელსახოცებში მყიდველის მიერ არჩეულ საქონელს (ძირითადად ხილს ან ბოსტნეულს) გამოაკრავდნენ ხოლმე  ასაწონად. კინტოებისთვის დამახასიათებელი გამჭრიახობა, სიმკვირცხლე და კომუნიკაბელურობა-„კინტოურის” ქორეოგრაფიულ გადაწყვეტაში  კარგადაა ასახული.

,,ხორუმი“: ,,ხორუმი“ საბრძოლო ხასიათის ცეკვაა.  თავდაპირველად მას მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ასრულებდა, მაგრამ დროთა განმავლობაში შემსრულებელთა რაოდენობა გაიზარდა და ხორუმის თანამედროვე ვარიანტში, მონაწილეობის მიღება ოცდაათიდან ორმოცამდე მოცეკვავეს შეუძლია.  მიუხედავად იმისა, რომ მოცეკვავეთა შემადგენლობა შეიცვალა, თავად ცეკვის სტილი პირვანდელი და უცვლელი დარჩა. ცეკვა რამდენიმე მოცეკვავის სცენაზე შემოსვლით იწყება, ისინი  მეომრებს განასახიერებენ, რომლებიც საომარ ტერიტორიას ბრძოლის წინ დიდი სიფრთხილით ზვერავენ . ამის შემდეგ კი, სცენაზე ლაშქრის დანარჩენ წევრებსაც უხმობენ. ეს ცეკვა მაყურებელს ერთდროულად: ძიების, ბრძოლისა და მტერზე გამარჯვების სიხარულით გამოწვეულ განცდას გადმოსცემს. ,,ხორუმი“ ქართველ მებრძოლთა ვაჟკაცობისა და დიდებულების  ცეკვაში განსახიერებული სიმბოლოა.

 აღსანიშნავია  ის ფაქტი, რომ ქართული ცეკვა დღითიდღე ვითარდება, იქმნება ახალი ცეკვები, რომლებიც წლების შემდგომ ქართველების ტრადიციად იქცევა. ერთ-ერთი მათგანი ანსამბლ „სუხიშვილების“ მიერ შემოთავაზებული ცეკვა „ლაზურია“, რომელიც როგორც ქართველმა მაყურებელმა, ასევე თითოეულმა მოცეკვავემ, ძალიან შეიყვარა.

ნინო ზარიძე

Share28Tweet18

ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026

საინტერესო

უკრაინის ფოსტა: საქართველო 191 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა უკრაინისთვის ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებით

უკრაინის ფოსტა: საქართველო 191 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა უკრაინისთვის ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებით

4 years ago
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები – პატრიარქს არსებულ ინფორმაციას არ აწვდიან, ამიტომ მასთან შეხვედრა აუცილებელია

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები – პატრიარქს არსებულ ინფორმაციას არ აწვდიან, ამიტომ მასთან შეხვედრა აუცილებელია

8 years ago
თბილისის მეტროში ახალი ფორმისა და დიზაინის ვაგონები იმოძრავებს

თბილისის მეტროში ახალი ფორმისა და დიზაინის ვაგონები იმოძრავებს

9 years ago
რა ზიანს მოუტანს საქართველოს მონარქიის აღდგენა?

რა ზიანს მოუტანს საქართველოს მონარქიის აღდგენა?

13 years ago

ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026

თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვს, რომელმაც საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე კაფეში მსხდომ ხალხს აივნიდან გადმოაშარდა, 15 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა...

მეტის ნახვაDetails
გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

10/01/2026
ავარია კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც ახალსოფლის №1 საჯარო სკოლაში 15 მოსწავლე გადაჰყავდა ავტომობილს შეეჯახა

ავარია კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც ახალსოფლის №1 საჯარო სკოლაში 15 მოსწავლე გადაჰყავდა ავტომობილს შეეჯახა

10/01/2026
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე: “აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი, ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ოკუპირებულ რეგიონებში მოაწესრიგებს – შეხვედრა იმედს ტოვებს.“

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა 10/01/2026
  • გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს 10/01/2026
  • ავარია კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც ახალსოფლის №1 საჯარო სკოლაში 15 მოსწავლე გადაჰყავდა ავტომობილს შეეჯახა 10/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by